ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რი თე­მე­ბი
21 ნოემბერი, 2014
662
print

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი

მა­შინ, რო­დე­საც რა­ღა­ცე­ე­ბი მთავ­რ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, ახა­ლი იწყე­ბაო, - ამ­ბო­ბენ.

"მე თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი ვარ, რუბ­რი­კით ფსი­ქო­მა­ნი" და ვამ­ბობ, რომ ეს რუბ­რი­კა არ გა­კე­თე­ბუ­ლა იმ თე­მე­ბის­თ­ვის, რა­ზეც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ვწერ. უფ­რო სწო­რად, მი­წევს წე­რა...

იყო დრო, რო­დე­საც პა­ტა­რა გო­გო ერთ-ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. ავირ­ჩიე სფე­რო "შო­უ­ბიზ­ნე­სი", რა­ზეც აქ­ტი­უ­რად ვა­კე­თებ­დი სი­უ­ჟე­ტებს, ვწერ­დი სი­ახ­ლე­ებს და ვხვდე­ბო­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ან მხო­ლოდ შოუ იცი­ან, ან მხო­ლოდ ბიზ­ნესს აკე­თე­ბენ. ეს ორი ერ­თ­მა­ნეთ­თან რა­ღაც­ნა­ი­რად არა­თავ­სე­ბა­დია, არ გა­მოგ­ვ­დის. ჩე­მი რე­დაქ­ტო­რი ბა­ტო­ნი რა­ტი (ჩე­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მას) დღი­დან მის­ვ­ლი­სა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე მე­წე­რა, ეს იყო ჩე­მი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყა­ვი. მე­გო­ნა, რომ პო­ლი­ტი­კა "ცალ­კე გან­ზო­მი­ლე­ბა", "ცალ­კე სფე­რო" იყო და იმ­დენს ვერ ვხვდე­ბო­დი, რომ ის არის ყვე­ლაფ­რის თა­ვი და თა­ვი (თუ რო­გორც ამ­ბო­ბენ). სწო­რედ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა გან­საზღ­ვ­რავს შო­უ­ბიზ­ნეს­საც, კულ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­საც და ახა­ლი თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც, რაც თა­ვის მხრივ - ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

ბო­ლო რამ­დე­ნი­მე სტა­ტია საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი გა­მო­მი­ვი­და და ამ აგ­რე­სი­ულ სტა­ტი­ებს უფ­რო მე­ტი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­რე­უ­ბა მოჰ­ყ­ვა. ეს კი­დევ ერ­თხელ ამ­ტ­კი­ცებს ერის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აგ­რე­სი­ის მი­მართ. გვიყ­ვარს ვი­ღა­ცე­ბის ლან­ძღ­ვა და კრი­ტი­კა. ვერ ვიტყ­ვი, რომ რო­მე­ლი­მე ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მდგო­მი პი­რი არ იმ­სა­ხუ­რებს კრი­ტი­კას-თქო, მაგ­რამ მა­ინც მინ­და, ერ­თხელ "თხოვ­ნე­ბით და რჩე­ვე­ბით" მივ­მარ­თო მათ.

არა­სო­დეს მი­სა­უბ­რია და ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობ­სო, არც კი მი­ფიქ­რია ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მერ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ტვი­ნი გა­მეხ­ს­ნა" და მივ­ხ­ვ­დი! მივ­ხ­ვ­დი ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რო­მელ­საც ახ­ლა­ვე მო­გახ­სე­ნებთ. ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც ბა­ტო­ნი ნარ­მა­ნია თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნეს, გახ­სოვთ ალ­ბათ თბი­ლი­სე­ლე­ბის იმ ნა­წი­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი "დე­და­ქა­ლა­ქე­ლი" უნ­და იყოს, უნ­და იცო­დეს რა სტკი­ვათ, რა აწუ­ხებთ და რა სჭირ­დე­ბათ ამ ქა­ლა­ქის მაცხოვ­რებ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად "ჩა­მოთ­რე­უ­ლი ნარ­მა­ნია" (ასე იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ მას, რაც კი­დევ ერ­თხელ მოწ­მობს ქარ­თ­ველ­თა სნო­ბიზმს) ვის რად უნ­დო­და. მახ­სოვს და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი ტექ­ს­ტე­ბი იმ ადა­მი­ნე­ბის­გა­ნაც კი მო­ვის­მი­ნე, რომ­ლებ­საც ბი­ძი­ნა­სი სწამთ (რწმე­ნა ხომ თა­ვის თავ­ში ნიშ­ნავს და­ი­ჯე­რო ის, რა­საც ფაქ­ტე­ბით ვერ ხე­დავ, ლო­გი­კუ­რად ვერ ხსნი, ვერ ეხე­ბი, ვერ ამ­ტ­კი­ცებ და ა.შ. უბ­რა­ლოდ ან გწამს ან არა...). სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს ნა­წი­ლი ვე­რაფ­რით ხსნი­და, რა­ტომ უს­ვამ­დ­ნენ თბი­ლი­სის მე­რად ნარ­მა­ნი­ას, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­უ­ჭი­რეს მხა­რი და შე­მო­ხა­ზეს 41. ჩე­მი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი აზ­რი მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ამ ამ­ბავ­თან და­კავ­შ­რე­ბით. მგო­ნია, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას ცნო­ბი­ე­რად თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რად თა­ვი­სი არათ­ბი­ლი­სე­ლო­ბის(?) კომ­პ­ლექ­სი აქვს და ბა­ტო­ნი ნარ­მა­ნი­ას გა­მარ­ჯ­ვე­ბამ მას სწო­რედ ეს კომ­პ­ლექ­სი და­უ­კომ­პენ­სი­რა. ისე კი ჩვე­ნი მე­რის დი­დი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი მაქვს, თა­ვის­თ­ვის წყნა­რად, მშვი­დად არის და კაც­მა არ იცის, რას აკე­თებს. უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი მო­ი­წო­ნა და ცო­ტა ხან­ში თა­ვი­სა­დაც გა­მო­აცხა­და (ზო­ო­პარ­კი გა­და­ვი­და, თუ იცით, თბი­ლი­სის ზღვა­ზე?).

მოკ­ლედ, ბი­ძი­ნა მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­თა­ვე­ში ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი, აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი და სრუ­ლი შო­კი და­ე­მარ­თა კაცს, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან! უკა­ნალ­ში ცოცხებს უკე­თე­ბენ. იმ­ხა­ნად ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჯერ კი­დევ მხო­ლოდ დახ­მა­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქ­მის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც მან პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა და თქვა - "ვიწყებთ და "ღმერ­თი არს ჩვენ­თა­ნო" (რო­გორც ნა­თე­ლაშ­ვი­ლი იტყო­და), მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა ბევ­რ­მა შე­იც­ვა­ლა. ვინ - რის­თ­ვის, შე­გიძ­ლი­ათ სტა­ტი­ას კო­მენ­ტა­რებ­ში მი­უ­წე­როთ, თქვენს მა­გივ­რად არ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ჩემს აზრს კი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. იცით, რა მოხ­და? ჩე­მი აზ­რით, ეს კა­ცი მიხ­ვ­და, რომ ამ ქარ­თ­ვე­ლებ­თან არ გა­მო­დის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა. ჩვენ ხომ ვართ ერი - "სი­ზარ­მა­ცის ეტა­ლო­ნი" და ღო­რის ტილ­ზე უარე­სე­ბი. პირ­და­პირ თა­ვებ­ზე გვინ­და ერ­თ­მა­ნეთს შე­მო­ვაჯ­დეთ. მი­შამ თა­ვის დრო­ზე ქვე­ყა­ნა­ში რეპ­რე­სი­ე­ბი და­იწყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­ში და­ნერ­გა (აი "მი­ქა­რავ", და­გი­ჭე­რენ და კაი ცოცხ­საც და­ი­ჭერ) და ამან რე­ა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რა კრი­მი­ნა­ლი. ის, რომ ბევ­რი მო­უ­ვი­და, ის, რომ ბიზ­ნე­სებს ატე­რო­რებ­დ­ნენ, ვი­ღა­ცებს რა­ღა­ცებს უდებ­დ­ნენ და ა.შ. არ გა­მა­გო­ნოთ ოც­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბო. ეგ სი­მარ­თ­ლეც ყვე­ლამ ვი­ცით! თუმ­ცა მო­დით იმ სი­მარ­თ­ლე­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი გე­ნი" ჰქვია. ქრთა­მი რომ ქარ­თ­ვე­ლის მო­გო­ნი­ლია, ალ­ბათ იცით და ზუს­ტად ამ ქრთა­მის აღე­ბას გა­და­ვეჩ­ვი­ეთ! რო­გორ უნ­და მო­ა­ხერ­ხო ეს დაქ­ცე­ულ, ზარ­მაც, უსაქ­მურ, "ყვე­ლას ბო­სო­ბა გვინ­და" ქვე­ყა­ნა­ში?!

რაც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას: იყო დრო, რო­დე­საც მხო­ლოდ ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე ერთ მე­გო­ბარ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის წინ იდ­გა და პა­ტიმ­რე­ბის აუტა­ნელ ყო­ფას აპ­რო­ტეს­ტებ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყუ­რიც არ შე­უ­ბერ­ტყავს ამ თე­მა­ზე იქამ­დე, ვიდ­რე ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ გა­ავ­რ­ცელ­და. დღეს კი სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რორს თბი­ლი­სის N8 სა­პა­ტიმ­რო­ში მომ­ხ­და­რი "სა­ვა­რა­უ­დო" და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებს: "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მოთხოვ­ნის შე­დე­გად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, ენა­ხათ საშ­ხა­პე ოთახ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მსჯავ­რ­დე­ბუ­ლი მ.ფ. და ბრალ­დე­ბუ­ლი მ.უ. ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი სვე­ლი ტან­საც­მ­ლით იწ­ვა იატაკ­ზე. მ.უ.-ს ხელ-ფე­ხი ერ­თ­მა­ნეთ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯაჭ­ვით ჰქონ­და მიბ­მუ­ლი. ორი­ვე პა­ტი­მარს გა­რეგ­ნუ­ლად აღე­ნიშ­ნე­ბო­და ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი, მათ შო­რის, სა­ხე­ზე. მ.უ.-ს შუბ­ლის არე­ში ჰქონ­და ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა, სა­ი­და­ნაც მოს­დი­ო­და სის­ხ­ლი, ასე­ვე, სხვა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ხო­ლო მ.ფ.-ს მარ­ჯ­ვე­ნა თვალ­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და სის­ხ­ლ­ჩაქ­ცე­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი მო­ითხოვს მსჯავ­რ­დე­ბულ მ.ფ.-სა და ბრალ­დე­ბულ მ.უ.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბის ფაქ­ტ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­იწყოს და აწარ­მო­ოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ; დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს სა­სა­მარ­თ­ლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­ს­პერ­ტი­ზა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რის­ხის, ხა­სი­ა­თის, ხან­დაზ­მუ­ლო­ბის, წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის და­სად­გე­ნად; სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ დრო­უ­ლად ამო­ი­ღოს მი­თი­თე­ბუ­ლი ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რე­ბი," - სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბა! ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მგო­ნი ისევ მხო­ლოდ ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე აზი­ა­რებს თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რაც კი­დევ ერ­თხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სო­ლი­და­რო­ბა და სა­ერ­თო სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა "გვერ­დ­ში ამო­ვუდ­გეთ ერ­თ­მა­ნეთს" არ არ­სე­ბობს. თქვენს ნაც­ვ­ლად, რამ­დე­ნიც არ უნ­და ილა­პა­რა­კოს ერეკ­ლემ და რამ­დე­ნი­მე მის­ნა­ირ­მა, საქ­მე არ გა­კეთ­დე­ბა! ან იქ­ნებ აუცი­ლე­ბე­ლია კი­დევ ერ­თი აუტა­ნე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ნახ­ვა?!

თე­მას მი­ვუბ­რუნ­დე­ბი და ალ­ბათ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი ბი­ძი­ნაც მა­ლე მიხ­ვ­და, რომ ამ­დე­ნი "ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა" კმა­რა და და­ე­რი­ენ ახალ­გაზ­რ­დებს... თუმ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რ­დებს. აწყო­ბენ რე­ი­დებს, ხალხს უვარ­დე­ბი­ან სახ­ლ­ში და არი­ან დიდ ამ­ბავ­ში. სხვა თუ არა­ფე­რი თვე­ში ერ­თხელ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის ბი­უ­ჯეტ­ში ჩა­დე­ბა არაა ცუ­დი იდეა მხო­ლოდ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე და­ჭე­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. არა­და ამ დროს ამე­რი­კა­ში რა ხდე­ბა? თა­ვად ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი აჩ­ვე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რა რა­ო­დე­ნო­ბის მა­რი­ხუ­ა­ნის შე­ნახ­ვა არ ის­ჯე­ბა.

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, რა­ტომ იჭე­რენ ამ ახალ­გაზ­რ­დებს სრულ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე. რა­ტომ აჯა­რი­მე­ბენ მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის რიცხ­ვი არ­ც­თუ ისე მა­ღა­ლია. მი­ე­ცით მათ მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სტი­მუ­ლი, გა­ერ­თონ, იმუ­შა­ონ და იპოვ­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვი. აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნეთ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რა და არა დევ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენც იგ­რ­ძ­ნობთ მათ მხარ­და­ჭე­რას. აღარ წა­მო­ვა ის ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი, რაც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს.

თქვენ აკე­თებთ ამას თუ ეს მხო­ლოდ ჭო­რია, ფაქ­ტია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის (და არა მხო­ლოდ) უმ­რავ­ლე­სო­ბა ყვე­ლა­ფერს სწო­რედ თქვენ­თან აიგი­ვებს...

ერთ-ერთ სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რ­ცელ­და - ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უვი­ზო მი­მოს­ვ­ლას მხა­რი და­უ­ჭი­რე­სო და ამ ერ­თი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან კარგ ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­მენ­ტა­რე­ბის 90 პრო­ცენ­ტი აქვს ასე­თი: "აფხა­ზეთ­საც ვიბ­რუ­ნებ­დით დღეს თუ ხვალ", "ხალხს რო­გორ ატყუ­ე­ბენ...", "ხომ არ გა­ვიწყ­დე­ბათ თქვენს მთავ­რო­ბას "ოც­ნე­ბა" რომ ჰქვია?" და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ­ტ­კი­ცებს უნ­დობ­ლო­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­დას, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, თქვე­ნი მთავ­რო­ბის მი­მართ.

ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა? აბა გან­ვი­თა­რე­ბა ან აბა ბიზ­ნე­სი? და­მა­ნა­ხეთ ვინ აფი­ნან­სებს დამ­წყებ ახალ­გაზ­რ­და ბიზ­ნეს­მე­ნებს. გეტყ­ვი­ან მშვი­დად, და­იწყე ეგ შე­ნი ბიზ­ნე­სი, ჩვენ შევ­ხე­დავთ, თუ "გა­ქა­ჩავს", მე­რე ვი­ფიქ­რებთ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზეო და ვინ­მეს კი­დევ გა­უკ­ვირ­დე­ბა, ამ­დე­ნი უსაქ­მუ­რი ან და­უ­საქ­მე­ბე­ლი ახალ­გაზ­რ­და რა­ტომ და­ი­ა­რე­ბა გზა­აბ­ნე­უ­ლი ქუ­ჩა­ში?

და ბო­ლოს - ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში? მა­გა­ლი­თად ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლ­ში. ცო­ლებს კლა­ვენ და კლა­ვე­ნო, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი კი არ ირ­ღ­ვე­ვა, ქა­ლე­ბი კვდე­ბი­ან უკ­ვეო და დრო­ზე გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვე­თო, - პარ­ლა­მენტს. ან სა­ერ­თოდ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ეგ ამ­ბა­ვი რო­გორ მოხ­და! ვინ მი­მარ­თა პარ­ლა­მენტს, თქვენ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა (მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი თქვენ გბრალ­დე­ბათ) თუ თქვენ­მა მოყ­ვა­ნილ­მა მთავ­რო­ბამ. ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცი ბრძან­დე­ბით და გა­გო­ნი­ლი გექ­ნე­ბათ - "ვინც ძე­რას და­შა­ვე­ბუ­ლი ფრთა მო­ურ­ჩი­ნა, ის აგებს პა­სუხს მი­სი კლან­ჭე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ზე­ცო". ფაქ­ტია და კა­ნო­ნის ამ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ბაია პა­ტა­რა­ი­ა­ზე (დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა მას მთე­ლი იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, რა­საც ეწე­ვა!) უკეთ ვერ მო­გიყ­ვე­ბით: "პარ­ლა­მენ­ტი ისევ შსს ნე­ბას აღას­რუ­ლებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­კითხ­ზე სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დათ სულ ცო­ტა ხნის წინ. მოკ­ლედ, საქ­მე ასეა: 126 პრი­მა მუხ­ლი, კრძა­ლავს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე მსუ­ბუქ ფორ­მას - ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას და ისეთ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, რო­მელ­საც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მძი­მე ან ნაკ­ლებ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ანუ ფე­მი­ცი­დი, სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ა.შ. ამ მუხ­ლის გა­რე­თაა. სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­ში და­ნა­შა­უ­ლე­ბი ამ მუხ­ლით სა­ერ­თოდ არ რე­გუ­ლირ­დე­ბა.

 სა­მა­გი­ე­როდ, შსს უნ­და ვი­თომ­საქ­მეს­ვა­კე­თებ ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნოს, ისევ მარ­ტი­ვი, მოკ­ლე­ხედ­ვი­ა­ნი, პო­პუ­ლის­ტუ­რი და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით იაროს. ამი­ტომ ად­გა და ერ­თა­დერთ პრე­ვენ­ცი­ულ და მსუ­ბუქ მუხლს მი­ახ­ტა და და­ამ­ძი­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თით. და სა­ერ­თოდ არც კი აინ­ტე­რე­სებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ უამ­რა­ვი ქა­ლი, იმის ში­შით, რომ მე­უღ­ლეს და­ი­ჭე­რენ, აწი სა­ერ­თოდ აღარ მი­მარ­თავს პო­ლი­ცი­ას.

 ად­რე, რო­ცა ქა­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ "სა­ფარ­ში" კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და ყოყ­მა­ნობ­დ­ნენ პო­ლი­ცი­ის­თ­ვის მი­მარ­თ­ვა­ზე, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, მი­მარ­თეთ პო­ლი­ცი­ას, სა­ნამ და­ნა­შა­უ­ლი ჯერ მსუ­ბუ­ქია, არ და­ი­ჭე­რენ თქვენს მე­უღ­ლეს, არ დარ­ჩე­ბით ქმრის./მა­მის/მარ­ჩე­ნა­ლის გა­რე­შე თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი, მაგ­რამ თქვენს მე­უღ­ლეს ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბა ექ­ნე­ბა და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი "ყვი­თე­ლი ბა­რა­თი" სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან, რა­თა მე­ო­რე­ჯერ აღარ ჩა­ი­დი­ნოს, რად­გან მე­ო­რე­ჯერ უკ­ვე ცი­ხე არ ას­ც­დე­ბა. ახ­ლა რა ვუთხ­რა? ხომ არ მო­ვატყუ­ებ? ახ­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი ქა­ლი აღარ წა­ვა პო­ლი­ცი­ა­ში და მო­ით­მენს ძა­ლა­დო­ბას იმის ში­შით, რომ მე­უღ­ლეს პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ზე და­ი­ჭე­რენ," - ესეც ჩვე­ნი ნა­პოვ­ნი გა­მო­სა­ვა­ლი.

ხო­და 25 ნო­ემ­ბერს, 13:00 სა­ათ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­ი­მარ­თე­ბა აქ­ცია "ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა და­ნა­შა­უ­ლია - შე­ა­ჩე­რე!". მო­დით!

თაკო სალთხუციშვილი