შემ­დ­გომ ამ­ს­ვ­ლე­ლებს „გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლიც" ელის
05 დეკემბერი, 2014
911
print

ავ­თან­დილ გუ­რა­საშ­ვი­ლი

 გუ­და­მა­ყარ­ში თუ სად­მე ინატ­რებ­და კა­ცი ცხოვ­რე­ბას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ალ­ბათ, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი ჩო­ხი იქ­ნე­ბო­და. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე თუ მკითხავთ, მთელს გუ­და­მა­ყარ­ში ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლია. თა­ნაც ჩო­ხი წმინ­და ად­გი­ლად ით­ვ­ლე­ბა. იქ­ვე წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვია. იქ დიდ­რო­ნი ქვე­ბით მოწყო­ბილ კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე, ასე­ვე დიდ­რო­ნი, ქვა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი მა­სი­უ­რი ჯვა­რია აღ­მარ­თუ­ლი, მის გვერ­დით კი ზა­რე­ბით, ზან­ზა­ლა­კე­ბი­თა და რქე­ბით შემ­კუ­ლი ჭო­კიც ამ­შ­ვე­ნებს გა­რე­მოს. იქა­უ­რო­ბას ამ­შ­ვე­ნებს ფი­ქა­ლი ქვი­სა­გან აშე­ნე­ბუ­ლი და ირ­მის და­ტოტ­ვი­ლი რქე­ბით მორ­თუ­ლი ნა­გე­ბო­ბა, სა­დაც ვე­ე­ბა სპი­ლენ­ძის ქვა­ბი ინა­ხე­ბა, რო­მელ­შიც ათან­გე­ნო­ბი­სას ლუდს ხარ­შა­ვენ. გუ­და­მაყ­რელ­თა ამ უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლის­თ­ვის აქ გო­დერ­ძი ჩო­ხელ­საც მო­უ­ხარ­შავს ლუ­დი, მა­მა­მის­საც, პა­პა­მის­საც და პა­პის პა­პა­საც. იქ­ვეა გო­დერ­ძი­სა და მი­სი წი­ნაპ­რე­ბის სახ­ლიც-ფი­ქა­ლი ქვით ნა­გე­ბი მი­წუ­რი, ერ­თა­დერ­თი უიატა­კო ოთა­ხი, სა­დაც სი­ნათ­ლის სხი­ვი პა­ტა­რა სარ­კ­მ­ლი­დან შე­მო­დის. იმ სარ­კ­მ­ლი­დან შორს, ჰო­რი­ზონ­ტ­ზე, დაკ­ბი­ლუ­ლი მწვერ­ვა­ლი ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი მოს­ჩანს.

მშვე­ნი­ე­რი პე­ი­ზა­ჟი იშ­ლე­ბა კარ-მი­და­მო­და­ნაც.

სა­ი­თაც არ უნ­და გა­ი­ხე­დოთ, თვა­ლი ვერ ძღე­ბა სი­ლა­მა­ზით. აქე­დან ჩო­ხი და­სავ­ლე­თით, მთის ფერ­დობ­ზე მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ ათ­ნოხს დას­ც­ქე­რის, ჩრდი­ლო­ე­თით - ამ მხა­რე­ში ყვე­ლა­ზე დიდ სო­ფელ დუ­მაცხოს, მათ შო­რის კი შუ­ა­ში, ჰო­რი­ზონ­ტ­ზე, „ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი" აღ­მარ­თუ­ლა.

წლე­ულს აქა­უ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ისი­ნი პა­ტივს მი­ა­გებ­დ­ნენ გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ხსოვ­ნას, რო­მელ­საც ამ შე­მოდ­გო­მა­ზე 60 წე­ლი უნ­და შეს­რუ­ლე­ბო­და. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთამ­ს­ვ­ლელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ შო­თა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით ამო­სუ­ლი ალ­პი­ნის­ტე­ბიც, რომ­ლებ­საც ერთ უსა­ხე­ლო მწვერ­ვალ­ზე ას­ვ­ლა და მის­თ­ვის გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვა გა­ნეზ­რა­ხათ. ამი­ტო­მაც ეს ას­ვ­ლა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ლაშ­ქ­რო­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ეს ას­ვ­ლა, რა­ღა თქმა უნ­და, სწო­რედ ასე­თი გა­მოდ­გა, თუმ­ცა არც სხვა ლაშ­ქ­რო­ბე­ბი გა­მოდ­გა ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო. ან სხვაგ­ვა­რად რო­გორ იქ­ნე­ბო­და, რო­ცა იმ ას­ვ­ლის მო­ნა­წი­ლე­თა­გან სტე­ფან­წ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, ხდის ხე­ო­ბის სა­თა­ვე­ებ­ში 4150- მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის მწვერ­ვალ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოლიმ­პი­ელ­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ალ­პ­კ­ლუ­ბის წევ­რებ­თან ერ­თად ჩვე­ნი ოთხი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ვახ­ტანგ ბლა­გი­ძე, კა­ხი კა­ხი­აშ­ვი­ლი, შო­თა ხა­ბა­რე­ლი და ლე­რი ხა­ბე­ლო­ვი ავიდ­ნენ. ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის ოლიმ­პი­ელ გვირ­გ­ვი­ნო­სან­თა მსგავს ლაშ­ქ­რო­ბას კი ვერც ჩვენ ვიხ­სე­ნებთ და, ალ­ბათ, ვერც ის­ტო­რია. ჩვენ­მა ოლიმ­პი­ე­ლებ­მა ამ­გ­ვა­რად აღ­ნიშ­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო, 25-ე წლის­თა­ვი. თუმ­ცა, ამ ას­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე „უიკენ­დ­ში" უკ­ვე გი­ამ­ბეთ და მას­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბით.

არც პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში თსუ-ს ალ­პ­კ­ლუ­ბის წევ­რ­თა ლაშ­ქ­რო­ბა­ზე შევ­ჩერ­დე­ბით მწვერ­ვალ კი­დე­გა­ნა­ზე, რა­ზეც ასე­ვე დაწ­ვ­რი­ლე­ბით გი­ამ­ბეთ. სხვა ას­ვ­ლე­ბი­დან კი აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თსუ-ს ალ­პ­კ­ლუ­ბის წევ­რე­ბის ოთარ თა­თა­რაშ­ვი­ლი­სა და რო­მან ლო­მა­ძის ას­ვ­ლა ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, ჭა­უ­ხე­ბის მა­სივ­ზე აღ­მარ­თულ მწვერ­ვალ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­ზე. მათ იმ დღე­ებ­ში სხვებ­თან ერ­თად კი­დევ რამ­დე­ნი­მე საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ლაშ­ქ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მაგ­რამ „თა­ყა­იშ­ვილ­ზე" ამ წყვი­ლის ას­ვ­ლა იმით იყო სა­ყუ­რადღე­ბო, რომ მათ ამ მწვერ­ვალ­ზე ჩრდი­ლო­ე­თი­დან ახა­ლი, შე­და­რე­ბით რთუ­ლი მე-3 ბ კა­ტე­გო­რი­ის მარ­შ­რუ­ტი გაკ­ვა­ლეს.

ახ­ლა და­ვუბ­რუნ­დეთ გუ­და­მა­ყარ­ში იმ უსა­ხე­ლო მწვერ­ვალ­ზე ას­ვ­ლას, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე სა­ხე­ლი­ა­ნია და „გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი" ჰქვია.

-ჯერ კი­დევ შარ­შან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთამ­ს­ვ­ლელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რ­თა ერ­თ­მა ჯგუფ­მა გვთხო­ვა, იქ­ნებ გუ­და­მა­ყარ­ში უსა­ხე­ლო მწვერ­ვა­ლი მო­ნა­ხოთ და ცხო­ნე­ბუ­ლი გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის და­ბა­დე­ბი­დან 60 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მი­სი სა­ხე­ლი უწო­დო­თო, - გვი­ამ­ბობს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის სპორ­ტის ოს­ტა­ტი შო­თა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი. - ასე­თი­ვე მი­ზა­ნი მეც მქონ­და. ასე რომ, ჩე­მი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვა. ასე იყო თუ ისე, უსა­ხე­ლო პი­კი, რო­მე­ლიც მწვერ­ვა­ლე­ბის, წმინ­და ნი­ნო­სა და ბურ­სა­ჭი­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს, ჯერ კი­დევ შარ­შან შე­ვარ­ჩი­ეთ, მაგ­რამ იქ ას­ვ­ლა და მი­სი ნათ­ლო­ბის საქ­მე ამ შე­მოდ­გო­მის­თ­ვის გა­დავ­დეთ, რა­თა გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის­თ­ვის დაგ­ვემ­თხ­ვია.

ამი­ტო­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთამ­ს­ვ­ლელ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ზაფხუ­ლო სამ­თო შეკ­რე­ბის ად­გი­ლად გუ­და­მა­ყა­რი შე­არ­ჩია და ამ მხა­რეს 31-კა­ცი­ა­ნი რაზ­მით მი­ა­შუ­რა. იმა­ვე დღე­ებ­ში იქა­უ­რო­ბას პა­რა­ლე­ლუ­რად თსუ-ს სტუ­დენ­ტ­თა სა­ზაფხუ­ლო ალ­პი­ნი­ა­დის მო­ნა­წი­ლე­ნი, 36 კა­ცის შე­მად­გენ­ლო­ბით ეს­ტუმ­რ­ნენ.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ბო­ლო წლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას მხო­ლოდ სტუ­დენ­ტ­თათ­ვის აფი­ნან­სებს, მაგ­რამ ალ­პი­ნიზ­მის მო­სურ­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბის მთელ არ­მი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბაც რომ სჭირ­დე­ბა, გა­მოც­დი­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის რჩე­ვა-და­რი­გე­ბა, მა­თი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა თუ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნად­გო­მაც, ამა­ზე რა­ტომ­ღაც აღა­რა­ვინ ფიქ­რობს. უამი­სოდ კი ალ­პი­ნიზ­მი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და ერ­თი­ო­რად სა­ხი­ფა­თოა. ამი­ტო­მაც, თსუ-ს ალ­პი­ნი­ა­დებს ფაქ­ტობ­რი­ვად, ახ­ლა ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ალ­პ­კ­ლუ­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთამ­ს­ვ­ლელ­თა ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად ატა­რებს.

ერ­თი სიტყ­ვით, ახალ­ბე­და მთამ­ს­ვ­ლე­ლებ­მა სას­წავ­ლო მომ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­მოც­დი­ლე­ბის მე­თა­უ­რო­ბით გა­ი­ა­რეს და მა­თი ალ­პი­ნის­ტუ­რი ნათ­ლო­ბა მწვერ­ვალ წმინ­და ნი­ნო­ზე შედ­გა, 9-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი კი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ანა ბე­ჟა­ნიშ­ვი­ლი, ლე­ვან ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, შალ­ვა თეთ­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კორ­ძა­ძე, ქე­თე­ვან ოჩხი­კი­ძე, ბე­ქა სა­ლა­რი­ძე, მა­ნა­ნა სხირ­ტ­ლა­ძე და ირაკ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იყ­ვ­ნენ, ბა­ბუ ალუ­და­უ­რის მე­თა­უ­რო­ბით იმ უსა­ხე­ლო პიკ­ზე ავი­და და მას „გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი" უწო­და.

ამ მწვერ­ვალ­ზე ასას­ვ­ლე­ლად სა­გან­გე­ბოდ შე­ირ­ჩა ყვე­ლა­ზე იოლი სა­ვა­ლი- პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის სირ­თუ­ლის მარ­შ­რუ­ტი, რა­თა მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბის­თ­ვის იგი უფ­რო უხი­ფა­თო და შე­და­რე­ბით იოლი და­საძ­ლე­ვი ყო­ფი­ლი­ყო, რაც იქ მა­სობ­რი­ვი ას­ვ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, ეს კი გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის სა­ხე­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ხელს მე­ტად შე­უწყობს.

ასე რომ, „გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი", რო­მე­ლიც გუ­და­მა­ყარს და­ახ­ლო­ე­ბით 3800 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გად­მოჰ­ყუ­რებს, შემ­დ­გომ ამ­ს­ვ­ლე­ლებს ელის.

ავთანდილ გურასაშვილი