"ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო არ გი­ნა­ხავთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჯერ არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ"
12 დეკემბერი, 2014
6848
print

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე

 "ქარ­თუ­ლი დღი­­რე­ბი. რო­ბერტ კა­პა სა­ქარ­­ვე­ლო­ში. 1947 Tbilisi Photo Festival 2014-ის ერთ-ერ­თი ცენ­­რა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა იყო. გა­მო­ფე­ნა ფო­ტო ფეს­ტი­ვა­ლის და თი­ბი­სი ბან­კის პარ­­ნი­­რო­ბის ფარ­­ლებ­ში გა­­მარ­თა.

 

2014 წელს რო­ბერტ კა­პას გარ­დაც­ვა­ლე­ბის 60 წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ХХ სა­უ­კუ­ნის ფო­ტოგ­რა­ფი­ის ლე­გენ­დის, წარ­მო­შო­ბით უნ­გ­რე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის რო­ბერტ კა­პას გარ­დაც­ვა­ლე­ბის 60 წლის­თავს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ფე­ნე­ბით და გა­მო­ფე­ნე­ბის ირ­გ­ვ­ლივ და­გეგ­მი­ლი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რენ.

Tbilisi Photo Festival-მა ეს თა­რი­ღი აღ­ნიშ­ნა გა­მო­ფე­ნით "ქარ­თუ­ლი დღი­უ­რე­ბი. რო­ბერტ კა­პა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში".

"ქარ­თუ­ლი დღი­უ­რე­ბი. რო­ბერტ კა­პა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" იმ ფო­ტო სე­რი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ცნო­ბილ­მა უნ­გ­რელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა რო­ბერტ კა­პამ 1947 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­და­ი­ღო. რო­ბერტ კა­პამ და მის­მა მე­გო­ბარ­მა ამე­რი­კე­ლი მწე­რალ­მა ჯონ სტა­ინ­ბეკ­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ, იმ­დ­რო­ინ­დელ რეს­პუბ­ლი­კა­ში იმოგ­ზა­უ­რეს: რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად, ჯონ სტა­ინ­ბეკ­მა "რუ­სუ­ლი დღი­უ­რი" და­წე­რა, რო­მე­ლიც 1948 წელს გა­მო­ი­ცა რო­ბერტ კა­პას ფო­ტო­ე­ბის თან­ხ­ლე­ბით.

ვიდ­რე ცნო­ბი­ლი უნ­გ­რე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი რო­ბერტ კა­პა და ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ჯონ სტა­ინ­ბე­კი სა­მოგ­ზა­უ­როდ სა­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბოდ­ნენ 1947 წელს, მათ ერ­თ­მა­ნე­თი გა­იც­ნეს ალ­ჟირ­ში, 1943 წელს, რო­დე­საც სას­ტუმ­როს ერთ ნო­მერ­ში მოხ­ვ­დ­ნენ და სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად იტა­ლი­ის მა­ტე­რიკ­ზე მო­კავ­ში­რე­თა შეჭ­რას ელოდ­ნენ. 1947 წელს კა­პა და სტა­ინ­ბე­კი კვლავ შეხ­ვ­დ­ნენ ნიუ-იორ­კ­ში და მა­ლე მა­თი ომის­დ­რო­ინ­დე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

რო­დე­საც ჯონ სტა­ინ­ბეკ­მა კა­პას თა­ვი­სი სურ­ვი­ლი გა­უ­ზი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­პამ მას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­თა­ვა­ზა ერ­თად გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ და ტექსტს დარ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წიგ­ნი გა­მო­ე­ცათ. "ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გა­დაქ­ცე­ვა ფა­თე­რა­კე­ბის მა­ძი­ე­ბელ ძველ­მო­დურ დონ კი­ხო­ტად და სან­ჩო პან­სად, - წერ­და სტა­ინ­ბე­კი, - რა­თა "რკი­ნის ფარ­დის" მიღ­მა ჩვე­ნი კალ­მე­ბით, შუ­ბე­ბით და ობი­ექ­ტი­ვით შევ­ბ­რ­ძო­ლე­ბო­დით ამ­ჟა­მინ­დელ ქა­რის წის­ქ­ვი­ლებს." "რუ­სუ­ლი დღი­უ­რი" 1948 წელს გა­მო­ი­ცა. ამე­რი­კა­ში იგი პრო­საბ­ჭო­ურ ნა­წარ­მო­ე­ბად შე­რაცხეს, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კი - ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად. შტა­ტებ­ში სტა­ინ­ბე­კის წიგ­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ცა, ხო­ლო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის არც თუ დი­დი მო­ცუ­ლო­ბის "რუ­სუ­ლი დღი­უ­რის" თარ­გ­მანს და გა­მო­ცე­მას 40 წე­ლი და­ჭირ­და.

რო­ბერტ კა­პას მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი კი პირ­ვე­ლად 2003 წელს და­ი­ბეჭ­და და გა­მო­ი­ფი­ნა თბი­ლის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. გა­მო­ფე­ნას რო­ბერტ კა­პას ძმა, ასე­ვე ფო­ტოგ­რა­ფი კორ­ნელ კა­პა კუ­რი­რებ­და ნიუ-იორ­კი­დან. თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნის წარ­მა­ტე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად კორ­ნელ კა­პამ ფო­ტო­ე­ბის ეს სე­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხა­რეს გა­დას­ცა. მაშ შემ­დეგ, რო­ბერტ კა­პას მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი თი­ბი­სი ბან­კის კო­ლექ­ცი­ა­შია და­ცუ­ლი.

ამო­ნა­რი­დე­ბი ჯონ სტე­ინ­ბე­კის "რუ­სუ­ლი დღი­­რი­დან"

ყველ­გან, სა­დაც კი მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­მუდ­მე­ბით გვეს­მო­და სიტყ­ვა "სა­ქარ­თ­ვე­ლო". ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თხე­ლაც არ ყო­ფი­ლან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, შე­საძ­ლოა, ვე­რა­სო­დეს მო­ა­ხერ­ხონ იქ ჩას­ვ­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბი­თა და მი­სი ნახ­ვის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლით. მა­თი სიტყ­ვით ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან სუ­პერ­მე­ნე­ბი, სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­ი­ქე­ი­ფე­ნი, სა­უცხოო მო­ცეკ­ვა­ვე­ნი, დი­დე­ბუ­ლი მუ­სი­კოს­ნი, მუ­შაკ­ნი და არ­შიყ­ნი. ისი­ნი კავ­კა­სი­ა­ში, შა­ვი ზღვის პი­რას მდე­ბა­რე ამ ქვე­ყა­ნას მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ, რო­გორც მე­ო­რე სა­მოთხეს. ჩვენ უკ­ვე გვჯე­რო­და, რომ რუ­სე­თის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმე­დოვ­ნებს - თუ­კი მთე­ლი სი­ცოცხ­ლე პა­ტი­ოს­ნად და ზნე­ობ­რი­ვად ვიცხოვ­რებთ, სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ სა­მოთხე­ში კი არ ამოვ­ყოფთ თავს, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიო, სა­დაც არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჰა­ვა, ბა­რა­ქი­ა­ნი მი­წა და სა­კუ­თა­რი პა­წია ოკე­ა­ნე. მო­ქა­ლა­ქის დამ­სა­ხუ­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე ჯილ­დოვ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გამ­გ­ზავ­რე­ბით, აქ ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ავად­მ­ყო­ფო­ბის შემ­დეგ ძალ­ღო­ნის აღ­სად­გე­ნად. ომის წლებ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლო დარ­ჩა ღვთივ­კურ­თხე­ულ ალა­გად, აქამ­დე არა­სო­დეს მო­უღ­წე­ვი­ათ გერ­მა­ნელ­თა არც ჯარ­სა და არც თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს. ეს იყო ერთ-ერ­თი იმ რე­გი­ონ­თა­გა­ნი, რო­მელ­საც არ შე­ხე­ბია ომის მსახ­ვ­რე­ლი ხე­ლი.

****

ეს ქარ­თ­ვე­ლე­ბი სულ არ ჰგვა­ნან რუ­სებს. ისი­ნი ლა­მის ბო­შე­ბი­ვით შავ­გ­ვ­რემ­ნე­ბი არი­ან - კრი­ა­ლა კბი­ლე­ბით, გრძე­ლი, კარ­გად ჩა­მოქ­ნი­ლი ცხვი­რი­თა და შა­ვი ხუ­ჭუ­ჭა თმით. თით­ქ­მის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ულ­ვა­შაა და შე­სა­ხე­და­ვად სჯო­ბი­ან კი­დეც ქა­ლებს. ისი­ნი ხმელ-ხმე­ლი აღ­ნა­გო­ბი­სა და მკვირ­ცხ­ლ­ნი არი­ან. შა­ვი ფე­რის ბრი­ა­ლა თვა­ლე­ბი აქვთ. წაგ­ვი­კითხავს და კი­დეც უთ­ქ­ვამთ ჩვენ­თ­ვის, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი სე­მი­ტუ­რი მოდ­გ­მის ხალ­ხია, მა­თი წი­ნაპ­რე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ ევ­ფ­რა­ტის ველ­ზე, მა­ნამ­დე, ვიდ­რე ბა­ბი­ლო­ნი ქა­ლა­ქად იქ­ცე­ო­და, რომ ისი­ნი არი­ან შუ­მერ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი და წარ­მო­ად­გე­ნენ ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ტომს, მსოფ­ლი­ო­ში დღეს არ­სე­ბულ­თა­გან. ისი­ნი არი­ან მგზნე­ბა­რე­ნი, ამაყ­ნი, გულ­მ­ხურ­ვა­ლე­ნი და მხი­ა­რულ­ნი და რუ­სე­თის სხვა ხალ­ხე­ბის დიდ აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვე­ვენ. ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ გამ­ძ­ლე­ო­ბას და ნი­ჭი­ე­რე­ბას - სა­უცხოო მხედ­რე­ბი და ჩი­ნე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბი ვარ­თო. ქარ­თ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი დი­დი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ რუს ქა­ლებ­ში. ქარ­თ­ვე­ლე­ბი პო­ე­ტუ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი და ცეკ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხია. ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით, მხურ­ვა­ლე არ­ში­ყო­ბა იცი­ან. უეჭ­ვე­ლია, ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ ბუ­ნე­ბი­სა­გან და­ლოც­ვილ მი­წა­ზე, რომ­ლის­თ­ვი­საც, სავ­სე­ბით ცხა­დია, უნ­და ებ­რ­ძო­ლათ ორი ათა­სი წლის მან­ძილ­ზე.

***

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა­ო­დენ სუფ­თა ქა­ლა­ქია თბი­ლი­სი. ეს გახ­ლავთ პირ­ვე­ლი სუფ­თა ქა­ლა­ქი აღ­მო­სავ­ლუ­რი ქა­ლა­ქე­ბი­დან, რო­მე­ლიც კი მი­ნა­ხავს. მდი­ნა­რე­ში, ქა­ლა­ქის ცენტრს შუ­ა­ზე რომ ჰკვეთს, ასო­ბით ბი­ჭუ­ნა ბა­ნა­ობ­და. იქ არ შე­იმ­ჩ­ნე­ვა ნგრე­ვა­თა კვა­ლი. ჩანს მხო­ლოდ ის კვა­ლი, დრო-ჟამს რომ და­უ­ტო­ვე­ბია ამ ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი­სათ­ვის.

***

ქა­ლაქ­მა ფრი­ად მოგ­ვ­ხიბ­ლა და ძალ­ზე ად­რე ვდგე­ბო­დით, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტის ნახ­ვა რომ მოგ­ვეს­წ­რო. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ჩვე­ნი მძღო­ლი სა­უცხოო ადა­მი­ა­ნი გა­მოდ­გა, ყო­ფი­ლი კა­ვა­ლე­რის­ტი იყო და ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ჯიპს მარ­თავ­და. ჩვე­უ­ლებ­რივ ჯი­პი ადა­მი­ან­ში ავ­ლენს ხოლ­მე არც თუ სა­უ­კე­თე­სო ნი­შან-თვი­სე­ბებს - ჩვენს კა­ვა­ლე­რის­ტ­ში ჯიპ­მა კოვ­ბოი გა­მო­ავ­ლი­ნა. ჯი­პი სწო­რედ იმი­ტომ მო­წონ­და, რომ მან­ქა­ნას შე­ეძ­ლო ასუ­ლი­ყო ცი­ცა­ბო გო­რა­კებ­ზე, მკვეთ­რად მო­ეხ­ვია გზა­ზე და გა­დახ­ტო­მო­და თხრი­ლებს. შე­უმ­ჩ­ნევ­ლად შე­იჭ­რე­ბო­და მდი­ნა­რე­ში, წყალს ააშ­ხე­ფებ­და და მე­ო­რე ნა­პირ­ზე გა­და­დი­ო­და. ჩვე­ნი მძღო­ლი გი­ჟი­ვით და­აქ­რო­ლებ­და მან­ქა­ნას და არა­ვის უფ­რ­თხო­და. გა­აფ­რ­თე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი გა­ი­ნა­პი­რებ­დ­ნენ ხოლ­მე მან­ქა­ნე­ბის დი­ნე­ბი­დან და იმარ­თე­ბო­და სიტყ­ვი­ე­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ქარ­თულ ენა­ზე. მე­რე ჩვე­ნი მძღო­ლი გა­ი­ღი­მებ­და და მყის­ვე ჩარ­თავ­და სა­ჭი­რო სიჩ­ქა­რეს. იგი ყო­ველ­თ­ვის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი რჩე­ბო­და, ერ­თი სიტყ­ვით, თა­ვი შეგ­ვაყ­ვა­რა. ეს იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი რუ­სეთ­ში გაც­ნო­ბილ­თა­გან, რო­მელ­საც იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი, რო­გორც ჩვენ. რო­დე­საც მან­ქა­ნა მიჰ­ყავ­და, ქა­რი ფა­ფა­რი­ვით აფ­რი­ა­ლებ­და მის შავ, ხუ­ჭუ­ჭა თმას. ჩვენ მძღოლს შე­ჩე­რე­ბა არ ეხა­ლი­სე­ბო­და.

***

ქარ­თ­ვე­ლე­ბი გვეჩ­ვე­ნა უფ­რო ლაღ­ნი, ვიდ­რე სხვე­ბი, ვინც აქამ­დე შეგ­ვ­ხ­ვედ­რია. ისი­ნი არი­ან მშვიდ­ნი, გულ­მ­ხურ­ვა­ლე­ნი და მხი­ა­რულ­ნი. ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ალ­ბათ, ამი­ტო­მაც იწ­ვე­ვენ აღ­ტა­ცე­ბას რუ­სებ­ში. ეტყო­ბა რუ­სებს სწა­დი­ათ რომ ქარ­თ­ვე­ლებს და­ემ­ს­გავ­ს­ნონ.

***

თბი­ლი­სის მწე­რალ­თა კავ­შირ­მა სტუმ­რად მიგ­ვიწ­ვია. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ, ცო­ტა არ იყოს შევ­შინ­დით, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე უკი­დუ­რე­სად ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბად. ჩვენ კი, ამ­გ­ვა­რი რამ სუ­ლაც არ გვე­ჭაშ­ნი­კე­ბა, გარ­და ამი­სა ვი­ცო­დით, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ მწერ­ლო­ბას: ქარ­თ­ველ­მა პო­ე­ზი­ამ და მუ­სი­კამ საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ამ­დიდ­რა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა და ამას­თან მა­თი პო­ე­ზია ძალ­ზე ძვე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლექ­სებს თი­თო-ორო­ლა კა­ცი რო­დი კითხუ­ლობს, არა­მედ - ყვე­ლა. მთა­ზე გა­შე­ნე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ზე ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი და მე­ფე­ე­ბი გვერ­დიგ­ვერდ არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი, ოღონდ უფ­რო ხში­რად პო­ე­ტი ახ­სოვთ, ხო­ლო მე­ფე ავიწყ­დე­ბათ. ერთ ძველ პო­ეტს - რუს­თ­ველს - რო­მელ­მაც და­წე­რა დი­დე­ბუ­ლი ეპი­კუ­რი პო­ე­მა "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი", სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­იჩ­ნე­ვენ ლა­მის ეროვ­ნულ გმი­რად. ბავ­შ­ვე­ბიც კი კითხუ­ლო­ბენ და იზე­პი­რე­ბენ რუს­თ­ვე­ლის ლექ­სებს. მის სუ­რა­თებს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე წა­აწყ­დე­ბით.

ჩვენ ვში­შობ­დით, რომ მწერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა ჩვენ­თ­ვის საკ­მა­ოდ დამ­ქან­ც­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც გა­ვე­შუ­რეთ. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დაგ­ვ­ხ­ვ­და ორ­მო­ცამ­დე მა­მა­კა­ცი და სა­მი ქა­ლი. წრი­უ­ლად გან­ლა­გე­ბულ სკა­მებ­ზე ჩა­მოვ­ს­ხე­დით და ერ­თ­მა­ნეთს შევ­ყუ­რებ­დით. შეხ­ვედ­რის წამ­ყ­ვან­მა ჯერ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყ­ვა წარ­მოთ­ქ­ვა ჩვენს პა­ტივ­სა­ცე­მად, მე­რე კი ყო­ველ­გ­ვა­რი გა­დას­ვ­ლის გა­რე­შე გა­მო­აცხა­და: "ახ­ლა კი მა­ვა­ნი ბა­ტო­ნი მოკ­ლედ გი­ამ­ბობთ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შე­სა­ხებ".

ჩემს მარ­ჯ­ვ­ნივ მჯდომ­მა კაც­მა ამო­ი­ღო ფურ­ც­ლე­ბის დას­ტა და თვა­ლი მოვ­კა­რი რომ ტექ­ს­ტი მან­ქა­ნა­ზე გა­და­ბეჭ­დი­ლი იყო ერ­თი ინ­ტერ­ვა­ლით. მან და­იწყო კითხ­ვა, მე კი ვე­ლო­დი თარ­გ­მანს. ერ­თი აბ­ზა­ცი რომ ჩა­ა­თა­ვა, უცებ მივ­ხ­ვ­დი, რომ ინ­გ­ლი­სუ­რად ლა­პა­რა­კობ­და. ძალ­ზე და­ვინ­ტე­რეს­დი ამით, რად­გა­ნაც ათი­ო­დე სიტყ­ვი­დან მხო­ლოდ ერ­თი მეს­მო­და. საკ­ვირ­ვე­ლი გა­მოთ­ქ­მა ჰქონ­და, თუმ­ცა სიტყ­ვე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ინ­გ­ლი­სუ­რი იყო. მი­სი გა­მოთ­ქ­მა სუ­ლაც არ ჰგავ­და ინ­გ­ლი­სურს. ასე წა­ი­კითხა ოცი ნა­ბეჭ­დი გვერ­დი.

სხვა არა­ფე­რი ისე არ ამ­ჟ­ღავ­ნებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ამე­რი­კე­ლებ­სა და საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­გორც მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ერ­თი მხრივ, მწერ­ლე­ბი­სად­მი და მე­ო­რე მხრივ, თვით მწე­რალ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სის­ტე­მის მი­მართ. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მწერ­ლის მუ­შა­ო­ბა ხომ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ მან მხა­რი უნ­და და­უ­ჭი­როს, ხოტ­ბა შე­ას­ხას და ხე­ლი შე­უწყოს საბ­ჭო­თა სის­ტე­მის წინ­ს­ვ­ლას. ხო­ლო ამე­რი­კა­სა და ინ­გ­ლის­ში კარ­გი მწე­რა­ლი წარ­მო­ჩინ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რედ მი­სი ამო­ცა­ნაა, დას­ცი­ნოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სიბ­რიყ­ვეს, შე­უ­ტი­ოს უსა­მარ­თ­ლო­ბას, დაგ­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა. ამის გა­მო ამე­რი­კა­ში არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არც მთავ­რო­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც არა სწყა­ლო­ბენ მწერ­ლებს. მათ სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მიდ­გო­მა აქვთ ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ. მაგ­რამ უნ­და ით­ქ­ვას, რომ დი­დი რუ­სი მწერ­ლე­ბის: ტოლ­ს­ტოი, დოს­ტო­ევ­ს­კი, ტურ­გე­ნე­ვის, ჩე­ხო­ვის და ად­რე­უ­ლი გორ­კის დროს ასე­ვე იყო რუ­სეთ­ში და მხო­ლოდ დრო-ჟა­მი გვიჩ­ვე­ნებს "ადა­მი­ან­თა სუ­ლის ინ­ჟინ­რო­ბის" პო­ლი­ტი­კას ძა­ლუძს თუ არა მოგ­ვ­ცეს ისე­თი დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რის პო­ლი­ტი­კას. უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჯერ-ჯე­რო­ბით, "სა­ინ­ჟინ­რო სკო­ლას" არ შე­უქ­მ­ნია დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

იყო ერ­თი კითხ­ვა, რო­მელ­საც გვაძ­ლევ­დ­ნენ. ჩვენ კი გვსურ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვე­ფიქ­რა ამა­ზე. კითხუ­ლობ­დ­ნენ: "ამე­რი­კე­ლებს უყ­ვართ თუ არა პო­ე­ზია?". იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით გვე­პა­სუ­ხა, რომ ამე­რი­კელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მწერ­ლო­ბის ამა თუ იმ დარ­გი­სად­მი გა­მო­ხა­ტავს ერ­თა­დერ­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი-რო­გორ საღ­დე­ბა წიგ­ნი. ჩვე­უ­ლებ­რივ, პო­ე­ზი­ას მა­ინ­ც­და­მა­ინც არ ეტა­ნე­ბი­ან. ამი­ტო­მაც უნ­და გვე­პა­სუ­ხა, რომ შე­საძ­ლოა, ამე­რი­კე­ლებს არ უყ­ვართ პო­ე­ზია.

მა­შინ გვკითხეს: "ეს იმი­ტომ ხომ არ ხდე­ბა, რომ ამე­რი­კე­ლი პო­ე­ტე­ბი ხალ­ხის­გან შორს დგა­ნან?". მაგ­რამ ამის თქმაც არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კე­ლი პო­ე­ტე­ბი ისე­ვე ახ­ლოს არი­ან ხალ­ხ­თან, რო­გორც ამე­რი­კე­ლი რო­მა­ნის­ტე­ბი. უოლტ ვიტ­მე­ნი და კარლ სა­ენ­დ­ბერ­გი სრუ­ლი­ა­დაც არ დგა­ნან ხალ­ხი­სა­გან შორს, ოღონდ ხალ­ხი მა­ინ­ც­და­მა­ინც არ კითხუ­ლობს ლექ­სებს და ჩვენ არა გვგო­ნია, რომ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­დეს იმას, უყ­ვართ თუ არა პო­ე­ზია ამე­რი­კე­ლებს. მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც ძვალ-რბილ­ში აქვთ გამ­ჯ­და­რი პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლი, თით­ქ­მის და­ნა­შა­ულს წარ­მო­ად­გენს პო­ე­ზი­ი­სად­მი გულ­გ­რი­ლო­ბა.

***

ბა­თუ­მი ძალ­ზედ მომ­ხიბ­ლა­ვი ტრო­პი­კუ­ლი ქა­ლა­ქია, პლა­ჟე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­თა ქა­ლა­ქი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნავ­სად­გუ­რად ით­ვ­ლე­ბა შავ ზღვა­ზე. ბა­თუ­მი ხე­ე­ბით დაჩ­რ­დი­ლულ ქუ­ჩე­ბი­სა და პარ­კე­ბის ქა­ლა­ქია. ზღვი­დან მო­ნა­ბე­რი ნი­ა­ვი გა­ვარ­ვა­რე­ბის ნე­ბას არ აძ­ლევს ქუ­ჩებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი სას­ტუმ­რო "ინ­ტუ­რის­ტი" ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი და მდიდ­რუ­ლი იყო იმათ­გან, რაც მა­ნამ­დე გვე­ნა­ხა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ძალ­ზე კოხ­ტა ოთა­ხე­ბი ახ­ლა­ხან გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნათ. სას­ტუმ­როს ყო­ველ ნო­მერს ამ­შ­ვე­ნებ­და აივა­ნი, სა­დაც იდ­გა სკა­მე­ბი. ფან­ჯ­რე­ბი კედ­ლის სი­მაღ­ლე­ზე იყო გაჭ­რი­ლი და მთე­ლი ოთა­ხი ნი­ავ­დე­ბო­და. მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ნატს რომ ჰგავ­და, გა­ტა­რე­ბუ­ლი ღა­მის მე­რე ოც­ნე­ბით აღ­სავ­სე მზე­რა ვეს­რო­ლეთ სა­წო­ლებს, მაგ­რამ სურ­ვი­ლი მი­უწ­ვ­დო­მე­ლი დარ­ჩა. და­ბან­ვაც კი ძლივს მო­ვას­წა­რით. დრო არა გვყოფ­ნი­და, რად­გა­ნაც ძალ­ზე ბევ­რი უნ­და დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

***

შევ­ჩერ­დით პა­ტა­რა სა­ბავ­შ­ვო ბა­გას­თან, სა­დაც 50-60 პა­წია ბავ­შ­ვი ცეკ­ვავ­და მწვა­ნე ბა­ლახ­ზე. ჩა­ის პლან­ტა­ცი­ში მო­მუ­შა­ვე­თა შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. კა­პამ გა­მოჩხ­რი­კა ლა­მა­ზი, პა­წია გო­გო­ნა, გრძე­ლი კუ­ლუ­ლე­ბი და დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბი რომ ჰქონ­და და სუ­რა­თი უნ­და გა­და­ე­ღო, მაგ­რამ ბავ­შ­ვ­მა და­ი­მორ­ცხ­ვა, ატირ­და და ვე­რაფ­რით ვერ და­აწყ­ნა­რეს. მა­შინ ერთ პა­ტა­რა ბიჭს გა­და­უ­ღო სუ­რა­თი და ისიც ატირ­და. კა­პა ბავ­შ­ვე­ბის დი­დი მე­გო­ბა­რია. აღ­მ­ზ­რ­დელ­მა ქალ­მა გვითხ­რა გო­გო­ნას იოლად ვერ და­ვამ­შ­ვი­დებ­თო. თურ­მე ქარ­თ­ვე­ლი კი არ ყო­ფი­ლა, უკ­რა­ი­ნე­ლი ობო­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ ოჯახს უშ­ვი­ლე­ბია, და იმი­ტო­მაც იქ­ცე­ო­და ეგ­რე უც­ნა­უ­რად, რომ ჯერ კი­დევ არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და ქარ­თუ­ლი­სა. არა­ერთ ქარ­თ­ველ ოჯახს უშ­ვი­ლე­ბია ბავ­შ­ვე­ბი აოხ­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან, რად­გა­ნაც ამ მდი­დარ მხა­რემ­დე ბრძო­ლებს არ მო­უღ­წე­ვია და ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ვალს სხვა­თა წი­ნა­შე. გზა­ში დრო­დად­რო ვჩერ­დე­ბო­დით და პა­ტა­რა სახ­ლებ­ში შევ­დი­ო­დით. ყო­ვე­ლი სახ­ლის გარ­შე­მო ხე­ხი­ლი და ბა­ღი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. მოგ­ვარ­თ­მევ­დ­ნენ თხილს ან შინ­ნა­კეთ ყველს, ან­და ახ­ლად­გა­მომ­ცხ­ვარ შავ პურს, მსხალს, ხი­დან იმ წუ­თას რომ მო­უწყ­ვე­ტი­ათ, ან­და ყურ­ძ­ნის მტე­ვანს. გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცას ვჭამ­დით, მაგ­რამ უარის თქმა არ შეგ­ვეძ­ლო. გე­მო გა­ვუ­სინ­ჯეთ ქარ­თულ არაყ­საც, რომ­ლის და­ლე­ვას არა­ვის ვურ­ჩევ­დი, რად­გან მან შე­იძ­ლე­ბა აგა­ფეთ­ქოს. მარ­თ­ლაც რომ რე­აქ­ტი­უ­ლი სას­მე­ლია და ჩვენს კუჭს უბ­რა­ლოდ არ ძა­ლუძ­და მი­სი ატა­ნა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ყი რო­დია, გა­მოხ­დი­ლი ღვი­ნო უფ­რო ეთ­ქ­მის, ანუ რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ვე­ძა­ხით, - გრა­პა. ქარ­თუ­ლი არა­ყი ჩვენ­თ­ვის მე­ტის­მე­ტად მა­გა­რი გა­მოდ­გა.

***

ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ვი­საც შევ­ხ­ვედ­რი­ვართ, გვა­გო­ნებ­დ­ნენ უელ­სის მცხოვ­რებთ. თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში, ვთქვათ, ათი კა­ცის­გან რომ შედ­გე­ბა, სულ მცი­რე, შვი­დი მა­ინც იქ­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რი ხმის პატ­რო­ნი. და ჩვენს სუფ­რა­ზეც უეც­რად აჟ­ღერ­და სიმ­ღე­რა - ბრწყინ­ვა­ლე სა­გუნ­დო სიმ­ღე­რა. მღე­როდ­ნენ მთი­ე­ლი მწყემ­სე­ბი­სა და საბ­რ­ძო­ლო სიმ­ღე­რებს. ისე­თი ჩი­ნე­ბუ­ლი ხმე­ბი ჰქონ­დათ, ხო­ლო გუნ­დი ისე­თი მშვე­ნი­ე­რი იყო, რომ ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გე­გო­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. აი ტემ­პი აჩ­ქარ­და, ორ­მა კაც­მა ხე­ლი სტა­ცა სკა­მებს, მუხ­ლებ­ზე და­იდ­გა და დო­ლად აქ­ცია - გა­ჩაღ­და ცეკ­ვა-თა­მა­ში. ქა­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ სამ­ზა­რე­უ­ლო­დან და აცეკ­ვ­დ­ნენ, კა­ცე­ბი მოწყ­დ­ნენ სუფ­რას და ჩა­ებ­ნენ ცეკ­ვა­ში. აკომ­პა­ნი­მენტს უწ­ვ­დი­დათ მომ­ღე­რალ­თა გუნ­დი, სკა­მის და­საჯ­დომ­ზე გა­მოთ­ვ­ლი­ლი რიტ­მი და ტა­შის კვრა.

***

…ამ გა­სა­ო­ცარ ქარ­თ­ვე­ლებს ვე­რაფ­რით გა­ვუ­ტოლ­დე­ბით. მათ შე­უძ­ლი­ათ ჩვენ­ზე მე­ტი ჭა­მონ, სვან, იცეკ­ვონ და იმ­ღე­რონ. მათ­ში ბო­ბოქ­რობს იტა­ლი­ელ­თა შმა­გი მხი­ა­რუ­ლე­ბა და ბურ­გუნ­დი­ელ­თა ფი­ზი­კუ­რი ენერ­გია. რა­საც კი ხელს მოჰ­კი­დებ­დ­ნენ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დ­ნენ, ფიცხ­ლად და მკვირ­ცხ­ლად. ისი­ნი სრუ­ლი­ად არა ჰგვან­დ­ნენ რუ­სებს, რომ­ლებ­საც ვხვდე­ბო­დით და ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია, თუ რა­ტომ ახ­სე­ნე­ბენ ესო­დენ აღ­ტა­ცე­ბით ქარ­თ­ვე­ლებს სხვა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ნი. ტრო­პი­კუ­ლი ჰა­ვა არა­თუ აქ­ვე­ი­თებს მათ სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, არა­მედ აძ­ლი­ე­რებს კი­დეც. ამ­ქ­ვეყ­ნად არა­ფერს ძა­ლუძს დათ­რ­გუ­ნოს მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა ან ნე­ბის­ყო­ფა. მრა­ვალ ას­წ­ლე­ულ­თა მან­ძილ­ზე ამას ლა­მობ­დ­ნენ დამ­პყ­რო­ბელ­ნი, რუ­სე­თის მე­ფის არ­მი­ე­ბი, დეს­პო­ტი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­ჩი­ნე­ბულ­ნი, ქარ­თ­ვე­ლე­ბის შე­უდ­რე­კე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს ამ­ს­ხ­ვ­რევ­და და არა­ფერს არ ძა­ლუძ­და, ოდ­ნავ მა­ინც შე­ერ­ყია მა­თი სიმ­ტ­კი­ცე.

***

სა­ქარ­თ­ვე­ლო ზღაპ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა და იმ წუ­თი­დან­ვე, რო­დე­საც ჩვენ დავ­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა, ის და­ემ­ს­გავ­სა სიზ­მარს. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს ქვე­ყა­ნა მარ­თ­ლაც ერთ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი და ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლია მთე­ლი დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ღირ­ს­ნი არი­ან მი­სი. ჩვენ მშვე­ნივ­რად მივ­ხ­ვ­დით, თუ რა­ტომ ჩაგ­ვ­ჩი­ჩი­ნებ­დ­ნენ რუ­სე­ბი: "ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო არ გი­ნა­ხავთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჯერ არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ".

 

 * ფოტოები დაცულია თიბისი ბანკის კერძო კოლექციაში

ნესტან ნიჟარაძე