თუ კლო­უ­ნა­დაა, კლო­უ­ნა­და იყოს!
12 დეკემბერი, 2014
1901
print

წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ შო­რე­ულ საბ­ჭო­ეთ­ში, მი­ძი­ნე­ბუ­ლო­ბის ხა­ნა­ში, ერ­თი, ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი, საყ­ვა­რე­ლი, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მოს­კოვ­ში იმ დრო­ის­თ­ვის სრუ­ლი­ად ტი­პი­ურ, უსას­რუ­ლო რიგ­ში ჩად­გა. "Французские духи дают!" გა­ი­გო­ნა თუ არა, სადღაც რი­გის ბო­ლო­ში, ათას­მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და მორ­ჩი­ლად, ხელ­ზე რი­გის ნო­მე­რიც კი და­ი­წე­რა. ფრან­გუ­ლი სუ­ნა­მო იმ წლებ­ში ვის არ მო­უნ­დე­ბო­და?! თვა­ლუწ­ვ­დე­ნელ რიგ­ში დგო­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და გა­სუ­ლი, რომ რიგს ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ე­ყო, ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან მი­ვი­და და ჰკითხა - შემ­თხ­ვე­ვით, თქვენ ესა და ეს ხომ არ ხარ­თო? ვარ­ს­კ­ვ­ლავ­საც გა­უ­ხარ­და. იფიქ­რა, მიც­ნეს და რიგს და­მით­მო­ბე­ნო. დი­ახ, მე ვა­რო, - უპა­სუ­ხა. უეც­რად ქალ­მა დო­ინ­ჯი შე­მო­ირ­ტყა და საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლად მი­მარ­თა - აბა, ახ­ლა­ვე გა­დით ამ რი­გი­დან! ჩვენ, ამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი იმ ერ­თა­დერ­თი იმე­დით ვცხოვ­რობთ, რომ თქვენ, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი, ცნო­ბი­ლი, სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც, სულ სხვა, ჩვენ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მი­უწ­ვ­დო­მელ, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, მა­ინც სადღაც არ­სე­ბულ სა­მოთხე­ში ცხოვ­რობთ, მძი­მე, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ყო­ფა არ გე­ხე­ბათ, არ გა­უ­ხე­შებთ და არა­ვი­თარ რი­გებ­ში ჩვენ­სა­ვით არას­დ­როს დგა­ხართ. აბა, ახ­ლა­ვე გა­მო­დით ამ რი­გი­დან და სახ­ლ­ში წაბ­რ­ძან­დით! ილუ­ზი­ებს ნუ გვინ­გ­რევთ! ჩვენ ჩვე­ნი დაკ­ნი­ნე­ბაც გვე­ყო­ფა! - ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ყო­ველ­გ­ვა­რი პა­სუ­ხის გა­რე­შე, რიგს გა­მო­ე­ყო… ალ­ბათ ის უბ­რა­ლო რუ­სის ქა­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად მარ­თა­ლი იყო!

რო­დე­საც გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე, მარ­თა­ლია, აურაცხე­ლი დაც­ვის თან­ხ­ლე­ბით, მაგ­რამ სა­ერ­თო ვა­გონ­ში, მე­უღ­ლი­თურთ, რი­გი­თი მგზავ­რის როლ­ში და­ვი­ნა­ხე, რა­ტომ­ღაც, უნებ­ლი­ეთ, ეს ის­ტო­რია გა­მახ­სენ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, ცხრა წლი­ა­ნი მმარ­თ­ვე­ლო­ბის შემ­დეგ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტია გა­და­ირ­ჩია, მაგ­რამ, მე­ო­რეს მხრივ, უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად სწო­რედ ისეთ ადა­მი­ანს მის­ცა, რო­მე­ლიც, მათ მსგავ­სად, სა­ერ­თო ვა­გონ­ში კი არ ჩაქ­ჩა­ქებს, არა­მედ სა­კუ­თარ მა­ტა­რებ­ლებს, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებ­სა და იახ­ტებს ფლობს. ხმა რუ­სულ, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის (სწო­რედ ამას მა­შინ არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და) ოლი­გარქს მის­ცეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმე­ტე­სო­ბა მის ას­ტ­რო­ნო­მი­ულ, მარ­თ­ლაც რომ უთ­ვა­ლავ ფულს და ამ ფუ­ლის შე­დე­გად არ­სე­ბულ ილუ­ზო­რულ "სა­მოთხეს" ხე­დავ­და, მას­ზე ნატ­რობ­და. მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო სხვის, მის, პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის ფულს ით­ვ­ლი­და და დღე­საც ით­ვ­ლის; ვი­თომ­და ხარ­ჯავ­და და ვერ ხარ­ჯავ­და; ამ სხვი­სი ფუ­ლით, თა­ვის წარ­მოდ­გე­ნა­ში, თა­ვის ოც­ნე­ბებ­ში, ვინ რას იძენ­და… ზო­გი­ერ­თი კრე­დიტს ფა­რავ­და; ზო­გი­ერ­თი შვი­ლის­თ­ვის ბი­ნას ყი­დუ­ლობ­და; ზო­გი - ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღილს; ზო­გი - ეგ­ზო­ტი­კურ კუნ­ძულს; ზო­გი - მა­ცი­ვარს, ან სულ პა­ტა­რა ტე­ლე­ვი­ზორს; ზო­გი - შვი­ლის­თ­ვის საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა­ზე, ან საზღ­ვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და…

მაგ­რამ სა­ერ­თო ვა­გონ­ში, მათ გვერ­დით, იქ­ვე, სა­ერ­თო ტამ­ბურ­ში, კონ­ტ­რო­ლი­ო­რის­თ­ვის ბი­ლე­თის წარ­მ­დ­გენ, ცო­ტა არ იყოს და ზიზღი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით სა­ხე­ზე, არა­გულ­წ­რ­ფე­ლად მომ­ღი­მა­რე "ხალ­ხო­სან" ოლი­გარ­ქ­ზე, ნამ­დ­ვი­ლად არა­ვინ ოც­ნე­ბობ­და და მით უმე­ტეს, ხმას არ აძ­ლევ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე, ჩე­მი აზ­რით, არც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტია, მაგ­რამ არც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", არც კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე მი­სი "გუნ­დის" წევ­რი, არც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, არც ხა­დუ­რი, არც ჯაჭ­ვ­ლი­ა­ნი, არც ბე­სე­ლია, არც სა­გა­ნე­ლი­ძე (ღმერ­თო, რა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია!) და თვით უსუ­ფაშ­ვი­ლიც კი არ აურ­ჩე­ვია. ქარ­თ­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად, ერ­თა­დერთ ქარ­თ­ველ ოლი­გარქს, მის სა­სახ­ლე­ებს, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს, იახ­ტებს, ზო­ო­პარ­კებს, ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რებს… და ამ ყვე­ლა­ფერ­ში ნა­გუ­ლის­ხ­მებ სა­კუ­თარ ოც­ნე­ბებს, სურ­ვი­ლებს, ნატ­ვ­რებს, ილუ­ზი­ებს მის­ცა ხმა…

და სულ რა­ღაც ორი წლის თავ­ზე, შე­დე­გად რა მი­ი­ღო? გა­ჭირ­ვე­ბის­გან, უმ­ძი­მე­სი ყო­ფის­გან, უფუ­ლო­ბის­გან, კრე­დი­ტე­ბის­გან, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან დამ­ძი­მე­ბუ­ლი, გა­დაღ­ლი­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხის ძა­ლით, არა­გულ­წ­რ­ფე­ლად, არა­სა­ჭი­როდ და საკ­მა­ოდ არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მიმ­ბაძ­ვე­ლი, მათ­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ი­დან მა­ღა­ზი­ამ­დე პრო­დუქ­ტებ­ზე მორ­ბე­ნა­ლი, რი­გი­დან - რიგ­ში მდგო­მი, სა­ერ­თო მა­ტა­რებ­ლე­ბით მათ­თან ერ­თად მო­ჩაქ­ჩა­ქე ოლი­გარ­ქი და დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბი, გა­ფან­ტულ-ჩა­მოშ­ლი­ლი ილუ­ზი­ე­ბი შეგ­ვ­რ­ჩა? ბა­რემ კრე­დი­ტიც აიღოს, თუნ­დაც ქარ­თუ ბან­კ­ში, ოღონდ, მე­ტი ხალ­ხოს­ნო­ბის­თ­ვის, "ვე­ღარ და­ფა­როს" და ბან­კ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის მსგავ­სად, ბი­ნა, ან თუნ­დაც შუ­შის სა­სახ­ლე, ან თუნ­დაც ერ­თი პი­კა­სოს ტი­ლო, ან თუნ­დაც ზო­ო­პარ­კის ერ­თი რო­მე­ლი­მე ცხო­ვე­ლი წა­არ­თ­ვას. თუ კლო­უ­ნა­დაა, კლო­უ­ნა­და იყოს! თუ ოც­ნე­ბე­ბის მსხვრე­ვაა, ბო­ლომ­დე მსხვრე­ვა იყოს.

სამ­გ­ზავ­რო მა­ტა­რებ­ლის სა­ერ­თო, მაგ­რამ წი­ნას­წარ, ალ­ბათ, აუცი­ლებ­ლად სტე­რი­ლი­ზე­ბულ, შე­მოწ­მე­ბულ-გა­და­მოწ­მე­ბულ, ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნებ­ჩას­მულ, ფარ­დებ­დაგ­მა­ნულ, სა­გან­გე­ბოდ და­მუ­შა­ვე­ბულ, გაპ­რი­ა­ლე­ბულ "სა­ერ­თო" ვა­გონ­ში მო­კა­ტა­ვე ოლი­გარქს, ამ ქვე­ყა­ნა­ში ან ხმა ვინ მის­ცა, ან ამ იაფ­ფა­სი­ა­ნი პო­პუ­ლის­ტუ­რი სპექ­ტაკ­ლით ვინ მოტყუვ­დე­ბა? წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხალ­ხოს­ნუ­რი პო­პუ­ლიზ­მიც ხომ არა­ვის ატყუ­ებ­და, არა­ვის ხიბ­ლავ­და, არას­დ­როს მუ­შა­ობ­და, არა­ვინ "ჭამ­და" და ახ­ლა მით უმე­ტეს… სა­ქარ­თ­ვე­ლომ ხომ მი­ლი­არ­დე­რის მი­ლი­არ­დებს და სა­კუ­თარ მო­გო­ნილ-და­ხა­ტულ-გა­ფე­რა­დე­ბულ-შე­კო­წი­წე­ბულ ილუ­ზი­ებს მის­ცა ხმა?!

ამა­სო­ბა­ში კი ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, თით­ქ­მის ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორი სი­უ­ჟე­ტი გა­დის - ერ­თ­ში, რო­მე­ლი­მე იშ­ვი­ა­თი ფრინ­ვე­ლის ბუმ­ბუ­ლით დათ­ბი­ლულ პალ­ტო­ში ჩამ­თ­ბა­რი, ათო­ბით ახო­ვა­ნი დაც­ვით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი, "ხალ­ხო­სა­ნი" ოლი­გარ­ქი, ხალ­ხის­გან დაც­ლილ სად­გურ­ში სე­ირ­ნობს, სპირ­ტით გაწ­მენ­დილ მა­ტა­რე­ბელს ეც­ნო­ბა, მა­პა­ტი­ეთ და, ერ­თო­ბა, პამ­პუ­ლობს… მე­ო­რე­ში კი - მძი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ხუ­თი შვი­ლის დე­დას და მათ მი­წურს, მათ და­უ­ჯე­რე­ბელ, არა­და­მი­ა­ნუ­რად მძი­მე ყო­ფას; ერ­თი მე­ო­რე­ზე ლა­მა­ზი, ჯან­მ­რ­თე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ცრემ­ლის­მომ­გ­ვ­რელ საცხოვ­რე­ბელ-სა­მე­ცა­დი­ნო-სა­თა­მა­შო გა­რე­მოს; მათ "სა­დილს" (ქი­ლი­დან, დე­დის მი­ერ შვი­ლე­ბის­თ­ვის მი­უ­სა­ფარ­თა სახ­ლი­დან მო­ტა­ნი­ლი და დაბ­ზა­რულ თეფ­შებ­ზე დას­ხ­მუ­ლი ცი­ვი, წყალ­წყა­ლა სუ­პი); და­ნეს­ტილ კედ­ლებს; ჩა­მოც­ვე­ნილ ჭერს; სი­ცი­ვეს; უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბას; ტრა­გე­დი­ას და გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და უსახ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლის, დე­დის სა­სო­წარ­კ­ვე­თილ, უიმე­დო ცრემლს… ვხე­დავთ. ქა­ლის ერ­თა­დერთ ოც­ნე­ბას, შვი­ლე­ბის­თ­ვის ერთ პა­ტა­რა ოთახ­ზე და ამის შე­დე­გად მშვიდ სიკ­ვ­დილ­ზე ოც­ნე­ბას ვის­მენთ, ვუ­ყუ­რებთ და ჩვენც გვე­ტი­რე­ბა… გულ­წ­რ­ფე­ლად გვად­გე­ბა ცრემ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი გამ­თ­ბა­რი, გა­ნა­თე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის, ბი­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი, არ­ც­თუ გა­მორ­ჩე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც კე­თილ­დღე­ო­ბის, გვე­რი­დე­ბა კი­დეც…

ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცუზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მი­ნის­ტ­რო, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, რაც ათო­ბით და ასო­ბით მი­ლი­ონს რა­ტომ­ღაც ვე­რა და ვერ ით­ვი­სებს და უკან აბ­რუ­ნებს! არ იცი­ან, სად და­ხარ­ჯონ? ვერ არ­კ­ვე­ვენ, ვის ჭირ­დე­ბა, რა­ში, რამ­დე­ნი? არ იცი­ან, ვინ ავა­დაა და ვინ გა­ჭირ­ვე­ბის ზრვარ­ზე? სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ფლო­ბენ და ვერც იძი­ე­ბენ? ტე­ლე­ვი­ზორს მა­ინც შე­ხე­დონ და ეგე­ბა მიხ­ვ­დ­ნენ, სად ტყუ­ი­ლია და სად მარ­თა­ლი. სად სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა, უიმე­დო­ბა, გულ­წ­რ­ფე­ლი ცრემ­ლია, სად კი - ცი­ნიზ­მი? სად ხე­ლის გა­წო­დე­ბა, დახ­მა­რე­ბა და სად კი უბ­რა­ლოდ, გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლად და ცო­ტა არ იყოს სი­ნა­ნუ­ლით გა­ღი­მე­ბაა სა­ჭი­რო?

ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად ავირ­ჩი­ეთ ოლი­გარ­ქი. ხმა მის ას­ტ­რა­ლურ მი­ლი­არ­დებს მი­ვე­ცით და ამის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ტომ­ღაც, უფ­რო გავ­ღა­რიბ­დით, უფ­რო დაგ­ვიბ­ნელ­და, უფ­რო შეგ­ვ­ცივ­და, უფ­რო გაძ­ვირ­და, უფ­რო გა­ჭირ­და… ოც­ნე­ბე­ბი აღარც გვაქვს. ან სულ დაგ­ვა­ვიწყ­და, ოდეს­მე რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დით, ან თუ გვი­ოც­ნე­ბია სა­ერ­თოდ… მი­რა­ჟი გაქ­რა. ილუ­ზი­ე­ბი დაგ­ვე­კარ­გა და მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხეთ, რომ… შე­დე­გად მი­ვი­ღეთ - ბი­უ­ჯეტ­ვე­რათ­ვი­სე­ბუ­ლი, უუნა­რო, უმოქ­მე­დო სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი; ბი­უ­ჯეტ­ვერ­შევ­სე­ბუ­ლი, ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლი ხა­ზი­ნა; ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლი ვა­ლე­ბი; კო­რუფ­ცი­ა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის მთე­ლი არ­მია; რეს­ტო­რან-რეს­ტო­რან მო­ქე­ი­ფე უდარ­დე­ლი მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი; კი­დევ უფ­რო გამ­დიდ­რე­ბულ-გა­სუ­ქე­ბულ-გა­ზუ­ლუ­ქე­ბულ-"გა­ჯი­პე­ბუ­ლი" სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა; ხალ­ხ­თან, ამომ­რ­ჩე­ველ­თან არა­ვი­თა­რი კონ­ტაქ­ტის მქო­ნე "ხალ­ხის რჩე­ულ­ნი"; მი­ტუქ­სუ­ლი და დრო­ე­ბით ნა­პა­ტი­ე­ბი პრე­მი­ე­რი; არ­ნა­პა­ტი­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტი… და სამ­გ­ზავ­რო მა­ტა­რებ­ლის სა­ერ­თო ვა­გონ­ში მო­კა­ტა­ვე და ამით, ალ­ბათ, თა­ვი­სი შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის, ბი­ჭუ­რი ოც­ნე­ბის ამ­ხ­დე­ნე­ლი, "ხალ­ხო­სა­ნი" ოლი­გარ­ქი.

ავი­ო­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ და ტრან­ს­პა­რან­ტე­ბი მო­ი­მარ­ჯ­ვეს - "ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, გა­და­არ­ჩი­ნეთ ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცია!"

გა­და­არ­ჩენს, აუცი­ლებ­ლად გა­და­არ­ჩენს, მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც "აირ­ზე­ნას" ეკო­ნომ­კ­ლა­სით სად­მე გა­დაფ­რე­ნა-გა­სე­ირ­ნე­ბა-გარ­თო­ბას და­ა­პი­რებს… მა­ნამ­დე კი უნ­და მო­ვით­მი­ნოთ და ჩუ­მი, მორ­ჩი­ლი ოც­ნე­ბა გან­ვაგ­რ­ძოთ, თუ, რა თქმა უნ­და, რა­მე ილუ­ზო­რუ­ლი ოც­ნე­ბა კი­დევ შე­მოგ­ვ­რ­ჩა.

შე­მოგ­რ­ჩათ? მე, პი­რა­დად, არა…

lika andiashvili