პაჩ­კა-პაჩ­კა დო­ლა­რე­ბი ცვი­ო­და…
28 ნოემბერი, 2014
2342
print

რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ ხუმ­რო­ბით და ნა­წი­ლობ­რივ კი სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბი­თა და სი­ა­მა­ყით, თა­ვი­სი­ვე მო­გო­ნილ ლე­გენ­დას ყვე­ბოდ­ნენ, რომ­ლის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც ღმერ­თი მი­წებს ანა­წი­ლებ­და, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, ქე­ი­ფოდ­ნენ და გა­ნა­წი­ლე­ბას არ ეს­წ­რე­ბოდ­ნენ; მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნა­ქე­ი­ფარ­ზე, რო­დე­საც გა­ახ­სენ­დათ და ღმერთს მი­ა­კითხეს, ღმერ­თ­მა უთხ­რა - ამ­დე­ნი ხა­ნი სად იყა­ვით, ახ­ლა რა გი­ყო­თო? მე­რე კი, თა­ვის­თ­ვის შე­მო­ნა­ხუ­ლი, სულ პა­ტა­რა, მაგ­რამ სა­მოთხის ტოლ­ფა­სი მი­წა უბო­ძა და მას სა­ქარ­თ­ვე­ლო ეწო­და… - სულ მე­ცი­ნე­ბო­და. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე ასეთ მომ­გე­ბი­ან ლე­გენ­დას მარ­ტო ქარ­თ­ვე­ლე­ბი თუ მო­ვი­გო­ნებ­დით.

რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღმერ­თ­თან გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლო­ვე­ზე, ღმერ­თის წილ­ხ­ვედ­რო­ბა­ზე, გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე, ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზულ და ზოგ­ჯერ კი იუმო­რით, მაგ­რამ მა­ინც, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში, იმე­დი­ან სა­უბ­რებს ვის­მენ­დი, ყო­ველ­თ­ვის მე­ღი­მე­ბო­და… “მე­ო­რედ მოს­ვ­ლი­სას, მარ­ტო ღმერ­თის წილ­ხ­ვედ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა!” - მარ­ტო ქარ­თ­ვე­ლებს შეგ­ვეძ­ლო ასე­თი და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ვერ­სი­ის მო­გო­ნე­ბა.

ახ­ლა კი, და­ვაკ­ვირ­დი, რომ ამ­გ­ვა­რი ლე­გენ­დე­ბის, თე­ო­რი­ე­ბის მოს­მე­ნი­სას, სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად მე­ცი­ნე­ბა. მგო­ნი, ეს ჩვე­ნი პა­ტა­რა, ულა­მა­ზე­სი, კო­ლო­რი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა, თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი, ცო­ტა გი­ჟი, ცო­ტა შფო­თი, მაგ­რამ მა­ინც არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი, ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხით, ღმეთს, მარ­თ­ლაც, რა­ღაც გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს და ხში­რად ინ­დობს, საფ­რ­თხის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი თით­ქოს აფ­რ­თხი­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ღვთი­ურ ნი­შანს აძ­ლევს.

ეგე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო მარ­თ­ლაც რომ ღმერ­თის წილ­ხ­ვედ­რი, პა­ტა­რა სა­მოთხეა და ჩვენ კი ამას ბო­ლომ­დე, უბ­რა­ლოდ, ვე­რა და ვერ ვი­ჯე­რებთ, ვერ ვი­აზ­რებთ?

აბა, მე­ტი რი­თი შე­იძ­ლე­ბა აიხ­ს­ნას ის ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნობ­მა მო­ა­რულ­მა გა­მოთ­ქ­მამ - “ფუ­ლი ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებ­სო” - სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­გა­ლით­ზე სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­და და ჩვენ თვალ­წინ, აგერ, ახ­ლა, ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, უმ­ცი­რეს ნა­წი­ლე­ბად და­იმ­ს­ხ­ვ­რა, გა­ცამ­ტ­ვერ­და?

მარ­ტი­ვი ლო­გი­კის მი­ხედ­ვით, გა­მო­დის, რომ თუ ფუ­ლი ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს და ფულ­ზე მი­ყი­დულ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი ასე დაბ­ნელ­და, ასე სა­გან­გა­შოდ, შე­მა­ში­ნებ­ლად ბნე­ლა… ესე­ი­გი, სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­მოთხეა. ვინ­მეს რო­დის­მე გა­გი­გი­ათ, რომ სა­მოთხეს ფუ­ლი ანა­თებ­დეს? აი, ჯო­ჯო­ხეთს - კი ბა­ტო­ნო!..

რა­ტომ­ღაც მგო­ნია, არ მეშ­ლე­ბა თუ ვიტყ­ვი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთე­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად, აი ახ­ლა, ჩვენ დღე­ებ­ში, ჩვენ­სო­ბას, სა­ქარ­თ­ვე­ლო ფულს მი­ე­ყი­და, ფულს და­ე­მო­ნა, ფუ­ლის კერ­პ­თაყ­ვა­ნის­ცე­მას მი­ე­ცა და ამი­ტო­მაც ჩვენ გარ­შე­მო ასე დაბ­ნელ­და. მთე­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მტერს არა­ერ­თხელ და­უპყ­რია. ბრძო­ლა­ში ბევ­რ­ჯერ დავ­მარ­ცხე­ბულ­ვართ. მარ­ცხიც გვი­გე­მია და სის­ხ­ლის მდი­ნა­რე­ე­ბიც გვი­ნა­ხავს. სას­ტიკ დამ­პყ­რო­ბელს მრა­ვალ­ჯერ დავ­მორ­ჩი­ლე­ბი­ვართ. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ იდე­ო­ლო­გი­ას დავ­მო­ნე­ბი­ვართ. სი­ცოცხ­ლის, არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, თვით­გა­დარ­ჩე­ნის, ან უბ­რა­ლოდ, კე­თილ­დღე­ო­ბის, უსა­ფუძ­ვ­ლო ამ­ბი­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით, თუნ­დაც უპა­ტი­ე­ბელ კომ­რო­მი­სებ­ზე უამ­რავ­ჯერ წავ­სულ­ვართ. კონ­ფორ­მის­ტე­ბიც ვყო­ფილ­ვართ, ლაჩ­რე­ბიც და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბიც. მო­ღა­ლა­ტე­ე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ უხ­ვად გვყო­ლია ის­ტო­რი­ა­ში და ამ სიტყ­ვის სი­ახ­ლის მი­უ­ხე­და­ვად - კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტე­ბიც. მხდა­ლე­ბიც ვყო­ფილ­ვართ და ყალ­ბე­ბიც, მა­ა­მებ­ლე­ბიც და მლიქ­ვ­ნე­ლე­ბიც. სხვი­სი არა­გულ­წ­რ­ფე­ლი ხოტ­ბაც გვით­ქ­ვამს და გვი­პირ­ფე­რია კი­დეც. რწმე­ნის­თ­ვი­საც გვი­ღა­ლა­ტია და მშობ­ლი­უ­რი მი­წა-წყა­ლიც გაგ­ვი­ყი­დია… და მა­ინც, სულ ვიბ­რ­ძო­დით. რწმე­ნის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ღირ­სე­ბის, მი­წა-წყლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად… სულ ვიბ­რ­ძო­დით. ბო­ლომ­დე არას­დ­როს არა­ვის და არ­ფერს ვე­მო­ნე­ბო­დით. რთუ­ლი, სისხლ-ცრემ­ლ­ნა­რე­ვი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვიც­დია, გვი­გე­მია. ყვე­ლა­ფე­რი გვი­ნა­ხავს, გან­გ­ვიც­დია. თით­ქოს, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მი­ერ ყვე­ლა­ფე­რი გან­ც­დი­ლი, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, დღემ­დე მო­ტა­ნი­ლი გვახ­სოვს, გვე­ა­მა­ყე­ბა, გვიყ­ვარს… თით­ქოს, ამით ვართ მდი­და­რი…

და ახ­ლა, ჩვენ დღე­ებ­ში, ამ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, არა ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, არა­მედ ჩვენ ფუ­ლის ჰე­გე­მო­ნი­ას და­ვე­მო­ნეთ. მგო­ნია, რომ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ფულ­ზე, სხვის ფულ­ზე სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ გა­ვი­ყი­დეთ… და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი­დე­ვაც დაბ­ნელ­და. დაბ­ნელ­და ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. თით­ქოს შე­უმ­ჩ­ნევ­ლად, შე­პარ­ვით (დი­დი ავა­რი­ის დროს, შუ­ქი “ცუ­დად”, ნელ­ნე­ლა რომ მი­დის ხოლ­მე!) და ამა­ვე დროს სა­გან­გა­შოდ და ჩვენ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, დაბ­ნელ­და.

დაბ­ნელ­და ყვე­ლა­ფერ­ში. პატ­რი­ო­ტიზ­მ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა­ში სრუ­ლი უკუ­ნე­თია. აი, ახ­ლა, ამ წუ­თებ­ში, ჩვენ თვალ­წინ მიმ­დი­ნა­რე აფხა­ზე­თის ანექ­სი­ას ვეს­წ­რე­ბით, ვუ­ყუ­რებთ, ვის­მენთ და სიბ­ნე­ლით “და­ცუ­ლე­ბი” თავს ვიბ­რ­მა­ვებთ, ვიყ­რუ­ებთ. ჩაბ­ნე­ლე­ბულ სახ­ლებ­ში, რო­გორც და­ცულ, ბნელ სო­რო­ებ­ში ვსხედ­ვართ, ერ­თ­მა­ნე­თის­გან, სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან, სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის­გან, წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე სირ­ცხ­ვი­ლის­გან ვი­მა­ლე­ბით და ჩვენს თავს ჩა­მო­წო­ლილ ტო­ტა­ლურ სიბ­ნე­ლე­ში, თით­ქოს და ასე კარ­გად ნაც­ნო­ბი, ასე მრა­ვალ­ჯერ პი­რის­პირ ნა­ნა­ხი მტე­რი და მოყ­ვა­რე, მო­ღა­ლა­ტე და გმი­რი, ბო­ლომ­დე ერ­თ­გუ­ლი და ბო­ლომ­დე გა­ყი­დულ-გამ­ყიდ­ვე­ლი, ერ­თ­მა­ნე­თის­გან ვე­ღარ გაგ­ვირ­ჩე­ვია.

ერ­ში და ბერ­ში დაბ­ნელ­და. ტა­ძარ­ში სიბ­ნე­ლეა. ფულ­მა და ფულ­ზე ლოც­ვამ ეკ­ლე­სი­აც და­აბ­ნე­ლა. ფუ­ლი მხო­ლოდ ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს! დან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლე­ბის მბჟუ­ტავ, არა­საკ­მა­რის შუქ­ზე, ნა­ხევ­რად სიბ­ნე­ლე­ში, ერ­თ­ნა­ი­რად მგზნე­ბა­რედ ფულ­ზე მლოც­ვე­ლი მღვდე­ლი და მრევ­ლი ერ­თ­მა­ნეთს ვერ ცნობს, ვერ ხე­დავს. დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, დაბ­რ­მა­ვე­ბულ-დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, ერ­თ­მა­ნეთს ეხეთ­ქე­ბა, ეჯა­ხე­ბა და თე­ლავს, თე­ლავს… სა­უ­კუ­ნე­ე­ბით მო­ტა­ნილ-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულს თე­ლავს, აუფა­სუ­რებს… და ეკ­ლე­სი­ის თავს ჩა­მო­წო­ლილ სიბ­ნე­ლე­ში, დღეს უმე­ტე­სად სი­ყალ­ბეს, ფა­რი­სევ­ლო­ბას, მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბას, ზე­და­პი­რუ­ლო­ბას… ცოდ­ვებს თუ გა­არ­ჩევ და შე­უნ­დობ. შენ­დო­ბას ეც­დე­ბი. ჩაბ­ნე­ლე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში დღეს სიყ­ვა­რულს - სი­ძულ­ვი­ლის­გან, ამაღ­ლე­ბულს - მდა­ბი­ოს­გან, სუ­ლი­ერს - მერ­კან­ტი­ლურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რის­გან ძნე­ლად თუ გა­ნას­ხ­ვა­ვებ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამ ჩვენ პა­ტა­რა, უსაყ­ვარ­ლეს, ულა­მა­ზეს სა­მოთხე­ში დღეს და­უ­ჯე­რებ­ლად ბნე­ლა.

უკუ­ნე­თი სიბ­ნე­ლეა ზნე­ო­ბა­ში, მო­რალ­ში, ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში, იდე­ა­ლებ­ში, მიზ­ნებ­ში, სურ­ვი­ლებ­ში, ოც­ნე­ბებ­ში… სიბ­ნე­ლე­ში ტყუ­ი­ლი მარ­თ­ლის­გან, ღირ­სე­უ­ლი უღირ­სის­გან, უწე­სო წე­სი­ე­რის­გან, ფუ­ტუ­რო ნამ­დ­ვი­ლის­გან, იაფ­ფა­სი­ა­ნი ფას­და­უ­დე­ბე­ლის­გან… ვერ გაგ­ვირ­ჩე­ვია. სიბ­ნე­ლის­გან დაბ­ნე­ულ­ნი არას­წორ გზას ვად­გა­ვართ და ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხე­დავთ. გზას ბრმად ვაგ­რ­ძე­ლებთ და სიბ­ნე­ლე­ში სულ უფ­რო და უფ­რო ღმად შევ­დი­ვართ, ვეფ­ლო­ბით. სიბ­ნე­ლის­გან დაქ­ვე­ი­თე­ბულ-და­კარ­გუ­ლი ინ­ტუ­ი­ცი­აც კი არ გვკარ­ნა­ხობს, რომ უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა ას­მა­გათ რთუ­ლი, დაბ­რ­კო­ლე­ბი­ა­ნი, მსხვერ­პ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შეც­დო­მით ვმოძ­რა­ობთ. არას­წო­რედ გვიყ­ვარს, არას­წო­რედ ვცხოვ­რობთ, ვა­ფა­სებთ, ვოც­ნე­ბობთ…

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს ბნე­ლა. სხვი­სი ფუ­ლი ამ ჩვენ სა­მოთხეს ვარ გა­ა­ნა­თებს! სხვი­სი ფუ­ლი მხო­ლოდ სხვის ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს.

ბნე­ლა გა­ნათ­ლე­ბა­ში, აღ­ზ­რ­და­ში, კულ­ტუ­რა­ში, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­გან­გა­შო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სიბ­ნე­ლეა. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფის წი­ნა­შე პი­რის­პირ ვდგა­ვართ და ვერ ვხე­დავთ. ფულ­მა აქაც და­აგ­ვაბ­რ­მა­ვა… სიბ­ნე­ლე­ში, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, თით­ქოს და ჩვენ თვალ­წინ, უვი­ცი - უვიცს, უწიგ­ნუ­რი - უწიგ­ნურს, გა­უზ­რ­დე­ლი - გა­უზ­რ­დელს, თავ­ხე­დი - თავ­ხედს, ამ­ბი­ცი­უ­რი - ამ­ბი­ცი­ურს, უნი­ჭო - უნი­ჭოს მტკივ­ნე­უ­ლად ეხეთ­ქე­ბა. ვერ ხე­და­ვენ, ვერ ვხე­დავთ. შე­ჯა­ხე­ბის­გან გარ­შე­მო ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი ცვი­ვა. წა­მი­ე­რად, თით­ქოს, ნათ­დე­ბა. თით­ქოს, ხე­დავ, არ­ჩევ, ცნობ… მხი­ლე­ბას, სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვას, შემ­ც­და­რის, მი­ყი­დუ­ლის, დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნას ლა­მობ, ჩქა­რობ, ცდი­ლობ… ვერ ას­წ­რებ… და ისევ ბნელ­დე­ბა.

ფუ­ლის­გან დაბ­ნე­ლე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, ვსხედ­ვართ და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, სხვის ფულს ვით­ვ­ლით. სხვის ფულს ვნატ­რობთ. სხვი­სი ფუ­ლით ვღფრთო­ვან­დე­ბით, ვინ­თე­ბით, ვცოცხ­ლ­დე­ბით. სხვი­სი ფუ­ლის მფლო­ბელ სხვას ვე­თაყ­ვა­ნე­ბით, ვე­მო­ნე­ბით, ვე­პირ­ფე­რე­ბით, ვმა­ა­მებ­ლობთ და დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, უვარ­ს­კ­ვ­ლა­ვო ცი­დან, სხვი­სი ფუ­ლის გად­მო­ვარ­დ­ნას იმე­დი­ა­ნად ვე­ლო­დე­ბით.

ამ­ბო­ბენ, ფუ­ლი ადა­მი­ანს ცვლი­სო, ნე­ტა­ვი მარ­თა­ლია? ძა­ლი­ან დი­დი ფუ­ლი, ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ანს არა­მარ­ტო ცვლის, არა­მედ ან­გ­რევ­სო, აავა­დებ­სო. მას­ში ათას­გ­ვარ შიშ­სა და ეჭვს ბა­დებ­სო. უნ­დობ­ლო­ბას, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბას, უუნა­რო­ბას უვი­თა­რებ­სო. ფა­სე­უ­ლო­ბებს უკარ­გავ­სო. დიდ­მა ფულ­მა თა­ვის ტკი­ვი­ლი იცი­სო… ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან დი­დი და თა­ნაც სხვი­სი ფუ­ლის თვლა, ფულ­ზე ლოც­ვა, ფუ­ლის გა­მო ღმერ­თის შე­წუ­ხე­ბა ადა­მი­ანს ამა­ხინ­ჯებ­სო. არ ვი­ცი, მარ­თა­ლია თუ არა, მაგ­რამ ასე ამ­ბო­ბენ…

ნე­ტა­ვი მარ­თა­ლია, რომ ამ­ბო­ბენ, “ჭუჭყი­ა­ნი ფუ­ლი” არ­სე­ბობ­სო? ნუ­თუ, ფუ­ლის შოვ­ნა ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლაფ­რის ფა­სად, ყვე­ლაფ­რის ხარ­ჯ­ზეა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი?

ნე­ტა­ვი ჭუჭყი­ა­ნი ფუ­ლის ჰე­გე­მო­ნი­ის, მას­ზე მა­სობ­რი­ვი და­მო­ნე­ბის, მუხ­ლ­მოდ­რე­კის, მი­ყიდ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა ხდე­ბა?

ალ­ბათ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ბნელ­დე­ბა? მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მსგავ­სი პა­ტა­რა სა­მოთხეა. ფუ­ლი მხო­ლოდ ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებ­სო, ეს მა­ინც, ჯერ­ჯე­რო­ბით, ხომ ზუს­ტად ვი­ცით?!

მა­ნამ­დე კი ყვე­ლა­ნი ერ­თხ­მად “პაჩ­კა-პაჩ­კა დო­ლა­რე­ბი ცვი­ო­დას” ვმღე­რით, უკუ­ნეთ სიბ­ნე­ლე­ში ერ­თ­მა­ნეთს მტკივ­ნე­უ­ლად ვე­ხეთ­ქე­ბით, კა­ტას­ტ­რო­ფულ გზას მი­ვუყ­ვე­ბით და დრო და დრო, იმე­დი­ა­ნად, მა­ინც, მაღ­ლა-მაღ­ლა ვი­ყუ­რე­ბით… ვაი და პაჩ­კა-პაჩ­კა დო­ლა­რე­ბი მარ­თ­ლაც გად­მოც­ვივ­დეს, თავ­ზე დაგ­ვე­ცეს?!.

ქეთევან იგნატოვა