„ბო­ინ­გის" ლა­ზე­რულ ქვე­მეხს ქა­რი და ნის­ლი ვერ აჩე­რებს
28 ნოემბერი, 2014
612
print

„ბო­ინ­გ­მა" და პენ­ტა­გონ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ლა­ზე­რუ­ლი მო­ბი­ლუ­რი დე­მონ­ს­ტ­რა­ტო­რის" (HEL MD) ტეს­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც რთულ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში, მი­სი სი­ზუს­ტე და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა. ტეს­ტე­ბის დროს, წვი­მი­ან, ქა­რი­ან და ნის­ლი­ან ამინ­დ­შიც კი, და­ნად­გა­რი წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­მიზ­ნის კონ­ტ­როლს და გა­ნად­გუ­რე­ბას.

HEL-MD არის ამე­რი­კუ­ლი არ­მი­ის პირ­ვე­ლი მო­ბი­ლუ­რი, მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ლა­ზე­რი, რო­მე­ლიც რა­კე­ტებს, სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვებს და უპი­ლო­ტო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს ანად­გუ­რებს. 10-კი­ლო­ვა­ტი­ა­ნი ლა­ზე­რუ­ლი სის­ტე­მა და­მაგ­რე­ბუ­ლია „ოშ­კო­შის" წარ­მო­ე­ბის ტაქ­ტი­კურ მზიდ ავ­ტო­მო­ბილ­ზე და ერ­თ­დ­რო­უ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლია.

ლა­ზე­რულ­მა და­ნად­გარ­მა შარ­შან ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტე­ბი გა­ი­ა­რა ნიუ მექ­სი­კო­ში, უაით სენ­დ­სის სა­რა­კე­ტო ბა­ზა­ზე და ეგ­ლი­ნის (ფლო­რი­და) სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ბა­ზა­ზე. „ბო­ინ­გი" ამ­ბობს, რომ და­ნად­გარ­მა ერ­თ­დ­რო­უ­ლად 150 სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა შეძ­ლო. და ასე იყო არამ­ხო­ლოდ ნიუ მექ­სი­კოს მზი­ან, უღ­რუბ­ლო გა­რე­მო­ში, არა­მედ ფლო­რი­და­შიც, სა­დაც ტეს­ტე­ბი ასე­ვე ქა­რი­ან, წვი­მი­ან და ნის­ლი­ან ამინ­დ­ში ტარ­დე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ასეთ პი­რო­ბებ­ში ლა­ზე­რის სხი­ვის სი­ზუს­ტე კლე­ბუ­ლობს. მაგ­რამ HEL-MD მა­ინც ახერ­ხებ­და ისე­თი მცი­რე სა­მიზ­ნის კონ­ტ­როლ­საც კი, რო­გო­რიც ნაღ­მ­მ­ტყორ­ც­ნის 60-მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი ჭურ­ვი და უპი­ლო­ტო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვია.

რო­გორ ხერ­ხ­დე­ბა ეს, რა თქმა უნ­და, ამა­ზე „ბო­ინ­გი" კონ­კ­რე­ტულს არა­ფერს ამ­ბობს. თუმ­ცა დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ამა­ში მას მე­ო­რე ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვი ეხ­მა­რე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა ახერ­ხებს იმის დად­გე­ნას, თუ რა გა­დახ­რე­ბი აქვს ქარ­ში, წვი­მა­ში, ან ნის­ლ­ში ლა­ზე­რულ სხივს. მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ა­ნალ­ზე­ბის შემ­დეგ, საბ­რ­ძ­ლო ლა­ზე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა ხდე­ბა და ის მი­ზანს არ აც­დენს. რო­გორც „ბო­ინ­გი" ამ­ბობს, HEL-MD-ის სრულ­ყო­ფის შემ­დ­გომ ეტაპ­ზე, ლა­ზე­რის სხი­ვის სიმ­ძ­ლავ­რის 10-დან 50-60 კი­ლო­ვა­ტამ­დე გაზ­რ­და იგეგ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც, ტეს­ტე­ბის მო­რიგ სე­რი­ას გა­ივ­ლის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ HEL MD-ს ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვით რამ­დე­ნი­მე მიზ­ნის ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია ისე, რომ ამი­სათ­ვის მხო­ლოდ ენერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი და­ი­ხარ­ჯე­ბა. სხვა­თა შო­რის, „ბო­ინ­გი" სა­ჰა­ე­რო ბა­ზი­რე­ბის ლა­ზერ­საც ცდის, რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის და დი­დი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბაა.

lika andiashvili
ტეგები