რეგულარულის 10 ისტორია
28 ნოემბერი, 2014
794
print

ზურა თალაკვაძე

NBA-რეგულარულის ბოლო ათი ჰაილაითი. ერთად გავიაროთ. მაგარი საინტერესოა.

  1. სტივენ კარი „გოლდენ სტეიტში" დონია. „მაიამისთან" პატარა კაცმა 11 სამიანიდან 8 ათიანში გაუშვა და 40 ქულა დაირტყა. კარიმ 7 პასიც გაშანსა. და „გოლდენ სტეიტმა" ფლორიდას 114:97 აწყენინა. კარიმ კარიერაში მეშვიდედ დახურა ტესტი 8 ზუსტი სამიანით , რაც ლიგის ისტორიაში მესამე შედეგია (დენის სკოტთან ერთად). პირველზე ზის ჯეი არ სმიტი (10) და მეორეზე - რეი ალენი (9). კარიმ მეექვსედ დასვა ერთ თამაშში (მინიმუმ) 8 ზუსტი სამიანი და 7 პასი. აქ ბიჭი ყველა დროის რეკორდსმენია - მეორეზე, 2-2 იდენტური გასაუბრებით ჩამოჯდნენ ნიკი ვან ექსელი და ენტუან უოკერი. მაგარი დრო იყო. კარიც ძალიან მაგარია. და „გოლდენ სტეიტი" რეალურად გკლავს.
  2. ჯეფ ტიგი „ატლანტაში" პრობლემებს აგვარებს. იშვიათად - ქმნის და ძირითადად, აგვარებს. „ვაშინგტონთან" ტიგმა ზედიზედ მეორედ აიღო 28 ქულა და „ატლანტამ" 106:102 დასვა. ვაშინგტონში. ტიგმა პირველად აკრიფა ზედიზედ 28 ქულა ორ თამაშში. „ატლანატში" იგივე თემა იყო ჯოშ სმიტის დროს - 2012, მარტი. „ატლანტამ" ბოლო მეოთხედში 38 ქულა დააგროვა (12 მაიკ სკოტმა წამოიღო, 9 - მისტერ ტიგმა). „ვაშინგტონმა" - 35. ამ რეგულარულში ეს მეორე ყველაზე შედეგიანი მეოთხედი იყო. უფრო მეტი ქულა, 76, შეკრეს „დალასმა" და „მინესოტამ", 15 ნოემბერს. ორივე გუნდმა 38-38 ქულა დასვა. ბოლო თამაში, რომელშიც „ატლანტამ" მოიგო და ორივე გუნდმა მეოთხედში მინიმუმ 73 ქულა აკრიფა, 9 წლის წინ წამოვიდა. 2005, 7 თებერვალი - „ატლანტამ" „ლეიკერსთან" 35 ქულა (ტონი დელკი - 13) დაიტოვა, კობი ბრაიანტის ბენდმა - 39 (ტიერ ბრაუნის - 13, ჩაკი ეტკინსის - 12). ბრაუნმა თავის კარიერაში მხოლოდ 134 რეგულარული ტესტი მიიღო და ის იყო ერთადერთი, რომელშიც ტიპმა 20 (ან მეტი) ქულა აკრიფა. „ატლატასთან" ბრაუნი 27 ქულას იღებს. ბრავო, წამოიღო.
  3. „საკრამენტო" უმატებს. და „საკრამენტო" ფლეი ოფის ზონაშია. კალიფორნიულმა ბანდამ დემარკუს კაზენსისგან 22 ქულა მიიღო. ომრი კასპისგან - იდენტური ბონუსი. და გუნდი უგებს „ნიუ ორლეანს" ნიუ ორლეანში 99:89. „საკრამენტომ" ზედიზედ მესამე თამაში მინიმუმ 10 ქულით მოიგო (103:88 „ჩიკაგოსთან", 113:101 „მინესოტასთან"). 2007-08 წლების რეგულარულიდან, „კინგზმა" მხოლოდ მეორედ აარტყა ლიგას სამი +10 თამაშით. ოთხი წლის წინ, ნოემბერში „საკრამენტო" უგებს „ნიუ იორკს" 111:97, „ნეთსს" 109:96 და „ჰორნეთსს" 112:96. ეს „საკრამენტო" ძალიან კარგი გუნდია. რეალური ლიდერით (კაზენსი) და პერსპექტივით. დრო იცვლება. და კაზენსმა ზედიზედ მეექვსედ აიღო მინიმუმ 22 ქულა. მეორედ თავის კარიერაში. ორი წლის წინ, მარტში დემარკუსმა ასევე 6 ტესტში დასვა 20 და მეტი ქულა. კაზენსის სერიამდე იგივე გააკეთა კევინ მარტინმა (2008, მარტი-აპრილი, 8 თამაში). დემარკუსი ანტონიო დევისთან ერთად, ლიგის საუკეთესო მაღალი ტიპია. ეს ორი და არა დუაიტ ჰოვარდი. მისტერ ჰოვარდი უკვე ისტორიაა. კაზენსი მომავალია. მისტერ დევისიც.
  4. იანის ანტეტოკუმპო „მილუოკის" ნიკოლას ბატუმია. იდეაში, უფრო კარგი ბატუმი, ვიდრე - ორიგინალი. უფრო მოქნილი ბატუმი. და „დეტროიტთან" მოგებულ თამაშში ბერძენმა სპაიდერმენმა თამაშიდან 13-ში 1 სროლა გამოიყენა. ხდება ხოლმე. ბოლო ოთხ სეზონში მხოლოდ ერთხელ მოიგო გუნდმა ტესტი, რომელშიც მისმა მოთამაშემ მინიმუმ 12 სროლა ვერ გამოიყენა და მაქსიმუმ (!) 2 ქულა წამოიღო. „მაქსიმუმ" ხომ კარგია? 2012, 12 აპრილი - „ჩიკაგო" უგებს „მაიამის" და დერიკ როუზმა ის პრივატული ცეკვა 13/1 მასტერკლასით და 2 ქულით დაამთავრა. როუზმა ვერ იცეკვა. და ანტეტოკუმპომ მანამდე, 22 ნოემბერს „ვაშინგტონთან" 20 ქულა აჩუქა „მილუოკის". ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 20 ქულის შემდეგ, მეორე ტესტში თამაშიდან სროლების 8 (ან ნაკლები) პროცენტი გამოიყენა, იყო მისტერ კობი ბრაიანტი. 12 ნოემბერს - 33 ქულა. 14 ნოემბერს - 14-ში 1 ზუსტი სროლა. იცით ვისთან ვერ გაადავა? „სან ანტონიოსთან". დანკანთან თამაში რთული თემაა. კობისთვის პრინციპული და მაგარი რთული. კობი და ტიმი თემაა.
  5. ჯიმი ბატლერი საკაიფოდ თამაშობს. უკვე საკაიფოდ და სტაბილურად. არასტაბილურ „ჩიკაგოში" ბატლერი მაჩეტეა. და „დენვერთან" წაგებულ ტესტში ბიჭმა 20 საჯარიმოდან 18 გამოიყენა. ბატლერი კარგი იარაღია. ბატლერი „ბულზის" ისტორიაში მეხუთე მოთამაშეა, რომელმაც ერთ ტესტში მინიმუმ 18 საჯარიმო გამოიყენა. მანამდე იყვნენ მაიკლ ჯორდანი (13 იდენტური თამაში), არტის გილმორი (1977, 18 მარტი), ბენ გორდონი (2006, 11 პარილი) და დერიკ როუზი (2011, 11 მარტი). ისტორია მეორდება. მისტერ ბატლერი ამ რეგულარულში საშუალოდ 21.6 ქულას, 6.1 მოხსნას, 3.2 პასს და აგრესიულ, აკურატულ დაცვას აგროვებს. და გუნდი იგებს. ბატლერიც იგებს. ბრავო. მისტერ ბატლერი ამ გუნდის მომავალია.
  6. ჯეიმს ჰარდენი მონსტრია. ჯეიმს ჰარდენი ტერორისტია. ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონში" დუაიტ ჰოვარდზე სანდო ტიპია. და ჰარდენმა შარშან, „ნიქსთან" ორ თამაშში 36 და 37 ქულა დასვა. ისტორია მეორდება. ამ რეგულარულის პირველ ტესტში „ნიქსთან" ჯეიმსი 36 ქულას იღებს. ბიჭი არარეალურად სტაბილური იყო და „ნიქსმა" მოიწყინა. მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ჰარდენი პირველი მოთამაშეა, რომელმაც „ნიქსს" ზედიზედ სამ პრივატში 35 ან მეტი ქულა ხია. ჯეიმსი ამ რეგულარულში - 25.2 ქულა, 6.6 შედეგიანი გადაცემა და 6.4 მოხსნა. მოაქვს. და „როკეტსი" ჰოვარდის გარეშე იგებს. და „როკეტსის" ბოსი არის ჯეიმს ჰარდენი.
  7. „კლიპერსი" არასტაბილური პროექტია. „კლიპერსი" კრის პოლის პერსონალური პროდუქტია. და „კლიპერსში" მისტერ პოლს ხანდახან ბლეიქ გრიფინიც ეხმარება. „ჰორნეთსთან" გრიფინმა 22 ქულა და 16 მოხსნა დასვა. კრის პოლმა - 22 ქულა და 15 პასი. ბოლო ოთხ სეზონში მხოლოდ ერთხელ დაამთავრეს თანაგუნდელებმა კონკრეტული თამაში 20/15-ის ორმაგი კომბინაციით. 2014, იანვარი - „ლეიკერსმა" ეს კომბინაცია პო გასოლისგან და კენდალ მარშალისგან მიიღო. ეს უკვე ისტორიაა. და პოლი „კლიპერსის" მომავალი, ყველაზე რეალური პერსონაა. ალბათ, იდეაში, მისტერ გრიფინმაც უნდა მოუმატოს. ან „კლიპერსის" პროგრესი გაჩერდება. „კლიპერსიც" გაჩერდება. დასავლეთში სტაბილურად სტაბილური უნდა იყო. ან დაიკარგები.
  8. „პორტლენდმა" ცუდი სერია დაამთავრა. „ფილადელფიასთან" გარჩევამდე, „ტრეილ ბლეიზერსს" წაგებული ჰქონდა ბოლო 134 რეგულარული ტესტი, რომელშიც მისი ოპონენტის სამი და მეტი ტიპი 20 და მეტ ქულას აგროვებდა. ეს სერია ორი წლის წინ, 12 აპრილს დაიწყო. და ცუდი სერია ცუდ „ფილადელფიასთან" დაიხურა. მაიკლ კარტერ-უილიამსმა (24 ქულა), ჰენრი სიმსმა (22) და ტონი ვროტენმა (20) „ფილადელფია" ვერ დაასეივეს. „პორტლენდმა" ტესტი 114:104 აიღო. ლამარკუს ოლდრიჯმა „სიქსერზს" 33 ქულა დაუტოვა. 11 მოხსნასთან ერთად. ბოლო ხუთ რეგულარულში ეს „პორტლენდის" მოთამაშის ოცდამეშვიდე (27) 30-ქულიანი და 10-მოხსნიანი ტესტი იყო. ოცდაშვიდჯერ (27) ლამარკუსმა იცელქა. კარგი ბიჭი.
  9. „კლივლენდმა" ოთხტესტიანი წარუმატებელი სერია „ორლანდოსთან" დახურა. 106:74 და „კლივლენდი" სუსტ „მეჯიქთან" ჯადოსნური იყო. პირველ მეოთხედს „კლივლენდი" 26:16 იგებს და ლებრონ ჯეიმსმა 16 ქულა შეაგროვა. მეთერთმეტედ ჯეიმსის კარიერაში ბიჭმა პირველ მეოთხედში გაასეკა და გადაჯოკრა ქულებით მეორე გუნდის ჯამი. ათჯერ ის თამაში ჯეიმსის გუნდმა მოიგო. ლებრონიც მაგარი ცელქი ტიპია. და ლებრონი ჯერ არ თამაშობს, ერთობა. მალე დაიწყებს. ლებრონი მოდის. და ლიგა აფეთქებას ელოდება.

10.  იონას ვალანჩუნასი უმატებს. და „ტორონტოს" ლიტველი კომბაინი ძალიან კარგია. „ფინიქსთან" ვალანჩუნასმა 27 ქულა და 11 მოხსნა აიღო. და „რეპტორზმა" მოიგო ის თამაში 104:100. მხოლოდ მეორედ ლიტველის კარიერაში (რეგულარულის 156 ტესტი) იყო ვალანჩუნასი ორივე გუნდში საუკეთესო მოხსნებით და ქულებით. მანამდე, შარშან იონასმა 23 ქულა და 9 მოხსნა „მემფისთან" დასვა. კარგი ბიჭი. აქ თითქმის ყველა კარგი ბიჭია. „ტორონტო" ჯერ აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდია. ჯერ.

 

zura talakvadze