კა­ცი მო­დის, ანუ ერ­თი აუქ­ცი­ო­ნი
05 დეკემბერი, 2014
1142
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

იწყე­ბა აუქ­ცი­ო­ნი.

აუქ­ცი­ონ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დის. შენ, მყიდ­ველ­მა უნ­და მო­ი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია იმ ტი­ლო­ზე, იმ ქან­და­კე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ დღეს და კონ­კ­რე­ტულ აუქ­ცი­ონ­ზე იქ­ნე­ბა გა­ტა­ნი­ლი. რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ეს­წ­რე­ბო­დე ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და სან­დო აუქ­ცი­ო­ნებს ლონ­დონ­ში, პა­რიზ­ში, ნიუ იორ­კ­ში, ლოს ან­ჯე­ლეს­ში. უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი გა­ლე­რე­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან. ზედ­მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თ­ვის გა­მო­გად­გე­ბა.

შე­გიძ­ლია ეცა­დო და შე­ნით აღ­მო­ა­ჩი­ნო პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი მხატ­ვა­რი ან მო­ქან­და­კე, ან უბ­რა­ლოდ, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით და­ე­კონ­ტაქ­ტო ყვე­ლა­ზე კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე დი­ლერს და არტ-პრე­ფე­რან­ს­ში მი­ზე­რის თა­მა­შის ილუ­ზია შექ­მ­ნა.

უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე კონ­კ­რე­ტუ­ლი ნივ­თის (ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის) ადექ­ვა­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე და უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია შე­ნი, პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. დამ­წყე­ბი მყიდ­ვე­ლის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო და­სა­ხარ­ჯი თან­ხა შე­ად­გენს 35 000-60 000 დო­ლარს. ტი­ლო­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას არ გირ­ჩევთ ეგ­რე­ვე ყვე­ლა­ზე ძვი­რადღი­რე­ბუ­ლის შე­ძე­ნას. იერო­ნიმ ბოს­ხი თქვენ­თ­ვის, დამ­წყე­ბი მყიდ­ვე­ლის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლად ზემ­დე­ტი ხარ­ჯია. შე­ი­ძი­ნეთ დამ­წყე­ბი ფრან­გი იმ­პ­რე­სი­ო­ნის­ტის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უნ­და ღირ­დეს. ფრენ­სის ბე­ი­კო­ნის "ლუ­ი­სენ ფრე­ი­დი" კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე შარ­შან, 142 400 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. Soundgarden-ის სო­ლის­ტი, მის­ტერ კრის კორ­ნე­ლი უსა­ხე­ლო ფრან­გი ილუს­ტ­რა­ტო­რის ფო­ტო­კო­ლაჟ­მა მო­ხიბ­ლა და გრან­ჯის პირ­ველ­მა ხმამ მა­კა­გო­ნის ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე შავ­თეთ­რი ფო­ტო­სუ­რა­თი 12 700 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.ორი წლის შემ­დეგ კორ­ნე­ლის მე­გო­ბარ­მა ის ნა­მუ­შე­ვა­რი 75 000 დო­ლა­რად იყი­და.

ნე­ბის­მი­ერ აუქ­ცი­ონს აქვს თა­ვი­სი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი.

მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან ბავ­შ­ვის პორ­ტ­რე­ტი ღირს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი, ვიდ­რე მო­ხუ­ცი კა­ცის ან ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნის პორ­ტ­რე­ტი.

ყვე­ლა აუქ­ცი­ო­ნი ანა­წი­ლებს ტი­ლო­ებს მათ­ზე და­ტა­ნი­ლი ფე­რე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ხედ­ვით. სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი და ლურ­ჯი ფე­რი. სტან­დარ­ტუ­ლად, აუქ­ცი­ონ­ზე ყვე­ლა­ზე თბი­ლი, მყიდ­ვე­ლის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო ფე­რე­ბი: წი­თე­ლი, თეთ­რი, ცის­ფე­რი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე, შა­ვი.

ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ტი­ლო ვერ­ტი­კა­ლურ ტი­ლო­ზე ძვი­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი რო­გორც წე­სი, იქ­ცევს მყიდ­ვე­ლის უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას ვიდ­რე ის ტი­ლო, რო­მელ­ზეც ჩაც­მუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი არი­ან.

შიშ­ვე­ლი ქა­ლის ტი­ლო­ში მყიდ­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვ­გის უფ­რო მეტს გა­და­იხ­დის, ვიდ­რე ტი­ლო­ში, რო­მელ­ზეც შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია ასა­ხუ­ლი.

სი­უ­ჟე­ტუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ყო­ველ­თ­ვის პე­ი­ზაჟ­ზე ძვი­რი ღირს.

ნა­ტი­ურ­მორ­ტი ყვა­ვი­ლე­ბით უფ­რო ძვი­რად არის შე­ფა­სე­ფუ­ლი, ვიდ­რე ნა­ტი­ურ­მორ­ტი ხი­ლით.

ტი­ლო­ზე ასა­ხუ­ლი მი­ძი­ნე­ბუ­ლი, მშვი­დი მდი­ნა­რე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლია მყიდ­ვე­ლებ­ში, ვიდ­რე - შტორ­მი და ფე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ჩას­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სტი­ქია, სა­დაც ბევ­რი ფე­რი იკარ­გე­ბა. მყიდ­ვე­ლე­ბი სიღ­რ­მეს არ ეძე­ბენ. მყიდ­ვე­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ იმას, რაც უკეთ ჩანს.

აუქ­ცი­ო­ნის­ტი სა­ღა­მოს აუქ­ცი­ო­ნის წინ სე­ირ­ნობს შე­ნო­ბის გარ­შე­მო, თა­ვის­თ­ვის იმე­ო­რებს სას­ტარ­ტო ფა­სებს და ცდი­ლობს, არ და­ა­ვიწყ­დეს არ­ცერ­თი თა­ნამ­შ­რომ­ლის სა­ხე­ლი. არ არის ცუ­დი, თუ გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და მძი­მე აუქ­ცი­ო­ნის წინ, ის ცო­ტა, ძა­ან ცო­ტა ვის­კის მი­ი­ღებს. ასე, ყვე­ლა­ფე­რი უკეთ გა­ახ­სენ­დე­ბა.

იწყე­ბა აუქ­ცი­ო­ნი.

აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქან­და­კე­ბა "კა­ცი მო­დის". ავ­ტო­რი ალ­ბერ­ტო ჯა­კო­მე­ტი.

და მა­ნამ­დე, აუქ­ცი­ო­ნის­ტი აცხა­დებს უც­ნო­ბი ეროვ­ნე­ბის მქო­ნე უც­ნო­ბი იმ­პ­რე­სი­ო­ნის­ტის ნა­მუ­შე­ვარს "დათ­რ­გუ­ნუ­ლი გე­ნი­ო­სი".

გა­მოც­დი­ლი თვა­ლი შე­ამ­ჩ­ნევს, რომ გე­ნი­ო­სი შორს, ჰო­რი­ზონტს იქით იყუ­რე­ბა და რა­ღა­ცას ეძებს. გა­მოც­დი­ლი თვა­ლი იმა­საც შე­ამ­ჩ­ნევს, რომ გე­ნი­ო­სის მარ­ჯ­ვე­ნა მუშ­ტი ოდ­ნავ შე­წით­ლე­ბუ­ლია. გე­ნი­ო­სი გა­ნიც­დის. ვერ ვხე­დავთ, რას გა­ნიც­დის და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ის ჰო­რი­ზონტს იქით იყუ­რე­ბა, გე­ნი­ოს­მა და­კარ­გა ოც­ნე­ბა, მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი, თბი­ლი ოც­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, მარ­ჯ­ვე­ნა მუშ­ტი შეკ­რუ­ლია და იქ სის­ხ­ლის მო­დი­ნე­ბა მე­ტად შე­იმ­ჩ­ნე­ვა.

გე­ნი­ო­სი შე­სუ­ლია მდი­ნა­რე­ში. ფეხ­შიშ­ვე­ლი დგას კენ­ჭებ­ზე და იყუ­რე­ბა. შორს, იყუ­რე­ბა.

გე­ნი­ოსს მე­ო­რე ხელ­ში უჭი­რავს სი­ცა­რი­ე­ლე.

გე­ნი­ო­სი სი­ცა­რი­ე­ლე­ში იყო გე­ნი­ო­სი და რო­გორც კი მი­სი ცხოვ­რე­ბა შე­ივ­სო, მდუ­ღა­რე ემო­ცი­ე­ბით და­იტ­ვირ­თა, გე­ნი­ოს­მა ვერ გა­უძ­ლო დატ­ვირ­თ­ვას და აფეთ­ქ­და.

მი­სი ჩა­ი­და­ნი­დან გად­მო­სუ­ლი წყლით და­იმ­დუღ­რა წყლის მიმ­ტა­ნი ჟამ­თაღ­მ­რიცხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ­მა გე­ნი­ოს­მა არა­არ­სე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. და­თუთ­ქუ­ლი და გა­ლან­ძღუ­ლი ჟამ­თაღ­მ­რიცხ­ვე­ლი ბო­ლო შეხ­ვედ­რის დროს ცდი­ლობს, რომ შე­ე­პა­სუ­ხოს გე­ნი­ოსს და გე­ნი­ო­სი ამ მცდე­ლო­ბას ბგე­რე­ბის კა­კო­ფო­ნი­ით კლავს.

გე­ნი­ოსს ერ­მა იმ ერის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ ჩა­ა­ბა­რა და გე­ნი­ოს­მა ეს ვერ შე­მაჩ­ნია. ის, უბ­რა­ლოდ თა­ვის გე­ნი­ა­ლურ გეგ­მას ახორ­ცი­ე­ლებ­და და ვერ შე­ამ­ჩ­ნია, რომ ერი მის­გან მეტს ითხოვ­და.

მა­შინ, გე­ნი­ოს­მა თა­ვი­სი ჟამ­თაღ­მ­რიცხ­ვე­ლი და ყვე­ლა, ვინს მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და, ღა­ლატ­ში და უნი­ჭო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ვერ შე­ამ­ჩ­ნია, რომ თვი­თონ, გე­ნი­ა­ლუ­რი ტვი­ნი უემო­ცი­ოდ, გე­ნი­ის გა­რე­შე დარ­ჩა.

გე­ნი­ო­სი გე­ნი­ის გა­რე­შე.

აუქ­ცი­ო­ნის­ტი აცხა­დებს: "ნა­მუ­შე­ვა­რი "დათ­რ­გუ­ნუ­ლი გე­ნი­ო­სი". ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, და­აკ­ვირ­დით, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად არის გად­მო­ტა­ნი­ლი ტი­ლო­ზე ამ ადა­მი­ა­ნის გან­ც­და და სი­ცა­რი­ე­ლე. მან ხომ ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა. მან ხომ ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღო და ამას ვერ გა­უფ­რ­თხილ­და. მან ხომ მხატ­ვარს ემო­ცი­ე­ბი და სტი­მუ­ლი მის­ცა. და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, პა­ტივ­ცე­მუ­ლი მყიდ­ვე­ლე­ბო, რომ ამ ნა­ხატ­ში ჩა­დე­ბუ­ლია რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია. იყო და არა იყო რა, იყო ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სხვა­გან, უცხო ტომ­ში გა­ა­მარ­თ­ლა ნდო­ბა და სა­კუ­თა­რი ერის ნდო­ბას სი­ცი­ვით და ცი­ნიზ­მით უპა­სუ­ხა. ბო­ლო, ცუ­დი გა­მოც­დის შემ­დეგ, მან მი­ა­ტო­ვა ერი, რად­გან ერს მის­გან სარ­გე­ბე­ლი არ ჰქონ­და. მან წა­ი­ღო ერის ბო­ლო და­ნა­ზო­გი, რო­მე­ლიც ინ­კ­ვი­ზი­ცი­ის გამ­ტა­რე­ბელ­მა ბერ­მა ერის შიმ­ში­ლით შე­აგ­რო­ვა და იმ ბერ­მა ეს თან­ხა გე­ნი­ოსს გა­დას­ცა. შე­ა­ფა­სეთ ეს გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ­ლის სას­ტარ­ტო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 100 000 ამე­რი­კულ დო­ლარს. თქვე­ენ, სერ? გი­ლო­ცავთ, სერ, კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია! 100 000 დო­ლა­რი "გე­ნი­ოს­ში"! აი, ელე­გან­ტუ­რი ახალ­გაზ­რ­და ტვი­დის პი­ჯაკ­ში! 120 000 დო­ლა­რი!!! დრო მი­დის, გირ­ჩევთ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა ამ ნა­ხა­ტის ტკი­ვილს, ემო­ცი­ას! 120 000 ერ­თი! 120 000 ორი! ას ოოც­ც­ციი ათა­სი...სა... 150 000 დო­ლა­რი! ჯენ­ტ­ლ­მე­ნი შავ ანა­ფო­რა­ში!"

"გე­ნი­ო­სი" შე­ი­ძი­ნა ჯენ­ტ­ლ­მენ­მა შავ ანა­ფო­რა­ში. და ნა­ხა­ტი სა­კუ­თარ ტა­ძარ­ში წა­ი­ღო.

...იწყე­ბა აუქ­ცი­ო­ნი.

აუქ­ცი­ონ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დის. შენ, მყიდ­ველ­მა უნ­და მო­ი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია იმ ტი­ლო­ზე, იმ ქან­და­კე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ დღეს და კონ­კ­რე­ტულ აუქ­ცი­ონ­ზე იქ­ნე­ბა გა­ტა­ნი­ლი. რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და ეს­წ­რე­ბო­დე ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და სან­დო აუქ­ცი­ო­ნებს ლონ­დონ­ში, პა­რიზ­ში, ნიუ იორ­კ­ში, ლოს ან­ჯე­ლეს­ში. უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი გა­ლე­რე­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან. ზედ­მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თ­ვის გა­მო­გად­გე­ბა.

 

P.S. ალ­ბათ, თე­მა ასე გა­იშ­ლე­ბა:

გე­ნი­ო­სი ტი­ლო­ზე - თე­მურ ქეც­ბაია.

მყიდ­ვე­ლი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

ერი - სა­ქარ­თ­ვე­ლო.

უცხო ტო­მი - კვიპ­რო­სი.

ალ­ბერ­ტო ჯა­კო­მე­ტი - ალ­ბერ­ტო ჯა­კო­მე­ტი.

"კა­ცი მო­დის" - გა­ი­ყი­და ოთხი წლის წინ 58 000 000 ევ­როდ.

P.S. 2 შე­გიძ­ლია ეცა­დო და შე­ნით აღ­მო­ა­ჩი­ნო პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი მხატ­ვა­რი ან მო­ქან­და­კე, ან უბ­რა­ლოდ, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით და­ე­კონ­ტაქ­ტო ყვე­ლა­ზე კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე დი­ლერს და არტ-პრე­ფე­რან­ს­ში მი­ზე­რის თა­მა­შის ილუ­ზია შექ­მ­ნა.

თე­მურ ქეც­ბა­ი­აც ილუ­ზი­ა­ში იყო. ჩვენც. ხან­და­ხან ილუ­ზია ას­წო­რებს. თან­და­ყო­ლილ ნაკლს ფა­რავს.

zura talakvadze