სამოყვარულო ამბები და სამი MVP
05 დეკემბერი, 2014
875
print

ნატა დავიდოვა

თბილისის "დინამოს" საკალათბურთო ბაზაზე კალათბურთის სამოყვარულო ლიგა მიდის. საინტერესო, საკაიფო ტურნირის მეორე სეზონი მიდის. მოქმედი ჩემპიონი არის "მგზავრები". ბევრი ცნობილი, აზრზე მოსული პერსონაჟით. "მგზავრებმა" შარშან, ფინალში სპორტის სასახლეში მოუგეს "მართვეს" და წაგებული ფინალისტი ამ სეზონში არის "არენა". თითქმის იგივე შემადგენლობა. თითქმის იგივე პერსპექტივა და რამდენიმე კარგი ახალი შემსრულებელი. "არენა" და "მგზავრები" ფინალის მოსაგებად ითამაშებენ და მანამდე, რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე არის გასაჩერებელი. რთული და საინტერესო თემაა.

ტურნირზე ისვენებ. მართლა ისვენებ. მიდიხარ, ნახევრადგამთბარ დარბაზში ალბათ, არ გაიყინები და იწყება თამაშები. ძაან საინტერესო თამაშები და ორმაგად გიმართლებს, თუ ერთ-ერთ გუნდში შენი მეგობარი ან უბრალოდ, ნაცნობი არის. თუ რომელიმე გუნდს ისე გულშემატკივრობ, როგორც თბილისში – "კლივლენდს", მაშინ "დინამოს" ბაზაზე მისვლა საერთოდ არაჩვეულებრივ ემოციებს გიტოვებს. ნუ, ალბათ, გესმით, რას ვგულისხმობ. შარშან, ფლეი ოფის ტესტების დროს, სამოყვარულო ლიგის ამბებზე უფრო მეტი გულშემატკივარი დადიოდა, ვიდრე - სუპერლიგაზე. ვეტერანები ბრუნდებიან. იდეაში, უკვე დაბრუნდნენ.

"მგზავრების" ლიდერები ამ სეზონში სამწვრთნელო ამბებით დაიტვირთნენ და რეგულარულის ფავორიტს თითქმის ყოველთვის, არასრული შემადგენლობა ჰყავს. კოტე ტუღუში შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელია, ბუბა ბერიშვილი მუშაობს იდენტურ დონეზე "მგზავრები-არმიაში" და იგივე კლუბში არის დაკავებული (პატარებში) ლაშა ლოსაბერიძე. "მგზავრების" ახალი წევრი, ირაკლი შანიძე "მგზავრები-არმიას" დამფუძნებელია. დავით ცერცვაძესთან ერთად, რომელმაც ჯერ სამოყვარულო დონეზე გაშანსა "მგზავრები" და შემდეგ დიდ გუნდასაც მიხედა. ირაკლი ჯაფარიძე რუსთავში მუშაობს და ამბროსი ორმოცაძე – "დინამოში".  ბრავო!

მე მომწონს სხვა გუნდებიც და სხვა გუნდებში კარგი ბიჭები თამაშობენ. თუნდაც, დავით მუშკუდიანი, რომელიც გახდა მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე და დათო ადრე საქართველოს ნაკრებში იყო. ცალკე თემაა "სილქ მედია ჰიუნდაი". ეს არის საქართველოს ვეტერანთა ნაკრები, რომელიც ფლორიდაში წავა. იქ ამ ასაკობრივი ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და ჩვენი მოხუცები ემზადებიან. პაატა გურასპაული, გია სანაძე, ზაზა ღონღაძე, ლევან წულაია, სხვებიც. ამ გუნდში დგას სოსო შერმადინიც, რომელმაც რომ მოინდომოს და ზედმეტი, სადღაც, 40 კილოგრამი დაიკლოს, სუპერლიგასაც გაქაჩავს. კი, კი, გაქაჩავს. და ვეტერანები იგებენ. ან აგებენ. და მსოფლიო გარჩევისთვის ემზადებიან. იქ რეალურად საინტერესო იქნება. უბრალოდ, აქ, სამოყვარულოზე, "სილქმა" ოდნავ ყურადღებით უნდა ითამაშოს.

ტურნირი ნელ-ნელა დაიქოქება და თუ დრო გექნებათ, შემოიარეთ "დინამოს" ბაზაზე. იქ მართლა მაღალი დონის კალათბურთი მიდის. ნუ, ყოველთვის არ მიდის, მაგრამ ძირითადად, იქ გემოვნებით, ლტოლვით და მოგების დიდი სურვილით თამაშობენ. პლიუს, ტურნირი მხოლოდ უქმეებზე იმართება და დროც მეტი გექნებათ. „მგზავრებში" საქართველოს ნაკრების რამდენიმე ყოფილი წევრი და კანდიდატია, „არენას" ძალიან უნდა "მგზავრების" დაგდება და ჯერ ვერ აგდებს. "თელიანი ველის" რუსტერში არიან ზურა ჩუბინიძე, ვლადიმერ სუხიშვილი, ვახტანგ მინაშვილი და „დირექტორების" მოთამაშე-მწვრთნელი არის მიხეილ ფანჩულიძე, რომელიც დღესაც კარგ კონდიციებში იმყოფება.

მოკლედ, გელოდებით.

გაიმართა ოთხი ტური და ოთხივე ტურში იყო საუკეთესო მოთამაშე. პირველი სამი ტურის MVP გავიაროთ.

პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშემ სამახსოვრო პრიზი მიიღო კომპანია "ბილაინისგან". და პირველი ტურიდან, ლიგას რამდენიმე პერსონალური ჰაილაითი აქვს. ყველას ვერ გადავშლით. სამს მივხედოთ.

წავედით.

*  *  *

კომპანია Beeline-მა კალათბურთის სამოყვარულო ლიგის საუკეთესო მოთამაშე დააჯილდოვა. პირველი ტურის MVP "არქიჯგუფის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მაისურაძე გახდა. მაისურაძეს კომპანია Beeline-მა მობილური ტელეფონი გადასცა.

პირველ ტურში "არქიჯგუფი" ტურნირის ერთ-ერთფავორიტს, "აფხაზეთს" ხვდებოდადამაისურაძეცენტრალურთამაშშიგამორჩეულიიყო. რეალურად კარგი და გამორჩეული.

მაისურაძისსტატისტიკა "აფხაზეთთან" - 32 წუთი, 26 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, მხოლოდ 1 შეცდომა და თამაშიდან ზუსტი სროლების ძალიან კარგი პროცენტი (55.6 %, 18/10).

"არქიჯგუფი" იგებს თამაშს 80:65. მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიშში სხვაობა უკვე 20 ქულა (63:43) იყო და მეოთხე მეოთხედში "აფხაზეთმა" სხვაობა ოდნავ შეამცირა.

„არქი ჯგუფი" არ არის ივენთის ერთ-ერთი ფავორიტი და ფავორიტების დონეზე თამაშობს. მაისურაძე ძალიან კარგი იყო. თუ კლუბის ლიდერები სტაბილურად გააკეთებენ საქმეს, „არქი ჯგუფი" ზედა ეშელონში დარჩება. უბრალოდ, ჯერ ძალიან ადრეა ფავორიტებში ამ ბენდის შეყვანაზე საუბარი. 7-8 ტურის შემდეგ მეტს გეტყვით. დავიცადოთ რა...

 *  *  *

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა დავით აკოლაშვილი.

"თელავის აკადემიის" ერთ-ერთი ლიდერი "სილქ მედია ჰიუნდაისთან" ძალიან კარგი იყო.

"თელავის აკადემიამ" საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს დამატებით დროში მოუგო. დაძაბული ოთხი მეოთხედი და ენერგიული დამატებით დრო - ეს იყო ამ ტურნირის გამორჩეული თამაში.

ძირითადი დრო 81:81 დასრულდა. აკოლაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო და ვეტერანების ნაკრებმა ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. უფრო აკადემიური თამაშით დამატებით დროში "თელავის აკადემია" იგებს. 96:91.

დავით აკოლაშვილის სტატისტიკა - 38 წუთი, 28 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა. ტურის საუკეთესო მოთამაშემ რესპექტაბელური პროცენტით შეასრულა თამაშიდან სროლები - 19/9.

კარგი იყო "სილქ მედია ჰიუნდასითან" "თელავის აკადემიის" კიდევ ერთი ლიდერი, ოთო მეფარიშვილი, რომელმაც 27 ქულა,. 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საუკეთესოდ მაინც აკოლაშვილი დაასახელეს.

აკოლაშვლის თამაშს აფასებს "სილქ მედია ჰიუნდაის" ერთ-ერთი წევრი, პაატა გურასპაული: "დათომ ბოლოში, სადაც საჭირო იყო, ყველაფერი კარგად გააკეთა. ჩააგდო ორ მნიშვნელოვანი სამიანი. მინდა წარმატება ვუსურვო მის გუნდს. "სილქ მედია ჯგუფი" თუ ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, უკეთესი იქნება."

დავით აკოლაშვილი მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშეა.

დამსახურებულად.

*  *  *

დავით მუშკუდიანი საქართველოს ნაკრების ცენტრი იყო. დღეს დავით მუშკუდიანი  კალათბურთის სამოყვარულო ლიგის გუნდის, "აფხაზეთის" ძირითადი ცენტრია. ვეტერანი ცენტრი მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"აფხაზეთმა" მძიმედ დაიწყო ტურნირი და პირველი ტური წააგო. მეორე ტურში გუნდი "თელავის აკადემიაზე" გავიდა.

მუშკუდიანის გუნდში მხოლოდ 6 მოთამაშე იყო. და დათო თითქმის შეუცვლელად იდგა ხუთეულში. 39 წუთი, ძალიან სოლიდური სტატისტიკა - 24 ქულა, 20 მოხსნა (ამ რეგულარულის რეკორდი), 24/12 ზუსტი სროლა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა. მუშკუდიანი დომინირებდა სამწამიანში და დათოზე თითქმის ყოველთვის ორმაგი მეურვეობა იყო. ეს მეტ სივრცეს აძლევდა მის თანაგუნდელებს და მუშკუდიანმა მაქსიმუმი გააკეთა.

"თელავის აკადემიაში" მხოლოდ 10 ქულით დაასრულა თამაში წინა ტურის MVP-მ, დავით აკოლაშვილმა. მან თამაშიდან 14/5 სროლა შეასრულა ზუსტად. ცუდი პროცენტი.

"აფხაზეთი" კარგი გუნდია. ითვლება ფლეი ოფში გასვლის კანდიდატად და "აფხაზეთმა" აუცილებელი თამაში მოიგო.

ეს მუშკუდიანის სტაბილურობამ განაპირობა.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა "მგზავრების" ბუბა ბერიშვილსაც, რომელიც მუშკუდიანის მთავარი კონკურენტი იყო. ბუბამ "არენასთან" 30 ქულა დააგროვა და 11/11 საჯარიმო გამოიყენა.

*  *  *

თბილისის „დინამოს" საკალათბურთო ბაზაზე კალათბურთის სამოყვარულო ლიგა მიდის. საინტერესო, საკაიფო ტურნირის მეორე სეზონი მიდის. მოქმედი ჩემპიონი არის „მგზავრები". ბევრი ცნობილი, აზრზე მოსული პერსონაჟით. „მგზავრებმა" შარშან, ფინალში სპორტის სასახლეში მოუგეს „მართვეს" და წაგებული ფინალისტი ამ სეზონში არის „არენა". თითქმის იგივე შემადგენლობა. თითქმის იგივე პერსპექტივა და რამდენიმე კარგი ახალი შემსრულებელი. „არენა" და „მგზავრები" ფინალის მოსაგებად ითამაშებენ და მანამდე, რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე არის გასაჩერებელი. რთული და საინტერესო თემაა.

მოდით „დინამოზე". იმ მოყვარულები მოქმედ პროფებს ფორას მისცემენ. 

lika andiashvili