ის, რაც იყო
28 ნოემბერი, 2014
1215
print

ნი­ნა ახ­ლო­­რი 

ბო­ლო დროს მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი მო­და­ში რეტ­როს კვლავ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან ხში­რად წე­რენ და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან პო­დი­უ­მე­ბი სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის სტი­ლის სა­მოს­მა და­იპყ­რო. თუმ­ცა, მათ­თ­ვის, ვი­საც ჯერ ოც­და­ა­თის­თ­ვის ჯერ არ გა­და­უ­ბი­ჯე­ბია, სა­მო­ცი­ა­ნე­ბის ტრენ­დი უცხოა და შე­სა­ბა­მი­სად, რეტ­როს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში კი არ გვაბ­რუ­ნებს, არა­მედ შენ­თ­ვის უც­ნობ წლებ­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს. ამ ფუნ­ქ­ცი­ის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა კი უფ­რო ოთხ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის ტრენდს შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე "ახალ­გაზ­რ­და" რეტ­როდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს ათ­წ­ლე­უ­ლი ბო­ლო ხა­ნებ­ში უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, ძი­რი­თა­დად, მოკ­ლე ზე­და­ტა­ნე­ბის და გრა­ფი­კუ­ლი პრინ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით. ამ­ჯე­რად იმის თქმა, რომ ამ სე­ზონ­ზე ოთხ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის მო­და გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია, შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, არის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ოც­და­ხუ­თი-ოც­და­ა­თი წლის ხალხს ახ­ლო წარ­სულ­ში და­აბ­რუ­ნებს.

 რო­დე­საც გარ­დე­რობ­ში ზამ­თ­რის სა­მო­სის ნელ­ნე­ლა დაბ­რუ­ნე­ბა და­ვიწყე, თვალ­ში Calvin Klein-ის თით­ქ­მის უხ­მა­რი, გა­ბე­რი­ლი ქურ­თუ­კი მომ­ხ­ვ­და, ე.წ. "პუ­ხო­ვი­კი", რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მა­ჩუ­ქეს, თუმ­ცა მი­სი არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მახ­სენ­და, ისიც მა­შინ, რო­დე­საც მე­გობ­რებ­მა ზამ­თ­რის კუ­რორ­ტ­ზე წას­ვ­ლის იდეა შე­მომ­თა­ვა­ზეს. გუ­ლახ­დი­ლი რომ ვი­ყო, "პუ­ხო­ვი­კი"-ს დი­დი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ - ოთხ­მოც­და­ა­თა­ნე­ბის ბო­ლოს ჩემს სკო­ლა­ში ერ­თი ასე­თი ქურ­თუ­კი თით­ქ­მის ყვე­ლას ჰქონ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ ფე­რებ­ში იყო და რთუ­ლად და­სა­ჯე­რე­ბელს ხდი­და ფაქტს, რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი ეპო­ქა წარ­სულს ჩა­ბარ­და და ყვე­ლას შე­ეძ­ლო, რა­ღაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეტა­რე­ბი­ნა.

 ალ­ბათ ათ წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ამ ქურ­თუკ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა და­კარ­გა და სრუ­ლი­ად გა­უ­ჩი­ნარ­და ჩვე­ნი გარ­დე­რო­ბი­დან. მას მარ­თ­ლაც მხო­ლოდ ზამ­თ­რის კუ­რორ­ტებ­ზე იც­ვამ­დ­ნენ, თუმ­ცა წელს "პუ­ხო­ვი­კი"-ს ჩა­საც­მე­ლად თოვ­ლი­სა და თხი­ლა­მუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ამ ზამ­თარ­ში ის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რაც არა მხო­ლოდ Tommy Hilfiger-ისა და Topshop Unique-ის მსგავ­სი ბრენ­დე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გა­ბე­რი­ლი ქურ­თუ­კე­ბი იმ სახ­ლე­ბის სა­ზამ­თ­რო კო­ლექ­ცი­ებ­ში ვნა­ხეთ, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვე­ლო­დით - Rick Owens-თან, Peter Pilotto-სთან, Chanel-თან, Chloe-სთან, Thakoon-თან, Kenzo-სთან, Ceremony-სთან, Yohji Yamamoto-სთან.

 და მა­ინც, ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რაც Puffer Coat-თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ის არის, რომ ის უსა­ხუ­რი სა­მო­სი­დან რა­ღაც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­ში ტრან­ს­ფორ­მირ­და. უბ­რა­ლოდ რომ ვთქვათ, გა­ბე­რილ­მა ქურ­თუ­კებ­მა და პალ­ტო­ებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი შე­ი­ძი­ნა. მა­გა­ლი­თად, გრა­ფი­ტის პრინ­ტით გა­ფორ­მე­ბუ­ლი Yohji Yamamoto-ს უზარ­მა­ზა­რი და გრძე­ლი Puffer Coat შე­იძ­ლე­ბა ასო­ცირ­დე­ბო­დეს ნე­ბის­მი­ერ სტილ­თან, გარ­და ორ­დი­ნა­რუ­ლი­სა. Chloe-სთან ასე­თი პალ­ტო იმ­დე­ნად ელე­გან­ტუ­რი და ჰა­ე­რო­ვა­ნი ჩანს, რომ მხო­ლოდ დახ­ვე­წილ ნივ­თებს შე­იძ­ლე­ბა შე­ვუ­ხა­მოთ, აი, თხი­ლა­მუ­რე­ბი კი სა­ერ­თოდ არ მოგ­ვი­ვა აზ­რად. Sacai-სთან ეს ტრენ­დი კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა, აქ დი­ზა­ი­ნერ­მა შა­ლის პალ­ტო­სა და "პუ­ხო­ვი­კი"-ს ჰიბ­რი­დის შექ­მ­ნა წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა. ძი­რი­თა­დად კი, პო­დი­უ­მი და­ლი­ან­და­გე­ბულ-მა Puffer Coat-მა და­იპყ­რო.

 მათ, ვინც არ არის წი­ნა­აღ­მ­დე­გი, ოცი­ო­დე წლით უკან "დაბ­რუნ­დეს", თუმ­ცა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრენ­დი გულ­ზე მა­ინ­ც­და­მა­ინც არ ეხა­ტე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, Chanel-ის ზო­ლი­ა­ნი "ლე­გინ­სე­ბი" უნ­და ნა­ხოს. Emanuel Ungaro-ს ზედ­მე­ტად დი­დი ზო­მის კოს­ტი­უ­მი კი უკ­ვე არა ოთხ­მოც­და­ა­თი­ა­ნებ­ში, არა­მედ ოთხ­მო­ცი­ა­ნებ­ში დაგ­ვაბ­რუ­ნებს, რო­დე­საც Bon Jovi-ს მუ­სი­კა უკ­ვე თან­და­თა­ნო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და.

 რეტ­როს თავ­ყა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი ზამ­თარ­ში სა­მო­ცი­ა­ნე­ბის გავ­ლე­ნას მა­ინც ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან. ისე­თი ცნო­ბი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა Saint Laurent, Gucci, Iceberg, Valentino, Dsquared2, Miu Miu, Louis Vuitton, ეს ტრენ­დი ზედ­მე­ტად ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლია იმის­თ­ვის, რომ თვა­ლი ავა­რი­დოთ. აქ­ტუ­ა­ლუ­რი არა მხო­ლოდ სა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტე­ბია - mod სი­ლუ­ე­ტი, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მა მოკ­ლე კა­ბებ­თან, ბეწ­ვი და ლე­ო­პარ­დის პრინ­ტი. აქ­ტუ­ა­ლუ­რი იმ პე­რი­ო­დის ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა და cat-eyes მა­კი­ა­ჟიც გახ­და. თუმ­ცა, ეს ტენ­დენ­ცია იმ­დე­ნად გავ­ლე­ნი­ა­ნია, მას­ზე სა­სა­უბ­როდ ცალ­კე წე­რი­ლის და­წე­რა იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო.

 სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სა­მოს­ში რეტ­როს ტრენ­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­ბა­ნუ­ლი გა­რე­მოს გავ­ლე­ნით, ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რია. სხვაგ­ვა­რად ამ სა­მო­სის ტა­რე­ბა, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლიც იქ­ნე­ბო­და და მხო­ლოდ ეპა­ტა­ჟის მოყ­ვა­რუ­ლებს და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და. რეტ­რო­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით მოხ­და Cartier -ს ახალ პარ­ფი­უ­მე­რულ ქმნი­ლე­ბა­ში La Panthere. მა­ტილდ ლო­რან­მა ბრენ­დის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სურ­ნელს, რო­მე­ლიც 1986 წელს შე­იქ­მ­ნა, ახა­ლი სუ­ლი ჩა­ბე­რა. არ მქო­ნია ვინ­ტაჟ­თან გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ ის ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ახა­ლი ვერ­სი­ის­გან, არა მხო­ლოდ სხვა შე­მად­გენ­ლო­ბის, არა­მედ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­მოც - ლო­რა­ნის "პან­ტე­რა" ყვა­ვი­ლო­ვა­ნი შიპ­რია. ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე შიპ­რი - მას ბო­ლო წლებ­ში შექ­მ­ნი­ლი არო­მა­ტე­ბის­გან ად­ვი­ლად გა­მო­ვარ­ჩევთ. არის მას­ში რა­ღაც, რაც სურ­ნე­ლის გარ­შე­მო ოდ­ნავ რეტ­რო აურას ქმნის - ეს, რა თქმა უნ­და, ტყა­ვის და მუ­ხის ხავ­სის ნო­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თუმ­ცა, La Panthere პირ­ვე­ლი­ვე სუნ­თ­ქ­ვა­ზე ისე­თი პო­ზი­ტი­უ­რი ნო­ტე­ბით იხ­ს­ნე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა მარ­წყ­ვი, გამ­ხ­მა­რი ხი­ლი და გარ­დე­ნია. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ბო­ლომ­დე დო­მი­ნან­ტუ­რი რჩე­ბა და მუშკს უჩ­ვე­უ­ლო სით­ბოს აძ­ლევს. არო­მა­ტი არ ამარ­თ­ლებს სა­ხელს და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას - არ იწ­ვევს მტა­ცებ­ლის და მი­თუ­მე­ტეს, პან­ტე­რას ასო­ცი­ა­ცი­ას. ეს დახ­ვე­წი­ლი შიპ­რია, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ხმო­ვა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, იმ ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბის ყუ­რადღე­ბას მი­იპყ­რობს, რომ­ლე­ბიც ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სის­თ­ვის შე­სა­ფე­რი არო­მა­ტის შერ­ჩე­ვას გა­დაწყ­ვე­ტენ. "ელე­გან­ტუ­რი" კი დღეს, რო­გორც უკ­ვე გა­ირ­კ­ვა, შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ფარ­თო ცნე­ბა იყოს. ამის­თ­ვის, ვფიქ­რობ, Chloe-ს ღია ჩა­ლის­ფე­რი Puffer Coat-ის გახ­სე­ნე­ბაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

ნინა ახლოური