კარ­გი ტო­ნი
28 ნოემბერი, 2014
933
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

  ტო­ნი პარ­კე­რი ბედ­ნი­ე­რია. ტო­ნი კარგ წრე­ზე და­დის.

"სან ან­ტო­ნიო" მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნია. სან ან­ტო­ნი­ო­ში ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი არ გაძ­ლევს შე­ნიშ­ვ­ნებს წუთ­შეს­ვე­ნე­ბის დროს. "სპერ­სი" იდე­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და პრო­ვიც­ნი­უ­ლი ჯგუ­ფია. სან ან­ტო­ნი­ო­ში თით­ქ­მის არ ჩა­დი­ან სპილ­ბერ­გე­ბი და კრუ­ზე­ბი. სან ან­ტო­ნიო კარ­გი ად­გი­ლია.

კარ­გი ად­გი­ლი სიმ­შ­ვი­დის­თ­ვის. იქ სიმ­შ­ვი­დეს სტა­ბი­ლუ­რი წნე­ვა აქვს. ძი­რი­თა­დად, 100/70. კოს­მო­ნავ­ტის წნე­ვა. იქ პარ­კერ­საც სტა­ბი­ლუ­რი წნე­ვა აქვს.

სან ან­ტო­ნი­ო­ში მშვი­დი ტო­ნი მო­და­შია.

პრო­ვინ­ცი­ამ მო­დუ­რი ბრენ­დე­ბი პირ­ვე­ლად ბევ­რი წლის წინ შე­ი­ძი­ნა. "სან ან­ტო­ნი­ომ" დრაფ­ტ­ზე აიყ­ვა­ნა დე­ვიდ რო­ბინ­სო­ნი. ად­მი­რა­ლი. მშვი­დი გე­ნი­ო­სი, რო­მელ­მაც ტი­ტა­ნუ­რი სხე­უ­ლით და ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტის ინ­ტე­ლექ­ტით გუნ­დი პე­რი­ფე­რი­ი­დან დიდ უბან­ში გა­იყ­ვა­ნა. "სპერ­სი" ჩა­დის ლოს ან­ჯე­ლეს­ში. "სპერ­სი" ცა­დის ჩი­კა­გო­ში. "სპერ­სი" ჩა­დის დეტ­რო­იტ­ში. "სპერ­სი" ამ ქა­ლა­ქებ­ში ად­რეც ჩა­დი­ო­და, მაგ­რამ მო­რი­დე­ბუ­ლი ან არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. დე­ვიდ რო­ბინ­სონ­მა შეც­ვა­ლა "სან ან­ტო­ნიო" და ად­მი­რალ­თან ერ­თად შე­იც­ვა­ლა სან ან­ტო­ნიო. პრო­ვინ­ცი­ამ გა­იც­ნო გუ­ჩი და არ­მა­ნი. პრო­ვინ­ცი­ამ ლაქ­შე­რუ­ლი მზის სათ­ვა­ლე და­ირ­ტყა და პრო­ვინ­ცია მა­ლი­ბუ­ზე ჩა­ვი­და.

დე­ვიდ რო­ბინ­სონ­მა შეც­ვა­ლა სან ან­ტო­ნიო.

დე­ვიდ რო­ბინ­სონ­მა სან ან­ტო­ნი­ოს დე­ვიდ რო­ბინ­სო­ნი აჩუ­ქა. და შემ­დეგ "სპერსს" გა­უ­მარ­თ­ლა.

დე­ვიდ­მა მო­ი­ტე­ხა ფე­ხი და მის­ტერ რო­ბინ­სო­ნის ტკი­ვი­ლით გუნ­დ­მა დრაფ­ტ­ზე მი­ი­ღო პა­ტა­რა ლაბ­რა­დო­რი. რო­მე­ლიც პი­ტე­ბის და სტა­ფე­ბის გა­ლი­ა­ში შე­აგ­დეს და ლაბ­რა­დორს ყვე­ლამ თა­ვი და­უ­ხა­რა. ლაბ­რა­დორ­მა ყვე­ლას თა­ვი გა­აც­ნო. მე ვარ დან­კა­ნი. ტიმ დან­კა­ნი.

რო­ბინ­სო­ნის მო­ტე­ხილ­მა ფეხ­მა და "სან ან­ტო­ნი­ოს" ჩაგ­დე­ბულ­მა სე­ზონ­მა სან ან­ტო­ნი­ოს მის­ტერ ტი­მი აჩუ­ქა.

დი­დი ბი­ჭი დი­დი ნი­ჭით.

იქ იყო გრეგ პო­პო­ვი­ჩი.

იქ იყო მთე­ლი ქა­ლა­ქი. იქ იყო პა­ტა­რა გე­ნე­რა­ლი, ეივე­რი ჯონ­სო­ნი წიკ­ვი­ნა ხმით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით. ბურ­თის ტა­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით. იქ იყ­ვ­ნენ შონ ელი­ო­ტი და ჯე­რომ კერ­სი. პო­პო­ვიჩ­მა და­უ­ძა­ხა ინ­გ­ლი­სურ ბულ­დოგს, მის­ტერ მა­რიო ელის და ად­მი­რა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კარ­გი გუნ­დი შე­იკ­რი­ბა. იმ გუნ­დ­მა მო­ი­გო სუ­პერ­ფი­ნა­ლი და იმ გუნ­დ­მა დრაფ­ტ­ზე კარ­გი ფრან­გი, ტო­ნი პარ­კე­რი და­ი­ნა­ხა.

ტო­ნი საფ­რან­გეთ­ში ლე­გენ­დაა. ტო­ნი საფ­რან­გეთ­ში ოქ­როს ზო­დია. ტო­ნი საფ­რან­გეთ­ში ტი­ტა­ნია. პა­ტა­რა ტი­ტა­ნი, რო­მელ­მაც საფ­რან­გეთს ვენ­სან კა­სელ­ზე ღრმა ღი­მი­ლი აჩუ­ქა და საფ­რან­გე­თი დად­ნა. საფ­რან­გე­თი მო­ეშ­ვა, გა­იხ­ს­ნა პე­რან­გ­ზე ზე­და ღი­ლი, ჩა­ეშ­ვა კომ­ფორ­ტულ სა­ვარ­ძელ­ში და საფ­რან­გე­თი დამ­შ­ვიდ­და. ტო­ნის­თან ერ­თად.

პარ­კერ­მა საფ­რან­გეთს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ა­გე­ბი­ნა. იქ, ევ­რო­ტურ­ზე არ იყ­ვ­ნენ პო გა­სო­ლი და სე­ნი­ორ ნა­ვა­რო, მაგ­რამ ელე­გან­ტუ­რი სა­დის­ტის, მის­ტერ პარ­კე­რის გა­ჩე­რე­ბა ძა­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და თუნ­დაც იდე­ა­ლუ­რი ეს­პა­ნე­თის­თ­ვის. პარ­კე­რიც იდე­ა­ლუ­რი იყო.

და შემ­დეგ "სან ან­ტო­ნი­ომ" კი­დევ ერ­თხელ მო­ი­გო ფი­ნა­ლი. კი­დევ ერ­თხელ ლებ­რონ­თან. შვი­დი წლის წინ, ტო­ნი პარ­კერ­მა "კლივ­ლენდს" ატ­კი­ნა. შარ­შან, ტო­ნის ქოლ­გის­გან ჩხვლე­ტა "მა­ი­ა­მიმ" მი­ი­ღო. ჯე­იმ­სი ორი­ვე გუნ­დის ბო­სი იყო. პარ­კერს ბო­სე­ბი არ უყ­ვარს. სე­ნი­ორ პარ­კე­რი ბო­სე­ბის მკვლე­ლია. "კლივ­ლენ­დ­თან" სე­რი­ის შემ­დეგ, პარ­კე­რი ემ­ვი­პი გახ­და. "მა­ი­ა­მის­თან" სე­რი­ა­ში ემ­ვი­პი "სან ან­ტო­ნიო" იყო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრი­ზი კა­ვაი ლე­ო­ნარდს აჩუ­ქეს. კა­ვა­იმ სე­რი­ის ბო­ლო სამ ტეს­ტ­ში ლებ­რონ­თან პერ­სო­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა არ წა­ა­გო. და ჩე­მი ემ­ვი­პი იყო დან­კა­ნი. პარ­კერ­მა ტი­მი და კა­ვაი შე­ავ­სო, გუნ­დი და­ა­ბა­ლან­სა და ტო­ნიმ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის. ტო­ნი "სან ან­ტო­ნი­ოს" სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რი გახ­და. წავ­ლენ ტი­მი და მა­ნუ და დარ­ჩე­ბი­ან ტო­ნი, კა­ვაი, და­ნი გრი­ნი, კო­რი ჯო­ზე­ფი, ტი­ა­გო სპლი­ტე­რი, მარ­კო ბე­ლი­ნე­ლი, აარონ ბე­ინ­სი და ჯეფ ეირ­სი. ალ­ბათ, მემ­ფი­სი­დან წა­მო­ვა მარკ გა­სო­ლი და ამ ბან­დის დი­რი­ჟო­რი იქ­ნე­ბა ტო­ნი. მშვი­დი, ელე­გან­ტუ­რი, აგ­რე­სი­უ­ლი სა­დის­ტი.

პარ­კერ­მა ბო­ლო ფი­ნა­ლი აგ­რე­სი­უ­ლად და ელე­გან­ტუ­რად და­ფა­რა. "სან ან­ტო­ნი­ომ" ტო­ნის ნდო­ბა აჩუ­ქა და პარ­კერ­მა ნდო­ბა და­აბ­რუ­ნა. პარ­კერ­მა სან ან­ტო­ნი­ოს აკო­ცა.

და ტო­ნი ბედ­ნი­ე­რია. ბედ­ნი­ე­რია, რომ "სან ან­ტო­ნი­ომ" კი­დევ ერ­თხელ გა­ი­ა­რა მწვა­ნე მი­ლი და დაბ­რუნ­და სა­კუ­თარ რან­ჩო­ზე.

ბედ­ნი­ე­რია, რომ სან ან­ტო­ნიო ბედ­ნი­ე­რია.

ბედ­ნი­ე­რია, რომ საფ­რან­გე­თი სან ან­ტო­ნი­ოს ძმა­კა­ცად მი­იჩ­ნევს. ძმა­კა­ცად, რო­მე­ლიც არ სა­უბ­რობს ფრან­გუ­ლად და რო­მე­ლიც სა­უბ­რობს პარ­კე­რუ­ლად. სან ან­ტო­ნიო ფრან­გულს ის­წავ­ლის. პარ­კერ­მა ხომ ის­წავ­ლა ჯე­ი­სონ კი­დის და ჩონ­სი ბი­ლაფ­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­ში.

ტო­ნის ახ­სოვს ად­მი­რა­ლი და ის, ერ­თი შე­ნიშ­ვ­ნა.

"ნიუ ჯერ­სის­თან" სე­რი­ის დროს პარ­კერ­მა და­კარ­გა კი­დი. ერ­თხელ და­კარ­გა და კიდ­მა ჩა­აგ­დო. კი­დევ ერ­თხელ და­კარ­გა და კიდ­მა მე­ო­რედ ჩა­აგ­დო. რო­დე­საც მის­ტერ კიდ­მა უყუ­რადღე­ბო ტო­ნის მე­სა­მედ აწყე­ნი­ნა, პო­პო­ვიჩ­მა აიღო წუთ­შეს­ვე­ნე­ბა. და ტო­ნის დე­ვიდ რო­ბინ­სო­ნი და­ე­ლა­პა­რა­კა. "მო­დი აზ­რ­ზე, ან და­ის­ვე­ნე! მო­დი აზ­რ­ზე! მო­ინ­დო­მე." და შემ­დეგ, ოდ­ნავ რბი­ლი, მზრუნ­ვე­ლი მა­მი­კოს ტო­ნით, ად­მი­რალ­მა პარ­კერს უთხ­რა: "ჩვენ შე­ნი გვჯე­რა, შენ ჩვე­ნი დი­დი ნა­წი­ლი ხარ და მი­დი, შე­ნი საქ­მე გა­ა­კე­თე."

პარ­კერ­მა კიდს ვერ გა­და­უ­ჯოკ­რა. კი­დი ტო­ნის კლავ­და, მაგ­რამ რო­ბინ­სო­ნის შე­ნიშ­ვ­ნის შემ­დეგ, "სან ან­ტო­ნიო" ტო­ნის­გან მეტ ბო­ნუსს იღებ­და. პარ­კე­რის მა­რაო გა­ი­შა­ლა და "სპერ­ს­მა" მი­ი­ღო იდე­ა­ლუ­რი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ტი­მის­თ­ვის. არაკ­ლა­სი­კუ­რი გამ­თა­მა­შე­ბე­ლი. პარ­კე­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და ძა­ლი­ან კარგ კომ­ბი­ნი­რე­ბულ პირ­ველ ნომ­რად, რო­მე­ლიც უპ­რობ­ლე­მოდ დგე­ბო­და მსრო­ლე­ლად და ასა­ღებს იღებ­და. ტო­ნი, ტი­მი და მა­ნუ ხუთ­ჯერ გა­დი­ან ბო­ლო დო­ნე­ზე. ოთხ­ჯერ სან ან­ტო­ნი­ო­ში იყო ვუდ­ს­ტო­კი. და ტო­ნიმ, მა­ნუმ, ტი­მიმ და გრეგ­მა გა­და­ფა­რეს ქრი­დენ­სე­ბი, ჯოპ­ლი­ნი, კო­კე­რი. სან ან­ტო­ნი­ო­ში დღე­საც ვუდ­ს­ტო­კია. იქ ყვე­ლა­ფე­რი მო­სუ­ლა.

ზი­ხარ ელეს­დე­ზე. ეს ელეს­დე "სპერ­სია".

იღებ ექ­ს­ტა­ზის. ეს ექ­ს­ტა­ზი არ­გენ­ტი­ნელ ჯა­დო­ქარს მო­აქვს.

ეწე­ვი მა­რი­ხუ­ა­ნას. ცო­ტა გაც­ვე­თი­ლი მო­სა­წე­ვი ცო­ტა გაც­ვე­თი­ლი მეტ ბო­ნე­რია.

ტიმ დან­კანს ვერ მო­წევ. ტი­მი მილ­ქ­შე­ი­ქია. ყო­ველ­თ­ვის გემ­რი­ე­ლი და არო­მა­ტუ­ლი.

და გრეგ პო­პო­ვი­ჩი კუ­ბუ­რი სი­გა­რაა.

ტო­ნი პარ­კერ­მა ერ­თხელ მი­ი­ღო შე­ნიშ­ვ­ნა ად­მი­რა­ლის­გან და ტო­ნის ეს ახ­სოვს. და ტო­ნი პარ­კერ­მა "სან ან­ტო­ნი­ოს" ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ტო­ვა. და სან ან­ტო­ნიო ამას ხე­დავს. მთე­ლი გუნ­დი, მთე­ლი ქა­ლა­ქი. სან ან­ტო­ნი­ომ ტო­ნის კოც­ნა და­უბ­რუ­ნა.

პარ­კე­რი სტა­ტის­ტი­კა­ზე მე­ტია. და პარ­კე­რის სტა­ტის­ტი­კა მა­ინც გკლავს. ამ სტა­ტის­ტი­კას მა­ინც მო­აქვს. ამ სტა­ტის­ტი­კა­ში ელე­გან­ტუ­რი იმ­პ­რო­ვი­ზა­ტო­რის ხელ­წე­რაა.

რე­გუ­ლა­რულ­ში აღე­ბუ­ლი 16 270 (17.1) ქუ­ლა, 5 703 (6.0) პა­სი. და ტო­ნი ჯერ არ მი­დის. ტო­ნი ჯერ "სპერ­სის" კო­ტეჯ­ში ის­ვე­ნებს და სტა­ტის­ტი­კა მო­დის, პარ­კე­რის ქვევ­რ­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა. მის­ტერ პარ­კე­რი მშვი­დად ავა 20 000 ქუ­ლა­ზე. ტო­ნი პარ­კე­რი მშვი­დად ავა 7 000 პას­ზე. "სან ან­ტო­ნი­ოს" ბი­ჭი შე­ვა დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში და ტო­ნიმ ეს და­იმ­სა­ხუ­რა.

ლებ­რო­ნე­ბი, ბრა­ი­ან­ტე­ბი, დი­უ­რა­ნე­ბი პერ­სო­ნა­ლუ­რად აგ­ვა­რე­ბენ და ქმნი­ან პრობ­ლე­მებს. ტო­ნი "სან ან­ტო­ნი­ო­ში" პრობ­ლე­მებს არ ქმნის. პარ­კე­რი იქ პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებს.

ამ სე­ზონ­ში ტო­ნი ჯერ ის­ვე­ნებს. "სან ან­ტო­ნი­ოც".

გუნ­დი აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი კვი­რი­დან გა­და­იტ­ვირ­თე­ბა და და­იწყე­ბა გრა­ინ­დი. ჩეხ­ვა. სა­დაც "სან ან­ტო­ნი­ომ" ბევრ ჭრი­ლო­ბას უნ­და გა­უძ­ლოს და "სპერ­სი" ფა­ვო­რი­ტია.

ყვე­ლაფ­რის. "სან ან­ტო­ნიო" ფა­ვო­რი­ტე­ბის ფა­ვო­რი­ტია. და გუნ­დი სა­კუ­თა­რი კა­ლათ­ბურ­თით მაგ­რად კა­ი­ფობს.

პარ­კე­რიც.

პა­პი­როსს დი­დი ხა­ნია, აღარ ვე­წე­ვი. ფილ­ტ­ვე­ბის დალ­პო­ბის პრო­ცე­სი "და­ვი­დო­ვით" დავ­ხუ­რე. და დღემ­დე მახ­სოვს იმ ბო­ლო პა­პი­რო­სის არო­მა­ტი, გე­მო, კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" მო­წე­უ­ლი ის ერ­თი სი­გა­რე­ტი.

პარ­კე­რი "და­ვი­დო­ვია". ტო­ნი მახ­სოვს, ტო­ნი მიყ­ვარს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სტამ­ბოლ­ში, "სან ან­ტო­ნი­ოს" ღია ვარ­ჯიშ­ზე ტო­ნის წა­ვე­ჭო­რა­ვე. უშუ­ა­ლო, მშვიდ და ელე­გან­ტურ ტო­ნის.

პარ­კე­რი "და­ვი­დო­ვია".

zura talakvadze