სვეტური პოეზია
05 დეკემბერი, 2014
848
print

კოტე ყუბანეიშვილი

ალ­ლაჰ აქ ვარ 

 და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს გრძელ­პი­რა

და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს ხერ­ხ­პი­რა

და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს ცხვირ­პი­რა

და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს მაკ­რა­ტელ­პი­რა

და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს ნა­ჯახ­პი­რა

და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს ვამ­პი­რა

და­არ­ქ­ვით ალი­გა­ტორს რო­გო­რიც გინ­დათ ისე­თი ცუ­დი სიტყ­ვა

მაგ­რამ ჯო­ბია და­ი­ცა­დოთ სა­ნამ მდი­ნა­რეს გა­დაკ­ვეთთ.

 i>ჯონi> i>აგარდი i>(british underground poetry, metro poetry)

 

 

ვწერ და რა­დი­ოს ვუს­მენ თან

სა­ნამ ცო­ტა­თი მოვ­სუქ­დი

ჩვენ ვთა­ნამ­შ­რო­ლობთ რუ­სებ­თან

და შეგ­ვაქ სოფ­ლის პრო­დუქ­ტი

 

ისე­დაც ლაფ­ში დათხ­ვ­რი­ლებს

ცდა­ში ღუ­ზე­ბი ჩა­ვუშ­ვათ

ევ­რო­კავ­ში­რი გვაფ­რ­თხი­ლებს

რომ ეგებ ეს არ და­უშ­ვათ

 

მაგ­რამ აქ სულ სხვა დო­ნეა

ჭკუ­ას­თან არც გვაქ შე­ხე­ბა

და ნა­ოც­ნებ­რებს გვგო­ნია

რო ჩვენ ეს სულ არ გვე­ხე­ბა.

 ***

 

მე წე­რა კითხ­ვა სუ­ლით მა­მაღ­ლებს

ქმნა დრო­ის კარ­გ­ვის გა­მარ­თ­ლე­ბაა

და რად­გან ფუ­ლი აღარ მა­ნაღ­ვ­ლებს

ჩე­მი გო­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბაა

 

და ამო­ვი­დეს ხვა­ლე იქ­ნებ მზე

წით­ლად რიჟ­რაჟ­ზე ცის­კ­რის თვა­ლე­ბა

რომ მე ვი­ფიქ­რო ახალ წიგ­ნებ­ზე

რო­მელთ და­წე­რაც მე მე­ვა­ლე­ბა.

 ***

 

დღეს ჩე­მი გმი­რი მის­ტერ ბი­ნია

სულ­მა სი­ცი­ლი რად­გან იკ­მა­რა

გა­და­ი­ჩე­ხა თა­ნაც ღვი­ნია

და წი­ქა­რა­მაც რა­ღაც მი­ქა­რა

 

თან გე­ნე­ტი­კაც ზარ­მა­ცი როა

და ნა­ცარს ქე­ქავს დი­ლა სა­ღა­მო

დღეს ჩე­მი გმი­რი სა­სა­ცი­ლოა

რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო.

 ***

 

გა­საკ­ვი­რია თა­ვად ჰერ­კუ­ლესს

თა­ვის ცო­ლებ­მა არ უერ­თ­გუ­ლეს

ჯერ მო­წამ­ლუ­ლი კა­ბა ჩა­აც­ვეს

და რო­ცა მოკ­ვ­და გვა­მი გა­ძარ­ც­ვეს

ხო­და რად გვინ­და თა­ვის მარ­თ­ლე­ბა

ჩვენ უარე­სი დაგ­ვე­მარ­თე­ბა

და­ვი­კი­დე­ბით ალ­ბათ ყუ­რე­ბით

თუ­კი ცო­ლებს არ მო­ვუფ­რ­თხილ­დე­ბით.

 ***

 

რომ გა­მი­მარ­თ­ლებს რად ვე­ლი

ბე­დი ცხრა­თა­ვა დე­ვია

და რად­გა­ნაც ვარ ქარ­თ­ვე­ლი

მე უიღ­ბ­ლო­ბა მჩვე­ვია

 

მახ­სოვს რა დღე გუ­შინ­დე­ლი

ინ­ფორ­მა­ცი­ას ვავ­რ­ცე­ლებ

რად­გან არ ვუ­შინ­დე­ბი

და ბედ­თან ბრძო­ლას ვაგ­რ­ძე­ლებ.

 ***

 

ღმერ­თ­მა დაგ­ვაპ­როგ­რა­მა

გაგ­ვახ­ვია ზე­წარ­ში

ტვი­ნი არის პროგ­რა­მა

ჩა­წე­რი­ლი ზე­ცა­ში.

 

*** 

ის არ შეგ­ხ­ვ­დე­ბა რომ ელი

ვინც რა თქმა უნ­და მი­თია

და გა­გი­ღი­მებს რო­მე­ლი

ეს უკ­ვე შემ­თხ­ვე­ვი­თია

 

კა­ცი დი­ლი­დან მშრო­მე­ლი

ყვე­ლას­თ­ვის მა­გა­ლი­თია

ვინ არის შე­უც­დო­მე­ლი

ან ჩვენ­ზე კარ­გი რი­თია.

 ***

 

სუ­ლი ვის აუწო­ნია

ოფ­ლი ტკი­ვი­ლი და ცრემ­ლი

ცუ­დი რა მო­სა­წო­ნია

კარ­გია მუ­დამ სა­ძებ­ნი

 

ირ­გ­ვ­ლივ და­ბა­ლი დო­ნეა

ხალ­ხია გა­და­ნაგ­ვა­რი

არა­ვის გა­უ­გო­ნია

სი­ტუ­ა­ცია ამ­გ­ვა­რი.

 ***

 

გლე­ხი პრო­დუქ­ტებს აძ­ვი­რებს

და ზა­რალ­დე­ბა მყიდ­ვე­ლი

რა ენაღ­ვ­ლე­ბათ ნა­ძირ­ლებს

მო­ი­გებს გა­დამ­ყიდ­ვე­ლი

 

ჩვენ კი მო­ვის­მენთ სამ­ძიმ­რებს

და ვივ­ლით შიშ­ველ ტიტ­ვე­ლი

რაც ყო­ფას მე­ტად ამ­ძი­ებს

აზ­რე­ბი მოგ­დის ტვინ­მ­ტყ­ვ­ნე­ლი.

 ***

 

ეს ცხოვ­რე­ბა დახ­ლია

შა­ურს იგებ აბა­ზით

ჩე­მი ტვი­ნი სახ­ლია

უამ­რა­ვი დარ­ბა­ზით

 

ვი­ღას უნ­და ვემ­დუ­როთ

რად­გან დავ­რ­ჩით მარ­ტო­ნი

ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ

აღა­რა გვყავს პატ­რო­ნი

 

ლექ­სი არის წა­მა­ლი

სი­ნა­ნუ­ლის სინ­დ­რო­მის

ანუ გა­მო­სა­ვა­ლი

სამ­ყა­რო­ზე მინ­დო­ბის

 

სხვაც ვერ გშვე­ლის ვერ­ცერ­თი

სხვის­გან გად­მო­წე­რი­ლი

ლექ­სი არის რე­ცეპ­ტი

ღვთის­გან გა­მო­წე­რი­ლი.

 ***

 

თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად ენაა

გა­მომ­ხატ­ვე­ლი ზო­გა­დის

ქმნა ტკი­ვი­ლე­ბის თმე­ნაა

რა­შიც უბ­რა­ლოდ დრო გა­დის

 

და იბა­დე­ბა შეგ­ნე­ბა

სრუ­ლი­ად თა­ვი­სე­ბუ­რი

რა­საც შემ­დეგ­ში ექ­ნე­ბა

ხალ­ხ­ზე გავ­ლე­ნა მე­ფუ­რი

 

ამ­დე­ნი გუ­ლის ტკე­ნი­თა

თუ გად­მოგ­ვ­ხე­დავს გამ­ჩე­ნი

მოთ­მი­ნე­ბი­თა თქვე­ნი­თა

სუ­ლია გა­და­სარ­ჩე­ნი.

 ***

 

თუ სი­ცოცხ­ლის პრინ­ცი­პია

ნივ­თი­ე­რე­ბა­თა გაც­ვ­ლა

სა­ჭი­როა ორ­გა­ნიზ­მის

უსუფ­თა­ო­ბის­გან დაც­ლა

 

რად­გან საჭ­მელს ვერ ინე­ლებ

ენით თუ არ და­ი­მარ­ც­ვ­ლა

სა­ნამ ავ სენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

სხე­ულ­ში არ შე­ე­ნაც­ვ­ლა

 

მო­ვე­რი­დოთ უნ­და რად­გან

გა­მაძღ­ვ­რო­ბას სევ­დის მომ­ტანს

მთა­ვა­რია დაც­ვა ზო­მის

რო­ცა იღებ ცო­ტა ცო­ტას

 

და მშვი­დო­ბაც დამ­ყარ­დე­ბა

აზ­რიც მო­ვა ისევ თავ­ში

ეს ის რა­ო­დე­ნო­ბაა

რაც გა­და­დის თვი­სე­ბა­ში

 

ცოდ­ნა უზარ­მა­ზა­რია

არ ღირს ხე­ლის ჩა­ჭი­დე­ბა

ეს ცხოვ­რე­ბა ბა­ზა­რია

მა­შინ რო­ცა გა­ჭირ­დე­ბა

 

რაც მერ­ცხ­ლად გა­ზაფხულ­ზე

რა თქმა უნ­და აჭყივ­ლ­დე­ბა

ქვეყ­ნად რამ­დე­ნი რა­მეა

რაც სა­ერ­თოდ არ მჭირ­დე­ბა.

 ***

 

მე რაც მი­ზი­დავს გზაა უკ­ვ­ლე­ვი

და თუ ის არის ჩემ­თან ვინც მიყ­ვარს

ხში­რად მივ­ყ­ვე­ბი რო­გორც სუ­ლე­ლი

გზას რაც არ ვი­ცი სა­ით მი­მიყ­ვანს.

 ***

 

ძი­რი­თა­დი სირ­თუ­ლეა

მსოფ­ლი­ო­ზე და­მარ­თუ­ლი

იარა­ღი ბირ­თ­ვუ­ლია

აზ­როვ­ნე­ბა წარ­მარ­თუ­ლი

 

კონ­ფ­ლიქ­ტია წა­რა­მა­რა

სა­ზიზღა­რი სა­ყუ­რებ­ლად

და ერ­თი მი­ზე­ზიც კმა­რა

ყვე­ლას გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.

 ***

 

ლექ­სის წე­რა რთუ­ლია

აზ­როვ­ნე­ბის მწვერ­ვალ­ზე

ფიქ­რი გა­დარ­თუ­ლია

ათას­ნა­ირ წვრილ­მან­ზე

 

რა ჭა­მო რა და­ლიო

ან რა შმოტ­კა ჩა­იც­ვა

და ცხოვ­რე­ბა გა­ლიო

ისე წე­სი და­იც­ვა

 

მეც დრო­ე­ბას ვერ­გე­ბი

ამოჭ­რი­ლი ნაწ­ლა­ვით

მორ­ჩა შო­რი გეგ­მე­ბი

სულს ვა­კა­ვებ ამ წა­მით

 

რა­ღა დარ­ჩა სა­დარ­დო

თუ რა­ცი­ონს და­ვად­გენ

ცხოვ­რე­ბა რომ გა­დავ­დო

მე­რე რო­გორ აღ­ვად­გენ

 

ფეხს არა ვდგამ იმ მხა­რეს

შევ­ხ­ვ­დე პრო­ვინ­ცი­ე­ლებს

სა­დაც გუ­ლი სი­ხა­რულს

ვე­ღარ ან­ხორ­ცი­ე­ლებს

 

სა­დაც და­ძა­ბუ­ლი ვარ

ან­და სევ­და მაკ­ლია

რად­გან მე ის გუ­ლი ვარ

ვი­საც ჭკუა აკ­ლია

 

რად­გან მე ის ფიქ­რი ვარ

ში­ში რო მაქვს სას­რუ­ლის

მო­მავ­ლის­კენ მივ­ქ­რი­ვარ

გა­ცოცხ­ლე­ბით წარ­სუ­ლის.

 ***

 

ყვე­ლას რა­ღაც ადარ­დებს

ზოგს სა­ხე­ლი ზოგს ფუ­ლი

და სურს სად­მე გა­ვარ­დეს

სა­ზე­ი­მოდ მორ­თუ­ლი

 

მეც სი­ცოცხ­ლეს გა­დამ­დეს

მა­თი ჟი­ნი სპორ­ტუ­ლი

რა ვქნა ჯა­ნიც გა­ვარ­დეს

დროა პატ­რი­ო­ტუ­ლი.

 ომარ ჰა­­ამს

 

 ზო­გი ღვთა­ე­ბად ღვი­ნოს თვლის

ლა­მის ამოჭ­რან ელენ­თა

აბა ამ ქვეყ­ნად ვინ მოს­თ­ვ­ლის

სიმ­რავ­ლეს სი­სუ­ლე­ლე­თა.

 ***

 

რა ლა­მა­ზია ზოგ­ჯერ სხე­უ­ლი

ლა­მის გავ­გიჟ­დე მი­სი მსურ­ვე­ლი

კარგ ტან­საც­მელ­ში გა­მოხ­ვე­უ­ლი

თან რომ აუდის ნა­ზი სურ­ნე­ლი

 

კარ­გად შე­ხე­დავ ფორ­მაც სრუ­ლია

არ მო­გატყუ­ონ ოღონდ თვა­ლებ­მა

რად­გან მთა­ვა­რი მა­ინც სუ­ლია

შიგ­ნით რაც ბუ­დობს და იმა­ლე­ბა.

კოტე ყუბანეიშვილი