ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნი: "ყო­ფი­ე­რე­ბის დე­ზერ­ტი­რი"
05 დეკემბერი, 2014
5874
print

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე

 2014 წელს თბი­ლი­სის ფო­ტო ფეს­ტი­ვალ­მა არ­სე­ბო­ბის 5 წლის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლი კონ­ცეპ­ტუ­­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ჩარ­თო თა­ვის პროგ­რა­მა­ში. ფეს­ტი­ვა­ლის პუბ­ლი­კას უნი­კა­ლუ­რი შან­სი მი­­ცა ქარ­თუ­ლი კონ­ცეპ­ტუ­­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის პი­­ნე­რის - ბო­რის შა­ვერ­დი­­ნის რეტ­როს­პექ­ტი­ვა ეხი­ლა თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზუმ­ში. გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ რაც ბო­რის შა­ვერ­დი­ან­მა სა­ქარ­­ვე­ლო და­ტო­ვა, მი­სი ფო­ტო­არ­ქი­ვი ფო­ტოგ­რაფ გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვილ­თან ინა­ხე­ბა.

 გა­მო­ფე­ნა "ჩე­მო­და­ნი მა­მას ნე­გა­ტი­ვე­ბით. ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნი - ქარ­თუ­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის პი­ო­ნე­რი" სწო­რედ ამ ფო­ტო­არ­ქი­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და­კომ­პ­ლექ­ტ­და. ფო­ტოგ­რა­ფი­ის და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ფარ­თო პუბ­ლი­კის­თ­ვის ეს სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და თვით­მ­ყო­ფა­დი ავ­ტო­რის აღ­მო­ჩე­ნის ბრწყiნვა­ლე შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. გა­მო­ფე­ნა­ში ორი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სე­რია - "დრო" და "დღი­უ­რი" გა­ერ­თან­და და ასე­ვე 7 ხელ­ნა­კე­თი ალ­ბო­მიც, რო­მელ­თა დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც ალ­ბო­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ოპ­რო­ექ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნი არა მხო­ლოდ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის უაღე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რია, არა­მედ ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის პი­ო­ნე­რიც არის. იმ პე­რი­ო­დის სხვა მრა­ვა­ლი ავ­ტო­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ბო­რის შა­ვერ­დი­ან­მა საბ­ჭო­თა ფო­ტოგ­რა­ფი­ის დოგ­მე­ბის სრუ­ლი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა მო­ა­ხერ­ხა და იმ დრო­ის­თ­ვის, ეპო­ქის­თ­ვის და იდე­ო­ლო­გი­ის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სე­ბი გა­ი­ხა­და შე­მოქ­მე­დე­ბის საყ­რ­დენ წერ­ტი­ლად. ასე­ვე დრო­ის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი იყო ის ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ფორ­მე­ბი, რომ­ლებ­საც შა­ვერ­დი­ა­ნი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სე­რი­ე­ბის და ალ­ბო­მე­ბის შე­საქ­მე­ნა­ლად იყე­ნებ­და.

"მე ყო­ფი­ე­რე­ბის დე­ზერ­ტი­რი ვარ" და "კულ­ტუ­რის და­ცე­მის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობ" - სულ ახ­ლო წარ­სულ­ში წა­ა­წე­რა ბო­რის შა­ვერ­დი­ან­მა თა­ვის შავ-თეთრ ფო­ტო­ებს. პოს­ტ­მო­დერ­ნუ­ლი ეპო­ქა, შე­საძ­ლოა, მარ­თ­ლაც გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც "კულ­ტუ­რის და­ცე­მის ეპო­ქა", შა­ვერ­დი­ა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა კი-სამ­ყა­რო­დან გაქ­ცე­ვის, თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბად. წერს ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ფო­ტოგ­რა­ფი­ის ერთ-ერ­თი მკვლე­ვა­რი ნა­თია წუ­ლუ­კი­ძე ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნის შე­სა­ხებ წერს. "1970-80-90-იან წლებ­ში, რო­დე­საც შა­ვერ­დი­ა­ნი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, არც ფო­ტოგ­რა­ფი გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბო­და ხე­ლო­ვან­თა ელი­ტურ კას­ტას და ამ სა­ინ­ტე­რე­სო "დე­ზერ­ტი­რის" არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც არა­ვინ იცო­და. თუმ­ცა, მის შე­სა­ხებ დღე­საც თით­ქ­მის არა­ვინ იცის. ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა დღეს უბ­რა­ლოდ ის­ტო­რიაა, იგი აღარც ფო­ტო­ებს იღებს და აღარც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს…

გა­მო­ფე­ნა "ჩე­მო­და­ნი მა­მას ნე­გატ­ვე­ბით" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის ერთ-ერ­თი პი­ო­ნე­რის, ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის პირ­ვე­ლი სრუ­ლი ჩვე­ნე­ბაა. ექ­ს­პო­ზი­ცია ორი ფო­ტო­სე­რი­ის გარ­და, რომ­ლე­ბიც 1987 წელს არის შექ­მ­ნი­ლი, შა­ვერ­დი­ა­ნის ხელ­ნა­კეთ ფო­ტო­ალ­ბო­მებ­საც აერ­თი­ა­ნებს. უფ­რო სწო­რად კი, "სქელ ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სე­რი­ებს, რომ­ლე­ბიც შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბით, მათ­ზე და­ტა­ნი­ლი ხში­რად საკ­მა­ოდ დი­დი ტექ­ს­ტე­ბით ან გვერ­დით მი­წე­რი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ლექ­სე­ბის რთუ­ლი და სა­ინ­ტერ­სო სინ­თე­ზი­თაა შექ­მ­ნი­ლი. ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, შე­საძ­ლოა, ზუს­ტად ვერც კი გან­საზღ­ვ­რო ვინ არის ამ ალ­ბო­მე­ბის ავ­ტო­რი: პო­ე­ტი, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლით ამ­დიდ­რებს ტექ­ს­ტებს, თუ ფო­ტოგ­რა­ფი, რომ­ლის­თ­ვი­საც ვერ­ბა­ლუ­რი პა­რა­ლე­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­მო­ტა­ნა უბ­რა­ლოდ აუცი­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. "ერ­თა­დერ­თი ალ­ბო­მი, რო­მელ­საც შა­ვერ­დი­ა­ნი ტექ­ს­ტე­ბით არ აფორ­მებს, არის "ჩე­მო­და­ნი მა­მის ნე­გა­ტი­ვე­ბით". მა­მის ნე­გა­ტი­ვე­ბის იგი უბ­რა­ლოდ არ ეხე­ბა, მის­თ­ვის ეს თით­ქოს გე­ნე­ტი­კუ­რი ის­ტო­რიაა, რო­მელ­შიც არ უნ­და ჩა­ე­რი­ოს, თით­ქოს არ უნ­და და­არ­ღ­ვი­ოს მი­სი ქსო­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ, ერთ ალ­ბო­მად უნ­და და­ა­ფიქ­სი­როს. თუმ­ცა, ფო­ტოგ­რა­ფიც ზუს­ტად ეს - რა­ღა­ცის და­ფიქ­სი­რე­ბა არის, ამი­ტომ, იფი, შე­საძ­ლოა, ტა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ხდე­ბა მა­მას ნე­გა­ტი­ვე­ბის­თა­ნავ­ტო­რი და ძველ ფო­ტო­ებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ ფა­სე­უ­ლო­ბას სძენს, მათ სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის მო­სა­ყო­ლად იყე­ნებს და ალ­ბომ­საც ტა­ვის­ვე ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი ფო­ტო­თი ას­რუ­ლებს, რო­მელ­შიც ფან­ჯ­რის გი­სო­სებს აკ­რუ­ლი უყუ­რებს სამ­ყა­როს. ეს ფო­ტო თით­ქოს ავ­ტო­რის და­სამ­ყა­როს ურ­თი­ერ­თო­ბის და­საწყი­სი, ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლი, სხვა ალ­ბო­მე­ბის შექ­მ­ნის სა­ფუძ­ვე­ლია. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა კი მუდ­მი­ვად გუ­ლის­ხ­მობ­და რკი­ნის სქელ გი­სო­სებს და "დე­ზერ­ტი­რო­ბის" სურ­ვილს, რად­გა­ნაც ქა­ლა­ქი მხო­ლოდ უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­ნე­კე­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი გე­ტო, "მო­ხუ­ცი ორ­სუ­ლია", რო­მელ­საც "ხში­რად ეღ­ლე­ბა და სტკი­ვა ხალ­ხი" და რო­მელ­შიც "სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებს სმე­ნი­ათ" ამ გა­რე­მო­ში იგი პა­ტა­რა, დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი თო­ჯი­ნად აღიქ­ვამს თავს, რო­ემ­ლ­საც მას­ზე ძლი­ე­რე­ბი "სივ­რ­ცე­ში გაქ­ცე­ვას" არ აც­ლი­ან."

შა­ვერ­დი­ა­ნი მარ­თ­ლაც სრულ­ყო­ფი­ლი "ყო­ფი­ე­რე­ბის დე­ზერ­ტი­რია", ეს მი­სი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მელ­საც არ ღა­ლა­ტობს და აღა­რას­დ­როს ბრუნ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ყო­ფის საზღ­ვ­რებ­ში და არც სხვას აძ­ლევს უფ­ლე­ბას და­ურ­ღ­ვი­ოს "დე­ზერ­ტი­რო­ბის" მყუდ­რო­ე­ბა. მი­სი ცი­ტა­ტე­ბი მი­სი­ვე ფო­ტო­ე­ბი­დან არის აღე­ბუ­ლი, მი­სი ტექ­ს­ტე­ბი მი­სი­ვე პო­ე­ზი­ი­სა ან პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, ყვე­ლა მოვ­ლე­ნა მის მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მის "დე­ზერ­ტი­რო­ბას" ასა­ხავს. შა­ვერ­დი­ანს არ აინ­ტე­რე­სებს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ეს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი, გლო­ბა­ლუ­რო­ბი­სა და მა­სობ­რი­ვო­ბი­სა­გან გა­თე­ლი­ლი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნის გან­ც­დე­ბია, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად ამ პი­რა­დუ­ლო­ბი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლო­ბის გა­მო ხდე­ბა მას­შ­ტა­ბუ­რი და წო­ნა­დი.

ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნის - პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ფო­ტო­კონ­ცეპ­ტუ­ა­ლის­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად დაგ­ვა­ნა­ხებს ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ წახ­ნაგს, რომ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც, შე­სატყ­ვი­სი შე­ფა­სე­ბი­სა და და­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნამ­დ­ვი­ლად გახ­დე­ბა სა­ერ­თო მსოფ­ლიო არ­ტ­სივ­რ­ცის ნა­წი­ლი." - წერს ნა­თია წუ­ლუ­კი­ძე ბო­რის შა­ვერ­დი­ა­ნის შე­სა­ხებ.

ნესტან ნიჟარაძე