ჯო­ჯო­ხეთ­გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლა­ქი
12 დეკემბერი, 2014
754
print

ავ­თან­დილ გუ­რა­საშ­ვი­ლი

სადღაც ამო­ვი­კითხე, ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რ­ზე მხატ­ვ­რუ­ლი და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვით დრეზ­დენს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ წამ­ყ­ვან კულ­ტუ­რულ დე­და­ქა­ლაქს გა­ე­ჯიბ­რო­სო.

მარ­თ­ლაც, დრეზ­დე­ნი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოდ მი­უჩ­ნე­ვი­ათ, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავ­და პო­ე­ტებ­სა და მხატ­ვ­რებს, ხუ­როთ­მოძღ­ვ­რებ­სა და მუ­სი­კო­სებს... ისი­ნი ქა­ლაქს აღიქ­ვამ­დ­ნენ რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ერ­თი­ან ქმნი­ლე­ბას.

ასე­თი შე­ფა­სე­ბა დრეზ­დენ­მა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სის, ცვინ­გე­რის წყა­ლო­ბით და­იმ­სა­ხუ­რა.

დრეზ­დე­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომა­მა­დე სა­მარ­თ­ლი­ა­ნად ით­ვ­ლე­ბო­და გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლა­ქად. „მუ­სი­კა ქვა­ში"-ო, ასე ამ­ბობ­დ­ნენ დრეზ­დენ­ზე და მას გა­ნა­დი­დებ­დ­ნენ რო­გორც ერთ მთლი­ან ქა­ლაქ­თ­მ­შე­ნებ­ლო­ბის ან­სამბლს, რო­მე­ლიც ბრწყინ­ვა­ლედ და ჰარ­მო­ნი­უ­ლად ეწე­რე­ბო­და სი­ლა­მა­ზით უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს ლან­დ­შაფტს.

გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დრეზ­დენს „ფლო­რენ­ცი­ას ელ­ბა­ზე" უწო­დე­ბენ, თუმ­ცა მე­ხოტ­ბე­ნი არც უცხო­ეთ­ში აკ­ლია.

„გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რი ქა­ლა­ქი მა­ინც დრეზ­დე­ნია, მაგ­რამ იქ რამ­დე­ნი­მე დღით კი არ უნ­და შე­ი­ა­რო, არა­მედ უნ­და იცხოვ­რო. მი­სი მუ­ზე­უ­მე­ბი და სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რე­ე­ბი, სა­სახ­ლე­ე­ბი, ბა­ღე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით აღ­ვ­სი­ლი უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი შე­მო­გა­რე­ნი - ეს ყო­ვე­ლი­ვე მო­გა­ჯა­დო­ებთ, თუ იქ მთელ ზამ­თარს გა­ა­ტა­რებთ"... ეს ჯე­რომ ჯე­რო­მია, მი­სი კო­ლე­გა და ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი ნი­კო­ლაი კა­რამ­ზი­ნი კი წერ­და:

„და იქ, დიდ ველ­ზე, სა­დაც ელ­ბა მო­ე­დი­ნე­ბა, ჩემ თვალ­წინ დრეზ­დე­ნი გა­და­ი­შა­ლა. მდი­ნა­რის ერთ მხა­რეს ამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი ბორ­ც­ვე­ბი, დი­ა­დი ქა­ლა­ქი და ვრცე­ლი, ნა­ყო­ფი­ე­რი ვე­ლიც ერთ დი­დე­ბულ ხედს შე­ად­გე­ნენ".

და რა­კი ახ­ლა ჩვენც დრეზ­დე­ნის ცვინ­გე­რის­კენ მიგ­ვიპყ­რია მზე­რა, გა­ვიხ­სე­ნოთ თა­ვად გერ­მა­ნე­ლის, ბო­ტა­ნი­კოს გერ­ჰარდ ფრან­ცის სიტყ­ვე­ბიც:

„ცვინ­გე­რი გერ­მა­ნუ­ლი ბა­რო­კოს არ­ქი­ტექ­ტუ­რის უმაღ­ლე­სი ზე­ი­მია. გერ­მა­ნი­ის არ­ცერთ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­გე­ბო­ბა­ში ისე მძლავ­რად და მსგავ­სი სი­დი­ა­დით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ბა­რო­კოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­გორც ცვინ­გერ­ში".

ეს მშვე­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც მთე­ლი დრეზ­დე­ნი, ვერ გა­და­ურ­ჩა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მი­წუ­რულს იმ სა­ში­ნელ და­ბომ­ბ­ვას, რო­მე­ლიც ქა­ლაქს თავს და­ატყ­და, მაგ­რამ მა­ნამ იმ ჯო­ჯო­ხე­თურ ღა­მეს გა­ვიხ­სე­ნებ­დეთ, თა­ვად ცვინ­გე­რის ის­ტო­რი­ას გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი.

აღ­დ­გე­ნი­ლი ცვინ­გე­რი ისევ თა­ვის ად­გილ­ზეა, ძვე­ლი დრეზ­დე­ნის იმ რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სი­მაგ­რე­თა სის­ტე­მა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. თა­ვად სიტყ­ვა „Zwinger" გუ­ლის­ხ­მობს რა­ღა­ცის მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­ვას, მო­თოკ­ვას.

XVI -XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გერ­მა­ნი­ის ქა­ლა­ქებ­ში ამ სიტყ­ვით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ და მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ ად­გილს თუ სივ­რ­ცეს, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ში­და და გა­რე სი­მაგ­რე­თა კედ­ლებს შო­რის იყო მოქ­ცე­უ­ლი. ბო­ლოს, დრეზ­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს სიტყ­ვა, ცვინ­გე­რი, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სა­ხე­ლი გახ­და, რა­კი­ღა, ქა­ლა­ქის გა­მაგ­რე­ბის ად­გილ­ზე გა­შენ­და და კურ­ფი­ურ­ს­ტერ­თა ცი­ხე­სი­მაგ­რის და­სა­ცა­ვად იყო მო­წო­დე­ბუ­ლი. მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში იქ სხვა­დას­ხ­ვა კა­რის ზე­ი­მე­ბი იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნ­და, რომ ცვინ­გერ­მა დრეზ­დე­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მე­ტად შე­ა­სუს­ტა, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მშვე­ნი­ე­რე­ბა იყო უმ­თავ­რე­სი, რაც მარ­თ­ლაც აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნე­ბე­ლი გა­მოდ­გა.

ასე იყო თუ ისე, ცვინ­გე­რის აღ­მო­ცე­ნე­ბას უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ ავ­გუსტ ძლი­ერს, რო­მე­ლიც 1694 წლი­დან საქ­სო­ნი­ის კურ­ფი­ურ­ს­ტი იყო, 1697 წლი­დან კი პო­ლო­ნე­თის მე­ფე - ავ­გუსტ II. იმ დროს სხვა მბრძა­ნებ­ლე­ბი­ვით ისიც ცდი­ლობ­და საფ­რან­გე­თის მე­ფე ლუ­დო­ვი­კო XIV გა­ტო­ლე­ბო­და და თა­ვი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას სა­მე­ფო კა­რის მხი­ა­რუ­ლი ზე­ი­მე­ბი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბით აღ­სავ­სე სა­სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ახ­დენ­და, ყო­ვე­ლი­ვეს კი ბიძ­გი მის­ცა 1709 წელს და­ნი­ის მე­ფის სტუმ­რო­ბამ. მის და­სახ­ვედ­რად და სა­მას­პინ­ძ­ლოდ ავ­გუსტ მე­ო­რემ გა­დაწყ­ვი­ტა ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­აღ­ლუ­მო პლა­ცის მოწყო­ბა, რო­მელ­საც ხის ნა­გე­ბო­ბა და ხის­სა­ვე ტრი­ბუ­ნა და­ამ­შ­ვე­ნებ­და. ამის მე­რე ავ­გუსტ მე­ფეს და­ე­ბა­და იდეა, რომ ხის ნა­გე­ბო­ბე­ბი ქვით შე­ეც­ვა­ლა და მუდ­მი­ვი მო­ე­და­ნი მო­ეწყო. ამას­თან, მო­დას აყო­ლილ­მა ისურ­ვა, რომ იქ­ვე, რა­მე­ნა­ი­რად ორან­ჟე­რე­აც გა­შე­ნე­ბუ­ლი­ყო და ამ მხრი­ვაც ლუ­დო­ვი­კოს­თ­ვის მი­ე­ბა­ძა, სა­დაც იმ დრო­ის­თ­ვის მე­ტად პო­პუ­ლა­რულ და მო­დურ ფორ­თო­ხალს გა­ა­ხა­რებ­და და არც სხვა ეგ­ზო­ტი­კურ ხილს და­ი­ვიწყებ­და. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­ოც­რე­ბის შექ­მ­ნა ავ­გუსტ მე­ფემ სა­მე­ფო კა­რის გე­ნი­ა­ლურ ხუ­როთ­მოძღ­ვარ მა­თე­უს და­ნი­ელ პე­პელ­მანს და­ა­ვა­ლა. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სას­წა­უ­ლის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლი იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ მე­ფემ თა­ვი­სი ხუ­როთ­მოძღ­ვა­რი იმ დრო­ის ულა­მა­ზეს ქა­ლა­ქებ­ში: პრა­ღა­ში, ვე­ნა­ში, რომ­ში, ფლო­რენ­ცი­ა­ში, ნე­ა­პოლ­ში, პა­რიზ­ში და სხვა­გა­ნაც მი­ავ­ლი­ნა, რა­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის იქა­ურ ნი­მუ­შებს თვალ­ნათ­ლივ გაც­ნო­ბო­და და იდე­ე­ბით აღ­ვ­სი­ლი­ყო.

მარ­თ­ლაც, პე­პელ­მან­მა ბა­რო­კოს ჭეშ­მა­რი­ტი შე­დევ­რი შექ­მ­ნა, რო­მელ­საც ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­ერ­წყა სკულ­პ­ტუ­რუ­ლი დე­კო­რის ელე­მენ­ტე­ბი. ამ უჩ­ვე­უ­ლო და ფან­ტას­ტი­ურ ქან­და­კე­ბა­თა უმე­ტე­სო­ბა საჭ­რეთ­ლის დი­დოს­ტატ ბალ­თა­ზავრ პერ­მო­ზე­ნის სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­მო­ი­ძერ­წა , რო­მელ­მაც ნა­გე­ბო­ბა­თა ფა­სა­დე­ბი, ნი­შე­ბი, შად­რევ­ნე­ბი თუ კას­კა­დე­ბი და­ამ­შ­ვე­ნა. ამ­გ­ვა­რად შე­იქ­მ­ნა მხატ­ვ­რუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ცვინ­გე­რის მნახ­ველ­თა სულ­სა და გულს ახა­რებ­და. პერ­მო­ზე­ნეს ამ ქმნი­ლე­ბა­თა შო­რის იყო „ნიმ­ფე­ბის ბა­ნა­ო­ბა", რო­მე­ლიც ფრან­გუ­ლი გრო­ტის პა­ვი­ლი­ო­ნის მიღ­მა მრა­ვა­ლი ქან­და­კე­ბით დამ­შ­ვენ­და...

ცვინ­გე­რის ნა­გე­ბო­ბა­თა კომ­პ­ლექ­სი პე­პელ­მა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მა­ინც ვერ დას­რულ­და. მი­სი სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს მარ­თ­კუთხა გა­ლე­რე­ის (214X158 მ.) სა­მი მხა­რე იყო აგე­ბუ­ლი. პირ­ველ ნა­გე­ბო­ბა­თა შო­რის აღ­მოჩ­ნ­და „ჭიშ­კა­რი გვირ­გ­ვინს ქვე­მოთ".

ეს ჭიშ­კა­რი და­ბო­ლო­ე­ბუ­ლია პო­ლო­ნე­თის მო­ოქ­რო­ვი­ლი სა­მე­ფო გვირ­გ­ვი­ნით, რო­მე­ლიც ასე­ვე პო­ლო­ნე­თის ჰე­რალ­დი­კუ­რი გერ­ბის მო­ოქ­რო­ვილ ოთხ არ­წივს ეყ­რ­დ­ნო­ბა. ისი­ნი შეგ­ვახ­სე­ნე­ბენ, რომ 1697 წლი­დან ავ­გუსტ ძლი­ე­რი პო­ლო­ნე­თის მე­ფეც იყო.

1733 წელს ავ­გუს­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­რე მი­სი საქ­მე მი­სი­ვე ვა­ჟიშ­ვილ­მა ფრიდ­რიხ ავ­გუსტ II გა­ნაგ­რ­ძო და­უცხ­რომ­ლად და ბო­ბოქ­რად, ვი­სი წყა­ლო­ბი­თაც ცვინ­გერ­მა და მთელ­მა ქა­ლაქ­მა ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო, რი­თაც დრეზ­დე­ნე­ლე­ბი ამა­ყო­ბენ.

დრეზ­დე­ნე­ლე­ბი ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი 1854 წელს არ­ქი­ტექ­ტორ გოტ­ფ­რიდ ზემ­პე­რის მი­ერ აგე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის გა­ლე­რე­ით, რი­თაც ცვინ­გე­რის კომ­პ­ლექ­ს­მა თა­ვი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო. დი­დი აღორ­ძი­ნე­ბის ხა­ნის სტილ­ში წა­მო­მარ­თულ­მა ამ ნა­გე­ბო­ბამ არა მხო­ლოდ თა­ვი­სი უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი იერ­სა­ხით გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცი­ი­თაც, სა­დაც და­ცუ­ლი იყო და ახ­ლაც გა­მო­ფე­ნი­ლია ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა რა­ფა­ე­ლის „სიქ­ს­ტის მა­დო­ნა", ტი­ცი­ა­ნის, ვე­რო­ნე­ზეს, კო­რე­ჯოს, ვან დე­ი­კის, რუ­ბენ­სის, რემ­ბ­რან­დ­ტის, ჰოლ­ბე­ი­ნის, კრა­ნა­ხის, დი­უფ­რუ­სა და სხვა სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ მხატ­ვარ­თა ტი­ლო­ე­ბი...

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სას დრეზ­დე­ნის ეს შე­დევ­რე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც გა­ნად­გუ­რე­ბას გა­და­ურ­ჩა.

სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, ვერ გა­დარ­ჩა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შე­ბი. მთე­ლი ეს მშვე­ნი­ე­რე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სას­რულს უძ­ლი­ე­რეს­მა ავი­ა­და­ბომ­ბ­ვამ შე­ი­წი­რა. 1945 წლის 13 თე­ბერ­ვ­ლის ღა­მეს დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ბომ­ბ­დამ­შე­ნებ­მა, საბ­ჭო­ეთ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, დევ­ნი­ლე­ბით სავ­სე ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რა­ლუ­რი რა­ი­ო­ნე­ბის თავს 1 300 ფუ­გა­სუ­რი და 137 000 აალე­ბა­დი ბომ­ბი და­ა­ყა­რეს, რაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მე­რე გა­ი­მე­ო­რეს, გამ­თე­ნი­ი­სას კი საქ­მე ამე­რი­კელ­თა 300-მდე ბომ­ბ­დამ­შენ­მა მო­ა­თა­ვა, თუმ­ცა იმ დრო­ის­თ­ვის ქა­ლა­ქი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო. ამ ყო­ვე­ლი­ვეს 25-იდან 3 5000-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ცეცხ­ლო­ვან­მა ქარ­ბორ­ბა­ლამ იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. მე­რე, რო­ცა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ცეცხ­ლი ჩაქ­რა და ბო­ლი გა­ი­ფან­ტა, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კა­ტას­ტ­რო­ფის სა­ში­ნე­ლი მას­შ­ტა­ბე­ბი იხი­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, რომ დრეზ­დენ­ში სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის ზო­ნის ფარ­თო­ბი ოთხ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ნა­გა­სა­კი­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის ნგრე­ვის შე­დე­გებს.

ისიც აღ­მოჩ­ნ­და, რომ დრეზ­დე­ნის სა­ქა­ლა­ქო ნა­გე­ბო­ბა­თა 80 პრო­ცენ­ტი სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე და­ინ­გ­რა, ხო­ლო საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის 50 პრო­ცენ­ტი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და.

ბრი­ტა­ნელ მფრი­ნავ­თა ერ­თი რა­დის­ტი იხ­სე­ნებ­და:

„მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ჩვენ სა­ა­თო­ბით დავ­ფ­რი­ნავ­დით ცეცხ­ლო­ვა­ნი ზღვის თავ­ზე, რო­მე­ლიც ქვე­მოთ ბო­ბოქ­რობ­და. ზე­მო­დან ეს ყო­ვე­ლი­ვე ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­გორც ავის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი წი­თე­ლი ნა­თე­ბა, რო­მელ­საც ბო­ლის თხე­ლი ფე­ნა ფა­რავ­და. მახ­სოვს, ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რებ­თან აღ­მომ­ხ­და:

„ღმერ­თო, ეს უბე­დუ­რე­ბი, ქვე­მოთ"...

დრეზ­დე­ნის ერ­თი მო­ქა­ლა­ქე, მო­ცეკ­ვა­ვე და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი გრეტ პა­ლუ­კი კი ამ­ბობ­და: „ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა გან­ვი­ცა­დე, ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მის და­საძ­ლე­ვად მთე­ლი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და. ღამ­ღა­მო­ბით, რო­ცა ის სა­ში­ნე­ლე­ბა მე­სიზ­მ­რე­ბო­და, მუ­დამ ვყვი­რო­დი და ვკი­ო­დი".

რა თქმა უნ­და,და­ბომ­ბ­ვას შე­ე­წი­რა უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ამა­ყობ­და დრეზ­დე­ნი და მთე­ლი გერ­მა­ნია. ეს იყო სა­სახ­ლე რე­ზი­დენ­ცია, გრო­სერ გარ­ტე­ნის ბაღ­ში მდე­ბა­რე სა­სახ­ლე, კო­ზელ­ს­კი­სა და ტა­შენ­ბერ­გის სა­სახ­ლე­ე­ბი, იაპო­ნუ­რი სა­სახ­ლე, კა­თო­ლი­კუ­რი სა­კა­თედ­რო ტრა­ძა­რი, სო­ფი­ენ­კირ­ხეს, ფრა­უ­ინ­კირ­ხე­სა თუ სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბი, ზემ­პე­რის მი­ერ აგე­ბუ­ლი ოპე­რა და სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა, დრეზ­დენ­ში პე­პელ­მა­ნის პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი…

და­ბომ­ბ­ვი­დან სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ქა­ლა­ქის აღ­დ­გე­ნა და­იწყეს. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა ცვინ­გე­რი­სა და სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბა იყო.

ნა­გე­ბო­ბა­თა ნა­წი­ლი ომის­შემ­დ­გომ წლებ­ში აღად­გი­ნეს, სხვებ­ზე კი, მა­თი უნი­კა­ლუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დ­ნენ ხე­ლი აეღოთ და ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბით ჩა­ე­ნაც­ვ­ლე­ბი­ნათ. ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში 40-წლი­ა­ნი აღ­დ­გე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დ­გომ თით­ქ­მის დას­რულ­და. ეს მოხ­და 2005 წელს, რო­ცა დრეზ­დე­ნუ­ლი ბა­რო­კოს კი­დევ ერ­თი შე­დევ­რი, „ფრა­უ­ინ­კერ­ხე" აღად­გი­ნეს და მი­სი სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნაც მო­აწყეს, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი სიმ­ბო­ლო გახ­და.

ახ­ლა დრეზ­დე­ნი, რომ­ლის ფარ­თო­ბის 63 პრო­ცენ­ტი ტყე­ე­ბი­თა და პარ­კე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი, კვლავ ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ქა­ლა­ქია, თუმ­ცა იგი მრეწ­ვე­ლო­ბი­თაც და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლია. დრეზ­დე­ნი თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­თაც ამა­ყობს, რაც მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რისტს იზი­დავს (მა­გა­ლი­თად, 2009 წელს დრეზ­დენს 8 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი ეწ­ვია).

ამ­გ­ვა­რად, დრეზ­დე­ნი გერ­მა­ნი­ის სხვა ქა­ლა­ქე­ბის­გან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია.

ავთანდილ გურასაშვილი