და­ბო­ლე­ბა ის­ტო­რი­ით
12 დეკემბერი, 2014
1811
print

 პა­­ტა ვე­შა­პი­ძე

 2007 წელს, აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ქარ­თულ-აფხა­ზურ შეხ­ვედ­რა­ზე, სო­ხუ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ კულ­ტუ­რუ­ლად აფხა­ზეთს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და ისი­ნი დი­დი ადი­ღე­უ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან; რომ ამას მოწ­მობს ახა­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და აქამ­დე მა­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რია და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო. შვი­დი წლის წი­ნათ გა­მარ­თუ­ლი ეს შეხ­ვედ­რა გა­მახ­სე­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბი­სად­მი პუ­ტი­ნის ყო­ველ­წ­ლი­ურ­მა მი­მარ­თ­ვამ, სა­დაც მან დი­დი ად­გი­ლი და­უთ­მო ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბის ის­ტო­რი­ულ "და­სა­ბუ­თე­ბას". პუ­ტინ­მა ყი­რი­მი რუ­სე­ბის­თ­ვის წმინ­და მი­წად გა­მო­აცხა­და და იერუ­სა­ლიმს შე­ა­და­რა. რუ­სი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბის­თ­ვის ყი­რი­მის სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბი­სა და ამ მი­წა­ზე რუ­სე­თის ის­ტო­რი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დას­ტუ­რად პუ­ტინ­მა მთა­ვარ ვლა­დი­მი­რის ნათ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა და დას­ძი­ნა, რომ რუ­სე­თი არა­სო­დეს დათ­მობს თა­ვის წმინ­და მი­წას. ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა დი­დი ტყუ­ი­ლი. აი, სწო­რედ ასე ამა­ხინ­ჯებ­დ­ნენ ის­ტო­რი­ას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და ამ სი­მა­ხინ­ჯით, რო­გორც ოპი­უ­მით, ხალხს "აბო­ლებ­დ­ნენ". ასე ხდე­ბა ახ­ლაც - ყი­რი­მი, თურ­მე, ძირ­ძ­ვე­ლი რუ­სუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი მი­წაა, აფხა­ზე­თი - დი­დი ადი­ღე­უ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აკ­ვა­ნი და ა.შ.

სი­მარ­თ­ლე კი, ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თ­ლე, სწო­რე­დაც რომ იმის სა­პი­რის­პი­როს ამ­ტ­კი­ცებს, რის "შე­ტენ­ვა­საც" ცდი­ლობს პუ­ტი­ნი ში­ნა­უ­რის­თ­ვის თუ გა­რე­უ­ლის­თ­ვის.

 მთა­ვა­რი ვლა­დი­მი­რი მარ­თ­ლაც ყი­რიმ­ში მო­ი­ნათ­ლა, კორ­სუ­ნის მო­ნას­ტერ­ში, მაგ­რამ იმ დროს, რო­დე­საც ის მო­ი­ნათ­ლა და შემ­დ­გომ, რო­დე­საც რუ­სე­თი გა­აქ­რის­ტი­ა­ნა, ის იყო კი­ე­ვის მთა­ვა­რი და არა - მოს­კო­ვი­სა, რაც, პუ­ტი­ნის ლო­გი­კას თუ გავ­ყ­ვე­ბით, სწო­რედ იმას უს­ვამს ხაზს, რომ ის­ტო­რი­უ­ლად კი­ევს აქვს უფ­ლე­ბა ყი­რიმ­ზე და არა - მოს­კოვს. ასე რომ, მოს­კო­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე მთა­ვარს - ვლა­დი­მირს, პუ­ტინს, არც თუ მთლად ხელ­საყ­რე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი შე­და­რე­ბა გა­მო­უ­ვი­და და ამას მიხ­ვ­დე­ბო­და ყვე­ლა, რუ­სი თუ არა­რუ­სი. მაგ­რამ, რა გინ­და უქ­ნა ძალ­ზე დიდ ცდუ­ნე­ბას, "სეხ­ნი­ო­ბით" მი­ა­ნიშ­ნო პა­რა­ლელ­ზე მე-10 სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის გან­მა­ნათ­ლე­ბელ ვლა­დი­მირ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ვლა­დი­მირს შო­რის, რო­მელ­მაც ასე­ვე "გა­ნავ­რ­ცო და გა­ნა­ნათ­ლა" რუ­სე­თი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ერთ დროს მოძ­მე ერე­ბის მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბით. ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თ­ლე, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ ყუ­რია, რო­მელ­საც სა­ი­და­ნაც გინ­და, მი­ა­ბამ ქო­თანს. ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ-რე­ლი­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ტყუ­ი­ლი კი სა­უ­კე­თე­სოა ყვე­ლა გა­მაბ­რუ­ე­ბელს შო­რის და სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რ­დე­ბა.

 იგი­ვე მე­თო­დო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნეს კრემ­ლის ტექ­ნო­ლო­გებ­მა აფხა­ზე­თის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ რუ­სებს, აფხა­ზე­თი მო­ეწყ­ვი­ტათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თ­ვის და თა­ვი­სა­ზე მი­ე­ბათ, მაგ­რამ გა­მო­ი­გო­ნეს დი­დი ადი­ღე­უ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია და მარ­შა­ნი­ე­ბი, გუ­ლი­ე­ბი, ზამ­თა­რი­ე­ბი და სხვა­ნი ამ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შთა­მო­მავ­ლე­ბად აქ­ცი­ეს. ასე გა­და­წე­რეს ის­ტო­რი­ის წიგ­ნე­ბი აფხა­ზუ­რი სკო­ლე­ბის­თ­ვის და არც რუ­სე­თის გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი და­ვიწყე­ბი­ათ ამ დი­დი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნა­ში. თბი­ლის­ში კი, რამ­დე­ნიც უნ­დათ, იმ­დე­ნი იმარ­ჩი­ე­ლონ, სო­ხუმ­სა და მოს­კოვს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ანექ­სიაა თუ ანექ­სი­ის მცდე­ლო­ბა, მა­თი ლაი-ლაი ხომ სა­სა­ცი­ლო­დაც აღარ ჰყოფ­ნით ადი­ღე­უ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ით ანექ­სი­რე­ბულ ტვი­ნებს, რო­მელ­თათ­ვი­საც გა­ლი კარ­გა ხა­ნია იქ­ცა "გალ"-ად, ოჩამ­ჩი­რე - "ოჩამ­ჩირ"-ად, გა­და­ი­ღე­ბა და გა­და­კეთ­და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბი... ქარ­თ­ვე­ლე­ბი უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლი მდუ­მა­რე­ბით ადევ­ნე­ბენ ამას თვალს და ვინ იცის, არც თუ ისე დი­დი ხნის შემ­დეგ, უკ­ვე მათ მო­უ­წი­ოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით იმის მტკი­ცე­ბა, რომ აფხა­ზე­თი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. არა­და, რუ­სეთ­თან რომ და­ვიწყეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, ე.წ. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნა და, მა­ინც და მა­ინც, კრემ­ლის სვე­ტე­ბი­ან დარ­ბაზ­ში ცეკ­ვი­თა თუ თბი­ლის­ში ვინ­მე ლეპ­სის კონ­ცერ­ტით გვინ­და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, იქ­ნებ გვე­ცა­და, სიტყ­ვა ჩაგ­ვეგ­დო კა­რა­სი­ნის­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლი და აფხა­ზი მწერ­ლე­ბის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის ან თუნ­დაც მე­დი­კო­სე­ბის თუ გა­რე­მოს დამ­ც­ვე­ლე­ბის ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე? იქ­ნებ გვე­ცა­და აფხა­ზუ­რი ფოლ­კ­ლო­რის სა­ღა­მო­ზე ჯგუ­ფე­ბის მოწ­ვე­ვა სო­ხუ­მი­დან ან გუ­და­უ­თი­დან? ან ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის გას­ტ­რო­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა აფხა­ზეთ­ში? ან სხვა და სხვა, ჩა­მოთ­ვ­ლას რა აზ­რი აქვს - რა­მე ასე­თი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი.

 აფხა­ზეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის მენ­ტა­ლუ­რი კავ­ში­რი წყდე­ბა, ეს კი სა­ხი­ფა­თოა - და არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იკარ­გე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი კულ­ტუ­რუ­ლი ბმა, არა­მედ უფ­რო იმი­ტომ, რომ ჩნდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ნი­ა­და­გი ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბის­თ­ვის და ამ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის ომით აღ­დ­გე­ნის­თ­ვის. ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბა რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­სას­რუ­ლად იქ­ცე­ვა, სა­კა­მა­თო არ არის, მაგ­რამ არა­ვინ იცის, რო­დის, რო­გორ პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რა­ში ან რა ვი­თა­რე­ბა­ში წა­მო­ყო­ფე­ბენ თავს პრობ­ლე­მე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გზით გა­დაწყ­ვე­ტის მო­სურ­ნე­ე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, ეს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ლო­ზუნ­გით, თუ აფხა­ზე­თის ან სამ­ხ­რეთ ოსე­თის საზღ­ვ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მო­ტი­ვით (და ეს გა­ფარ­თო­ე­ბა რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხარ­ჯ­ზე არ მოხ­დე­ბა, ალ­ბათ, ნა­თე­ლია). ვინც ამ უკა­ნას­კ­ნელ მო­ტივს ირო­ნი­უ­ლად მი­ი­ღებს, ძა­ლი­ან შეც­დე­ბა, რად­გან, რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სა­დაც უნ­და ჩან­დეს, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი უფ­რო შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვიდ­რე პირ­ვე­ლი.

 რე­ა­ლო­ბა კი, სა­ხი­ფა­თოა.

 ამ ბო­ლო დროს, ძა­ლი­ან გახ­შირ­და რუ­სი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მოს­კო­ვის­თ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სამ­ხ­რე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სახ­მე­ლე­თო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გაჭ­რა და შა­ვი ზღვის თბილ პორ­ტებ­ზე კონ­ტ­რო­ლის დამ­ყა­რე­ბა. ამას და­ვუ­მა­ტოთ ცხინ­ვა­ლე­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის "სა­სა­ცი­ლო" პრე­ტენ­ზი­ე­ბი სნოს ხე­ო­ბა­ზე და ბა­კუ­რი­ან­ზე, სომ­ხე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის გახ­ს­ნის­თ­ვის, რუ­სე­თის სწრა­ფად მზარ­დი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ირან­თან და... ირო­ნი­ის­თ­ვის ად­გი­ლი აღარ დარ­ჩე­ბა - ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტო-სკენ მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოა გა­მოჩხე­რი­ლი. ჰო­და, რუ­სეთ­მა ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ რომ აიცი­ლოს თა­ვი­დან ფორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა პირ­და­პირ აგ­რე­სი­ა­ზე, რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნებს იგი­ვე აფხა­ზე­ბის მი­ერ "ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" სა­ბაბს? ხომ ვხე­დავთ, რომ პუ­ტი­ნის­თ­ვის ის­ტო­რია მხო­ლოდ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სა­კუ­თა­რი ბნე­ლი ზრახ­ვე­ბის შე­სა­ნიღ­ბად?! რა­ტო­მაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა სწო­რედ იმი­ტომ და­იწყო, რომ ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბაც შე­ეც­ვა­ლათ?!

 არა­ფე­რია გა­მო­რიცხუ­ლი. მი­თუ­მე­ტეს, რომ რე­ა­ლუ­რად მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ რე­გი­ონ­ში ვცხოვ­რობთ და ეს ლი­ტო­ნად ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი ან ში­შის დი­დი თვა­ლე­ბი არაა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ესაზღ­ვ­რე­ბა სულ ოთხი ქვე­ყა­ნა - რუ­სე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი და თურ­ქე­თი. აქე­დან სა­მი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში შე­დის.

 უაღ­რე­სად ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - "კონ­ვერ­სი­ის ბო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტ­რ­მა", რო­მე­ლიც 1990 წლი­დან მსოფ­ლი­ოს მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის ინ­დექსს ად­გენს, ახ­ლა­ხან გა­მო­აქ­ვეყ­ნა 152 ქვეყ­ნის მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლო­ბის რე­ი­ტინ­გი, რო­მელ­შიც სომ­ხე­თი მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს, რუ­სე­თი - მე­ხუ­თეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - მე­ა­თეს. კვლე­ვა­ზე თან­დარ­თუ­ლი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, უფ­რო მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი მხო­ლოდ ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თია (ის­რა­ე­ლი, სი­რია და იორ­და­ნი­აც ათე­ულ­ში შე­დი­ან).

 ასე რომ, არ გვაწყენ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბაც და ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლაც. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბო­ლომ­დე აგ­ვიხ­დე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ვლა­დი­მი­რის და­ნა­ქად­ნე­ბი 2008 წლის ომის შემ­დეგ - მა­გათ ისე "და­ვა­ბო­ლებ", აქ (მოს­კოვ­ში) ისევ გვი­ცეკ­ვე­ბე­ნო. ცეკ­ვა-სიმ­ღე­რას რა სჯობს, მაგ­რამ, რო­გორც იტყ­ვი­ან, სა­ა­მი­სოდ უნ­და გქონ­დეს საქ­მე.

paata veshapidze