სვეტური პოეზია
28 ნოემბერი, 2014
942
print

ისევ კა­ხას 

 არა­ფერს ვიტყ­ვი მე მგო­ნი ახალს

და არც არ­ვის­თან ტრაკს არ გა­ვაქ­ნევ

თუ ბენ­დუ­ქი­ძეს დი­ა­ხაც კა­ხას

მე გე­ნი­ო­სის სა­ხელს და­ვარ­ქ­მევ

 

რად­გან მოწ­მეა თა­ვად უფა­ლი

ჩა­ვე­კითხე­ბით თუ­კი მა­ვან­საც

რომ ინ­ს­ტი­ტუ­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მან და­ა­არ­სა

 

და მოგ­ვ­დ­გო­მო­და რო­ცა ომი კარს

სუ­ლით სხვე­ბი­ვით არ წაქ­ცე­უ­ლა

მარ­თავ­და ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას

არც საზღ­ვარ­გა­რეთ არ გაქ­ცე­უ­ლა

 

და თუმც თავს კარ­გად უკ­ვე ვერ გრძნობ­და

უცო­დინ­რო­ბას ქვეყ­ნად ებ­რ­ძო­და.

 ***

მე არა­ვის­თან არ მაქვს სა­დაო

არ გა­მოვ­დი­ვარ რად­გან სა­მიტ­ზე

და შე­მიძ­ლია წა­ვი­ღა­დაო

პო­ლი­ტი­კუ­რად მწვა­ვე სა­კითხ­ზე

 

და თა­ვი რომ არ გა­და­ვი­სი­რო

რად­გა­ნაც მი­წევს გაც­ნო­ბი­ლე­ბა

მე შე­მიძ­ლია და­ვა­ფიქ­სი­რო

სო­ცი­ა­ლუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა.

 ***

მომ­ფე­რებ­ლე­ბი რომ ვართ მტრი­სა­ნი

თა­ვებს ვიბ­რუ­ებთ ძველ თქმუ­ლე­ბე­ბით

რად­გან შე­ვივ­სოთ გვინ­და ქი­სე­ბი

ღა­ლა­ტე­ბით და შეთ­ქ­მუ­ლე­ბე­ბით

 

დღეს მთა­ვა­რია იყო ჩაც­მუ­ლი

და ჯი­ბის ფუ­ლი გქონ­დეს ცხა­დია

არაფ­რის­გან ხარ ქვეყ­ნად და­ცუ­ლი

ირ­გ­ვ­ლივ იმ­დე­ნი მო­ძა­ლა­დეა

 

და ერთ ად­გილ­ზე თუ არ ჩერ­დე­ბი

ჭამ სვამ აზ­როვ­ნებ და გე­წე­რე­ბა

რა­ღა თქმა უნ­და არ და­ბერ­დე­ბი

რად­გან სი­ცოცხ­ლე გა­გე­წე­ლე­ბა.

 ***

ეს ცხოვ­რე­ბაა ლა­ტა­რეია

აგებს მრა­ვა­ლი იგებს რჩე­უ­ლი

ზო­გი გოია ზო­გი გეია

ზო­გიც სა­ერ­თოდ გა­დაჩ­ვე­უ­ლი

 

კარ­გად ცხოვ­რე­ბა ჩვენ არ გვცოდ­ნია

არ იყო ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

ამი­ტომ ერიც შე­სა­ცო­დია

რის­გა­ნაც დღე­საც ტყა­ვი ეძ­რო­ბა

 

და თა­ვის თავ­ში ვერ გარ­კ­ვე­უ­ლა

უბე­დუ­რე­ბაც არ გაგ­ვი­თავ­და

რი­თიც ქვე­ყა­ნა არ დან­გ­რე­უ­ლა

მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ გან­ვი­თარ­და

 

ერის­შ­ვი­ლე­ბიც ბევ­რი გავ­წი­რეთ

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თით­ქოს ღმერ­თი­სა

მი­წი­ერ წრი­დან ვერ გა­ვაღ­წი­ეთ

რად­გან ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თი­სა

 

აქ არა­ფე­რი არ აეწყო­ბა

ფაქ­ტის მი­ხედ­ვით რო­გორც ეტყო­ბა

სა­ქარ­თ­ვე­ლოა რა გა­ეწყო­ბა

და თა­ვის შვი­ლებს მკაც­რად ეპყ­რო­ბა.

 ***

ასაკს თან ახ­ლავს ნაკ­ლი თა­ვი­სი

და თუმც ჩემ თავს ვთვლი ყვე­ლას დამ­ც­ვე­ლად

გუ­შინ კი­ნა­ღამ ხალ­ხ­ში ჩა­ვიფ­სი

სახ­ლ­ში დავ­ბ­რუნ­დი გა­მო­საც­ვ­ლე­ლად

 

რა ვქნა დარ­დით თავს ხომ არ და­ვის­ჯი

რად­გან ცნო­ბი­ლი მა­ინც სა­ხე ვარ

კი­დევ კარ­გია რომ არ ჩა­იჯ­ვი

ცოლს შე­ვე­ცო­დე და გა­მამ­ხ­ნე­ვა.

 ***

მიყ­ვარს რო­დე­საც ყვე­ლა სახ­ლ­შია

არ­ვინ არ ჩხუ­ბობს არ­ვინ არ თვრე­ბა

არ­ვის წყუ­რია არ­ვის არ შია

და არა­ფე­რი არ ემარ­თე­ბა

 

რო­ცა კა­მა­თი ირ­გ­ვ­ლივ არ გეს­მის

და არც არა­ვინ ნერ­ვებს არ გიტყ­ნავს

რო­ცა არა­ვინ ტყვი­ას არ გეს­ვ­რის

და არც არა­ვინ და­ნას არ გირ­ტყამს.

 ***

კა­ცი არის სა­ნამ მთვრა­ლი

მას არა სწამს სა­მარ­თა­ლი

მაგ­რამ ვის დას­წყ­ვი­ტა გუ­ლი

ფიქ­რობს გა­მოფხიზ­ლე­ბუ­ლი.

 ***

ყვე­ლა­ფე­რი სულ ბე­დია

თავს სა­კუ­თარს მტრობ ან არ მტრობ

და ნატ­ვ­რე­ბიც სრულ­დე­ბი­ან

მა­შინ რო­ცა სწო­რად ნატ­რობ

 

ცო­ტა დროა მივ­ხ­ვ­დი რაც ეს

ვე­ზი­ა­რე ჭკვი­ა­ნო­ბას

რომ ოც­ნე­ბა აზარ­მა­ცებს

და გვა­შო­რებს რე­ა­ლო­ბას

 

ბა­გა­მე­ბი კუ­რი­ლე­ბი

კუნ­ძუ­ლე­ბი სე­ი­შე­ლის

ახ­დე­ნი­ლი სურ­ვი­ლე­ბი

რა თქმა უნ­და ვერ გვიშ­ვე­ლის

 

ჯობს დავ­ფიქ­რ­დეთ ვცხოვ­რობთ რის­თ­ვის

შვე­ბა მო­აქვს რა­საც სუ­ლის

ხომ მოგ­ვი­წევს ყვე­ლაფ­რის­თ­ვის

ჩვენ გა­დახ­და სა­ფა­სუ­რის

 

ცო­ტა იქეთ ცო­ტა აქეთ

ყვე­ლაფ­რის­თ­ვის პა­სუხს ვა­გებთ.

 ***

ვინ დაგ­ვაბ­რა­ლა ჩვენ ლა­მა­ზო­ბა

ის დრო ეტყო­ბა უკ­ვე წა­ვი­და

თუმც მე­ტიჩ­რუ­ლი მატ­რა­ბა­ზო­ბა

კავ­კა­სი­უ­რი მოგ­ვ­დ­გამს თა­ვი­დან

სი­ღა­რი­ბით­ვე ვიკ­ლავთ ამ ჭი­ას

და გვე­ხარ­ჯე­ბა მუქ­თად ნი­ჭი ეს

ქარ­თ­ველს ვერ ნა­ხავ არაპ­რან­ჭი­ას

ქარ­თ­ველს ვერ ნა­ხავ არა­ნი­ჭი­ერს

ეს ევ­რა­ზი­ის კა­რი­დო­რია

ვინც ტი­რან­დე­ბა ხდე­ბა ჯა­ლა­თი

ყვე­ლა კიტ­რი ან პა­მი­დო­რია

და გემ­რი­ე­ლი არის სა­ლა­თი

მზეც და­სავ­ლეთ­ში რად­გან ამო­დის

აღა­რა­ფე­რი აღარ გა­მო­დის.

 ***

ჯერ რა თქმა უნ­და იბა­დე­ბი­ან

რომ მთელ თა­ო­ბას ექ­ცენ მო­დე­ლად

მი­ზანს აღ­წე­ვენ მე­რე კვდე­ბი­ან

რა­ღა თქმა უნ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად

 

და არ­ვინ იცის სად არი­ან დღეს

მო­ბი­ნად­რე­ნი სხვა სა­უფ­ლო­თა

რად­გან არ უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს

გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბა სა­ი­დუმ­ლო­თა

 

თუ აზ­რიც იქ­ცა ახალ სი­ნათ­ლედ

ზო­გის­თ­ვის დგე­ბა უბე­დუ­რე­ბა

ახა­სი­ა­თებთ ადა­მი­ა­ნებს

შუ­რი ბოღ­მა და უმა­დუ­რე­ბა.

კოტე ყუბანეიშვილი