ერეკლე დეისაძეს ესროლეს
28 ნოემბერი, 2014
11926
print

თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვი­ლი

„ჩემ­ს­კენ ნას­რო­ლი ტა­ლა­ხე­ბით და ქვე­ბით, რო­მელ­საც ავი­ცი­ლებ, ტა­ძარს ავა­შე­ნებ, რო­მელ­შიც არა­ვის შე­მო­ვუშ­ვებ." - ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე

წი­ნა კვი­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ვფიქ­რობ­დი, ამ­ჯე­რად რა­მე პო­ზი­ტი­ურ თე­მა­ზე მო­გიყ­ვე­ბო­დით, მაგ­რამ ვინ გა­ცა­და. ერეკ­ლე დე­ი­სა­ძეს ეს­რო­ლეს!

რამ­დე­ნად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლიც არ უნ­და იყოს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის ახ­ლან­დე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, არ მე­გო­ნა, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობ­დ­ნენ ზუს­ტად მი­სი ასა­კის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი, იდე­ა­ში პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერეკ­ლე­ზე ისე­თი "გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი" იქ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს­როდ­ნენ!

"მოხ­და ურ­თი­ერ­თ­შე­ლა­პა­რა­კე­ბა, სა­ხე­ზე მიც­ნეს, იყ­ვ­ნენ მთვრა­ლე­ბი, მო­მი­წია ხუთ კაც­თან მარ­ტოს ჩხუ­ბი და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, ჩე­მი მი­სა­მარ­თით გა­ის­რო­ლეს, რაც და­დას­ტურ­და იმით, რომ პო­ლი­ცი­ამ შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ი­ღო მას­რე­ბი. ვი­ყა­ვი ქე­თა­თო ჩარ­კ­ვი­ან­თან და ჩემს ჟურ­ნა­ლისტ მე­გო­ბარ­თან, თა­კო სალ­თხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად," - ამ­ბობს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე. დი­ახ! მე თვი­თონ გავ­ხ­დი ამ ყვე­ლაფ­რის თვით­მ­ხილ­ვე­ლი და დე­ტა­ლებ­ში მო­გიყ­ვე­ბით, რა და რო­გორ მოხ­და.

დი­ლის 4 სა­ათ­ზე, გა­და­ღე­ბი­დან წა­მო­სუ­ლებს მოგ­ვ­შივ­და და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ვა­ჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში საჭ­მე­ლად შეს­ვ­ლა. გზის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს ხუ­თი ნას­ვა­მი ახალ­გაზ­რ­და იდ­გა, რომ­ლებ­მაც ეკოს და­უ­ძა­ხეს და მი­ე­სალ­მ­ნენ. ერეკ­ლეს ეგო­ნა, ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვ­ნენ და ასე­ვე მი­სა­სალ­მებ­ლად გა­და­ვი­და მათ­კენ. ნა­ხა, რომ არა­ვის იც­ნობ­და, მაგ­რამ ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა ყვე­ლას, გა­მარ­ჯო­ბა უთხ­რა და ჩემ­ს­კენ და ქე­თა­თოს­კენ და­იძ­რა. ამ დროს, ამ ჩვენ­მა "ზრდილ­მა", ახალ­გაზ­რ­და, მთვრალ­მა ბი­ჭებ­მა ერეკ­ლეს და­უ­ძა­ხეს - "დე­ი­სა­ძე შე­ნი დე­და მოვ­ტყან". ერეკ­ლემ არც აცია-არც აცხე­ლა, შეტ­რი­ალ­და, მი­ვი­და და ასე­ვე გი­ნე­ბით იკითხა, რო­მელ­მა შე­ა­გი­ნა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ალ­ბათ სი­ტუ­ა­ცია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა და­იწყო. მე და ქე­თა­თოც მა­შინ­ვე გა­და­ვე­დით მათ­თან და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ვ­ტ­ვას ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ვინ გა­ცა­და. ერ­თი კი გამ­კ­ვირ­ვე­ბია, ხუთ­მა ბიჭ­მა ერ­თი ერეკ­ლეს ცე­მა რო­გორ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, თუ მა­ინ­ცა­და­მა­ინც ეგ უნ­დო­დათ. ქე­თა­თო ერთ-ერთ მათ­განს ელა­პა­რა­კე­ბო­და, მე მე­ო­რეს, რო­მე­ლიც ერეკ­ლეს­კენ და­სარ­ტყ­მე­ლად იწე­ო­და. ერ­თი "გემ­რი­ე­ლად" კი "გამ­წია" ამ ტიპ­მა გვერ­დ­ზე, მაგ­რამ ამ დროს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გე. შე­მოვ­ტ­რი­ალ­დი და ვხე­დავ სცე­ნას: დგას "მსრო­ლე­ლი კაი ბი­ჭი", ხელ­ში უჭი­რავს იარა­ღი, მი­სი ძმა­კა­ცი იჭერს და ამ­შ­ვი­დებს. ეკოს­კენ უკ­ვე აღა­რა­ვინ იწევ­და, თით­ქოს თვი­თონ­ვე და­იბ­ნენ. მე არ და­ვი­ბე­ნი, დავ­რე­კე 112-ში და დახ­მა­რე­ბა ვითხო­ვე. სა­ნამ ვრე­კავ­დი, ჩხუ­ბი გრძელ­დე­ბო­და. ზუს­ტად ორ წუთ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა ჩვენ­თან გაჩ­ნ­და.

"რა­ტომ მეს­რო­ლეს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. მთვრა­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ალ­ბათ და გა­იბ­ლა­ტა­ვეს. ეგო­ნათ შე­მე­შინ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნა­ხეს, რომ არ შე­მე­შინ­და. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა არა­სო­დეს მქო­ნია. ურ­თი­ერ­თ­შე­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ტი რა ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ჩხუ­ბამ­დეც კი არ მი­სუ­ლა საქ­მე. აი გას­რო­ლა უკ­ვე მე­ტის­მე­ტი იყო," - ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე.

პატ­რულ­მა ად­გილ­ზე გა­არ­კ­ვია, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად იარა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ეს ხომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ გას­რო­ლის უფ­ლე­ბაც ჰქონ­და. ასე­ვე ად­გილ­ზე ამო­ი­ღეს მას­რა და ეს პი­როვ­ნე­ბაც და­ა­კა­ვეს. რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ში ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა. ათა­სი ფორ­მა­ლო­ბა, ჩვე­ნე­ბე­ბის აღე­ბა და ა.შ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლო­გე­ბი შედ­გა ჩვენ­სა და ამ ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი მი­უტ­რი­ალ­და ერეკ­ლეს და ეუბ­ნე­ბა, არ მე­გო­ნა თუ გი­ნე­ბა­ზე მოტ­რი­ალ­დე­ბო­დიო. რა­ტომ­ღაც იფიქ­რეს, რომ ერეკ­ლე გი­ნე­ბას გა­ა­ტა­რებ­და, მე­რე ესე­ნი ალ­ბათ სად­მე მათ­სა­ვით "კაი ტიპ ძმა­კა­ცებ­თან" წა­ვი­დოდ­ნენ და ამა­ყად მოყ­ვე­ბოდ­ნენ, რო­გორ აგი­ნეს ერეკ­ლეს. ამის ნაც­ვ­ლად მოხ­და რა? "უი, რა კარ­გი ტი­პი ყო­ფი­ლა ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე, არ გვე­გო­ნა," - დი­ახ, მა­თი სიტყ­ვე­ბის ცი­ტი­რე­ბას ვახ­დენ. ამას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უკ­ვე მა­შინ, რო­დე­საც გა­ყი­ნუ­ლე­ბი, დას­ტ­რე­სი­ლე­ბი და მშივ­რე­ბი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში ვი­დე­ქით და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და პო­ლი­ცი­ის სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­და აგ­რე­სი­უ­ლი მსრო­ლე­ლი პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა­ში იჯ­და და­კა­ვე­ბუ­ლი.

კი­დევ ერ­თი სა­სა­ცი­ლო ფაქ­ტი, რაც ამ ბი­ჭებ­თან დი­ა­ლოგ­ში გა­ვი­გე, იყო ის, რომ წი­ნა კვი­რას, ერთ-ერ­თი კა­რა­ო­კე ბა­რის გახ­ს­ნა­ზეც ვუ­ნა­ხი­ვართ ამ ახალ­გაზ­რ­დებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, იქ რა­ტომ არა­ფე­რი უთხ­რეს ეკოს. საკ­მა­რი­სად მთვრა­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ?! თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას „მო­ე­რიდ­ნენ. სა­ი­დან, ბი­ჭე­ბო, ამ­დე­ნი აგ­რე­სია?

"ეს ფაქ­ტი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. მი­თუ­მე­ტეს, რო­გორც გა­ირ­კ­ვა იმ პი­როვ­ნე­ბას იარა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნია და აღ­მოჩ­ნ­და, რომ თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყო. რო­ცა 24 წლის ლა­წი­რაკს იარა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას მის­ცემ, ცო­ტა მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და იგ­რ­ძ­ნოს თა­ვის თავ­ზე!" - ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე.

არ ვი­ცი, ვის ან რას უნ­და და­ვაბ­რა­ლო ის, რაც მოხ­და, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი იმა­ში, რომ ალ­კო­ჰო­ლი ადა­მი­ა­ნებს აგი­ჟებს! მგო­ნი დროა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნის სა­ნაც­ვ­ლოდ, ალ­კო­ჰო­ლის აკ­რ­ძალ­ვა ვთხო­ვოთ. სა­ინ­ტე­რე­სოა სტა­ტის­ტი­კაც, რომ­ლის მო­პო­ვე­ბა­ზეც აუცი­ლებ­ლად ვიზ­რუ­ნებ და შემ­დეგ­ში გა­გი­ზი­ა­რებთ, თუ არ­სე­ბობს - რამ­დე­ნი უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვა, ჩხუ­ბი და კრი­მი­ნა­ლი ხდე­ბა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო შე­და­რე­ბა გა­მო­ვა, თუ მო­ვი­პო­ვებთ ერთ შემ­თხ­ვე­ვას მა­ინც, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის მი­ერ იქ­ნე­ბა ჩა­დე­ნი­ლი...

ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ზე კი გა­მო­ძი­ე­ბა დაწყე­ბუ­ლია და რო­გორც იქ­ვე მოვ­კა­რი ყუ­რი, ამ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორ წა­ვა და დამ­ნა­შა­ვეს რა სას­ჯელს და­ა­კის­რე­ბენ, თუმ­ცა ჩე­მი მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას იყო - არ ჰქონ­დეს ამ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი მო­მა­ვა­ლი იმ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­საც "ემ­სა­ხუ­რე­ბო­და". სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი კი შემ­პირ­და, რომ ეს ბი­ჭი ამ შემ­თხ­ვე­ვით მარ­თ­ლაც და­ას­რუ­ლებს თა­ვის კა­რი­ე­რას ამ სის­ტე­მა­ში, თუმ­ცა სიტყ­ვა­ზე ვერ ვენ­დო­ბი და აუცი­ლებ­ლად გა­და­ვა­მოწ­მებ.

რა უნ­დო­და, რას ერ­ჩო­და სა­კუ­თარ თავს, კაც­მა არ იცის. რო­გორ ნა­ნობს მის საქ­ცი­ელს, არც ეგ იცის ვინ­მემ, მაგ­რამ ერ­თი რამ ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცით - რომ არა პატ­რუ­ლი, 26 ნო­ემ­ბ­რის დი­ლა კარ­გად არ დას­რულ­დე­ბო­და.

"პატ­რუ­ლი სწრა­ფად რომ არ მო­სუ­ლი­ყო, აუცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბო­და სის­ხ­ლის ღვრა! ან დამ­ჭ­რიდ­ნენ ან მომ­კ­ლავ­დ­ნენ, ზუს­ტად არ ვი­ცი, მაგ­რამ ის კი ვი­ცი, რომ შე­უ­რაცხ­ყო­ფას არ ავი­ტან არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში. ვე­რა­ვინ შე­მა­ში­ნებს და სხვე­ბის­თ­ვი­საც ეს იყოს მა­გა­ლი­თი, რომ დე­ი­სა­ძე უზ­რ­დე­ლებს ვერ იტანს," - ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე.

თაკო სალთხუციშვილი