ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა აკუს­ტი­კით კი­ბოს უჯ­რე­დე­ბის გა­მო­ყო­ფა შეძ­ლეს
19 დეკემბერი, 2014
523
print

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა, კარ­ნე­გი მე­ლო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეს ახა­ლი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც აკუს­ტი­კუ­რი ტალ­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უჯ­რე­დე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით, მო­მა­ვალ­ში მე­დი­კო­სე­ბი პა­ცი­ენ­ტის სის­ხ­ლ­ში კი­ბოს იშ­ვი­ა­თი უჯ­რე­დე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ეს მე­თო­დი, კი­ბოს უჯ­რე­დე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რაც ექი­მებს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბამ­დე, ან პირ­ველ სტა­დი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მათ იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცე­მათ, გავ­რ­ცელ­დე­ბა თუ არა და­ა­ვა­დე­ბა მთელს ორ­გა­ნიზ­მ­ში. უჯ­რე­დე­ბის აკუს­ტი­კუ­რი გან­ცალ­კე­ვე­ბის ტექ­ნი­კა, უჯ­რე­დე­ბის და­ხა­რის­ხე­ბის ახ­ლან­დელ მე­თო­დებ­ზე გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფი, მარ­ტი­ვი და იაფი პრო­ცე­დუ­რაა. ამ­ჟა­მად, უჯ­რე­დე­ბის გა­მო­სა­ყო­ფად, ქი­მი­ურ რე­აქ­ტი­ვებს იყე­ნე­ბენ და უჯ­რე­დებ­ზე მე­ქა­ნი­კუ­რად ზე­მოქ­მე­დე­ბენ.

უჯ­რე­დე­ბის გა­მო­ყო­ფის­თ­ვის, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს მიკ­როფ­ლუ­ი­დუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­თა­ნაც ორი აკუს­ტი­კუ­რი გარ­დამ­ქ­მ­ნე­ლი და­ა­კავ­ში­რეს. ესე­ნი ბგე­რით ტალ­ღებს მიკ­რო­არ­ხე­ბის ორი­ვე მხა­რეს აგ­ზავ­ნი­ან. რო­დე­საც ორი ბგე­რი­თი ტალ­ღა ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბა, წარ­მოქ­მ­ნი­ან სტა­ტი­კურ ტალ­ღას, რო­მე­ლიც და­ბა­ლი წნე­ვის ზოლს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ამ ზოლს უჯ­რე­დე­ბის მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი გან­ლა­გე­ბა აქვს. უჯ­რე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ეჯა­ხე­ბი­ან, არ­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­რი­ყე­ბი­ან. უჯ­რე­დე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მან­ძი­ლი, მათ ზო­მებ­სა და დრე­კა­დო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ასე­თი პრინ­ცი­პით მო­მუ­შა­ვე მოწყო­ბი­ლო­ბა ად­რეც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მას­ში წნე­ვის მხო­ლოდ ერ­თი ზო­ლი არ­სე­ბობს, რის გა­მოც, უჯ­რე­დე­ბი მცი­რე მან­ძი­ლით გა­ი­რი­ყე­ბა. ახალ მოწყო­ბი­ლო­ბა­ში კი ამ ნაკ­ლის გა­მოწ­სო­რე­ბა მარ­ტი­ვად, ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის დახ­რით ხდე­ბა. და რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის უჯ­რე­დე­ბის და­სა­შო­რებ­ლად. რაც მთა­ვა­რია, ამ დროს ისი­ნი მი­ნი­მა­ლუ­რა­დაც არ ზი­ან­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა თა­ვი­ან­თი მე­თო­დი უკ­ვე გა­მოს­ცა­დეს სარ­ძე­ვე ჯირ­კ­ვ­ლის კი­ბოს უჯ­რე­დებ­ზე, რომ­ლებ­საც MCF-7-ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ლე­ი­კო­ცი­ტებ­ზე. ამ ორი ტი­პის უჯ­რე­დე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ზო­მე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია - MCF-7 უჯ­რე­დე­ბის დი­ა­მეტ­რი 20 მიკ­რო­მეტ­რია, ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი­სა კი - 12. მათ სიმ­კ­ვ­რი­ვე და დრე­კა­დო­ბაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქვთ. ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის დროს, კი­ბოს უჯ­რე­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 71 პრო­ცენ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და.

ამ ეტაპ­ზე, მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი, მის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დის და­პა­ტენ­ტე­ბას აპი­რებს, რის შემ­დე­გაც, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სის­ხ­ლის სინ­ჯებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, რა­თა დად­გინ­დეს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მა­თი მე­თო­დი რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. რო­გორც კარ­ნე­გი მე­ლო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი სუბ­რა სუ­რე­ში ამ­ბობს, მათ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ტექ­ნი­კას აქვს იმის რე­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ კი­ბოს­თან ბრძო­ლის ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად იქ­ცეს.

lika andiashvili