შავ-თეთ­რი ფო­ტო
19 დეკემბერი, 2014
2469
print

ნო­დარ ლა­და­რია

 რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტ­რის სი­მამ­რ­მა... იქ­ნებ ასე­თი და­საწყი­სი ვინ­მეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ მე ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა უჭი­რავს ამ ადა­მი­ანს დღეს, ამის და­ზუს­ტე­ბა მე­ზა­რე­ბა, ხო­ლო წარ­დ­გე­ნის ეს ფორ­მა, რო­გორც მგო­ნია, ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლურ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას შე­ი­ცავს. მაშ ასე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტ­რის სი­მამ­რ­მა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა "იმე­დის კვი­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, რომ ისე­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შემ­დეგ არ ჰყო­ლია.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სიტყ­ვებ­მა ერ­თობ ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გაჩ­ნ­და აზ­რი, რომ ასე­თი შე­უ­რაცხ­ყო­ფა ილი­ა­სათ­ვის ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძის შემ­დეგ არა­ვის მი­უ­ყე­ნე­ბია, რომ ილი­ას კი­დევ ერ­თხელ ეს­რო­ლეს და ა. შ. ასე­თი რე­აქ­ცია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ჩვენ­ში რე­ა­ლო­ბას უპი­რა­ტე­სად ერ­თი სქე­მით გა­ნი­ხი­ლა­ვენ და აღ­წე­რენ. ამ სქე­მა­ში ორი კა­ტე­გო­რიაა: საკ­რა­ლუ­რი და პრო­ფა­ნუ­ლი. თე­ო­ლო­გი­ას აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, უბ­რა­ლოდ, პრო­ფა­ნულ სივ­რ­ცე­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ობ, საკ­რა­ლურ­ში კი მო­წი­წე­ბა გმარ­თებს, ფეხ­შიშ­ვე­ლი და ქუდ­მოხ­დი­ლი უნ­და შეხ­ვი­დე. გა­სა­გე­ბია, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ერ­თ­გ­ვა­რი საკ­რა­ლუ­რი შა­რა­ვან­დე­დის მა­ტა­რე­ბე­ლი უნ­და იყოს სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში აზ­რის გა­მომ­თ­ქ­მე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აღი­ა­რებს თუ არა ილი­ას კა­ნო­ნი­კურ წმინ­და­ნო­ბას.

ცალ­კე სა­კითხია, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­გ­ვა­რი აღ­ქ­მა, ცო­ტა არ იყოს, არ­ქა­უ­ლია. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ის მარ­თ­ლაც დო­მი­ნან­ტუ­რი იყო. ვინც ამ სქე­მას არ­ღ­ვევ­და, თა­ნამ­დებ იყო სას­ჯე­ლი­სა - ასე მო­ითხოვ­და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მა­შინ­დე­ლი წე­სი. ახა­ლი დრო­ის და­საწყი­სი­დან კი რე­ა­ლო­ბა იმ­დე­ნად გარ­თულ­და და გამ­დიდ­რ­და მათ­თ­ვის, ვი­საც მის მი­მართ შე­მოქ­მე­დის პო­ზი­ცია ეჭი­რა და არა მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა, რომ პრო­ფა­ნულ-საკ­რა­ლუ­რის დი­ხო­ტო­მია საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და. სა­ჭი­რო გახ­და ახა­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა და პირ­ვე­ლი, რი­თაც აღი­ნიშ­ნა ახა­ლი ეპო­ქის დად­გო­მა, მთელ ევ­რო­პა­ში თან­და­თა­ნო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და მკრე­ხე­ლო­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია. საკ­რა­ლუ­რის "შებღალ­ვას" მი­ე­ცა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნის სტა­ტუ­სი და მო­ეხ­ს­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი საფ­რ­თხის ფუნ­ქ­ცია.

რა თქმა უნ­და, საკ­რა­ლუ­რი სივ­რ­ცე ამით არ და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლა, უბ­რა­ლოდ მი­სი შიგ­თავ­სი შე­იც­ვა­ლა. მაგ­რამ და­ვუბ­რუნ­დეთ თა­მა­ზაშ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვას.

საქ­მე ისაა, რომ არც თა­მა­ზაშ­ვილს და­ურ­ღ­ვე­ვია საკ­რა­ლუ­რი სივ­რ­ცე. ში­ნა­გა­ნად მი­სი სიტყ­ვე­ბი (თუ და­ვუშ­ვებთ, რომ ადა­მი­ა­ნუ­რად გულ­წ­რ­ფე­ლია) სწო­რედ ილი­ას მი­მართ პი­ე­ტე­ტით იყო გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი. ეს პი­ე­ტე­ტი რომ არა, ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით არ მო­იხ­სე­ნი­ებ­და. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია, მად­ლი­ე­რე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტოს მი­სი ოჯა­ხის მფარ­ვე­ლი­სა და კე­თი­ლის­მ­ყო­ფე­ლის მი­მართ. ამ მო­ტი­ვა­ცი­ის ბუ­ნე­ბა­სა და წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. გან­სა­ხილ­ველ ფრა­ზა­ში მთა­ვა­რი სიტყ­ვა არის "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი".

გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გო­რი შურ­ნა­რე­ვი, მაგ­რამ მო­რი­დე­ბუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ით წარ­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ ხოლ­მე რა­ი­კო­მის მე­ო­რე მდივ­ნე­ბი სიტყ­ვას "დი­სერ­ტა­ცია". ან ამა­ყი სი­დედ­რე­ბი - სიტყ­ვას "დო­ცენ­ტი" (ვა­რი­ან­ტი - "მეც­ნი­ერ-მუ­შა­კი"). არ ვი­ცი, გა­ე­გე­ბა თუ არა ბ-ნ თა­მა­ზაშ­ვილს სიტყ­ვა "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლის" აზ­რი, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ტერ­მი­ნი მის­თ­ვის აღ­სავ­სეა და­დე­ბი­თი კო­ნო­ტა­ცი­ით. ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ხა­ტავს ყვე­ლა­ფერს იმას, რაც "მე არა მაქვს", მაგ­რამ "თქვენ გაქვთ და მა­ინც არ გეს­მით ჩე­მი". უფ­რო მოკ­ლედ რომ ვთქვათ, თა­მა­ზაშ­ვილ­მა შე­ა­ფა­სა ივა­ნიშ­ვი­ლი ტერ­მი­ნით, რო­მე­ლიც, მი­სი გა­გე­ბით, ყო­ვე­ლი­ვე კე­თილ­სა და აღ­მა­ტე­ბულს მო­ი­ცავს. მაგ­რამ, აბა, შე­ფა­სე­ბა გა­ნა შე­ფა­სე­ბაა, თუ კონ­ტექსტს ვერ აღ­წერს და ვერ ით­ვა­ლის­წი­ნებს? კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ნათ­ქ­ვამს ობი­ექ­ტუ­რო­ბის გან­ც­დით ავ­სებს. სწო­რედ ამ ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

ის ჩვენ­თ­ვის პლი­უს უსას­რუ­ლო­ბაა, რო­გორც ამ­ბო­ბენ მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი. ან, და ეს შე­და­რე­ბა უფ­რო ზუს­ტი იქ­ნე­ბა, "თეთ­რი წერ­ტი­ლია", რო­გორც იტყ­ვი­ან ფო­ტოგ­რა­ფე­ბი - ანუ ფო­ტო­სუ­რათ­ზე ის მცი­რე არე, რო­მე­ლიც ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი თეთ­რით არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და მთე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ტო­ნა­ლურ სტრუქ­ტუ­რას გან­საზღ­ვ­რავს. დი­ახ, ჩვენ­თ­ვის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თა და აზ­რით ას­რუ­ლებს თეთ­რი წერ­ტი­ლის როლს. საქ­მე ისაა, რომ ზუს­ტად ასე­ვეა თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თ­ვი­საც: მან შე­სა­და­რებ­ლად მო­იყ­ვა­ნა თეთ­რი წერ­ტი­ლი, ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი არე იმი­ტომ, რომ, რო­გორც ჰგო­ნია, სწო­რედ ამ არეს­თან შე­და­რე­ბა და­არ­წ­მუ­ნებს ყვე­ლას, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე არა­ნაკ­ლებ კაშ­კა­შაა.

ახ­ლა კი და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი თა­მა­ზაშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბის ფორ­მა­ლურ გან­ხილ­ვას და ჩავ­ს­ვათ ისი­ნი ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­ს­ტ­ში. ამი­სათ­ვის კი, რა­თა რე­ა­ლო­ბა ყვე­ლა­ზე უფ­რო კონ­ტ­რას­ტუ­ლად და მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნ­დეს, დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა ტო­ნა­ლუ­რი ჰის­ტოგ­რა­მის (მად­ლო­ბა ციფ­რულ ფო­ტოგ­რა­ფი­ას!) მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა - შა­ვი წერ­ტი­ლი. ეს შა­ვი წერ­ტი­ლი არის - მე­პა­ტი­ოს მეც­ნი­ე­რუ­ლად არა­კო­რექ­ტუ­ლი გა­მოთ­ქ­მა - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს გა­მე­ფე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბა.

ჩვე­ნი სი­ნამ­დ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბას უნ­და გა­ვუს­წო­როთ მარ­ცხ­ნი­დან, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს კი მარ­ჯ­ვ­ნი­დან. რა გა­მო­ვა? გა­მო­ვა ის, რომ თა­მა­ზაშ­ვი­ლი სავ­სე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რია. რა­ტომ? იმი­ტომ რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მა­ეს­ტ­როს ეთერ­ში, ზუს­ტად ის, სა­დაც მან სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს გუ­ლუხ­ვად და­აფ­რ­ქ­ვია თავ­ზე "მენ­ცა­რის" სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რე და შეგ­ვახ­სე­ნა მჭა­დის სა­ხე­ლი, ბევ­რად უფ­რო გავ­ლე­ნი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, ვიდ­რე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პუბ­ლი­ცის­ტურ თხზუ­ლე­ბა­თა კორ­პუ­სი; "ბუტ­კის" ანეკ­დოტ­მა უფ­რო მე­ტი სა­ლა­პა­რა­კო სა­ბა­ბი მი­ა­ნი­ჭა ერს, ვიდ­რე სკო­ლა­ში ნას­წავ­ლ­მა "კა­კო-ყა­ჩაღ­მა", ხო­ლო "სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის" კონ­ცეფ­ცი­ამ და, რაც მთა­ვა­რია, მის­მა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ ბევ­რად უფ­რო დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ხალ­ხ­ზე, ვიდ­რე სახ­რ­ჩო­ბე­ლის წინ მდგო­მი პეტ­რეს თვით­გ­ვე­მით აღ­სავ­სე მო­რა­ლი­ზა­ცი­ამ. და ამ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი წვლი­ლი აქვს: გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მე­ბის წე­რით თვა­ლე­ბა­მო­ღა­მე­ბულ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­საც და იმა­თაც, ვი­საც "ოთა­რა­ანთ-ქვრივ­ზე" სე­რი­ო­ზუ­ლი ლა­პა­რა­კი ეთა­კი­ლე­ბათ, მაგ­რამ ჭკუ­ას კარ­გა­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე "არ­ტ­ზე". მარ­ცხ­ნივ და მარ­ჯ­ვ­ნივ, ზე­მოთ და ქვე­მოთ მი­მარ­თულ ძალ­თა და ნე­ბა­თა ტოლ­ქ­მე­დი ისე­თი აღ­მოჩ­ნ­და, რომ "მენ­ცა­რის" სიბ­რ­ძ­ნემ და­უბ­რ­კო­ლებ­ლად მი­აღ­წია უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ნიშ­ნულს და დღემ­დე არ ტო­ვებს მას.

ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რა გვე­ლის, ოდეს ეს უდი­დე­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ნიც­შეს კითხ­ვას და­ას­რუ­ლებს, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ და­წე­რილ­მა მის­მა წიგ­ნ­მა დღის ნა­თე­ლი მარ­თ­ლაც რომ იხი­ლოს, მას ბევ­რად მე­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყ­ვე­ბა (ყვე­ლა სა­ხი­სა), ვიდ­რე თა­ვის დრო­ზე "კა­ცია-ადა­მი­ან­მა" გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

ჰო­და, აბა, რას ვერ­ჩით თა­მა­ზაშ­ვილს? - კაცს თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბია და ეს "იმე­დის კვი­რაც" არ ას­ვე­ნებს, უტაქ­ტოდ ეჩ­რე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში და ჩვენც უგა­ნა­ჩე­ნოდ გვაჩ­რის ამ ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და სხვა­ზე ოდ­ნავ უფ­რო იღ­ბ­ლი­ა­ნი ქარ­თ­ვე­ლის გან­ც­დებს, რომ­ლე­ბიც, ჩვე­ნი "შა­ვი წერ­ტი­ლი" ასე შა­ვი რომ არ იყოს, არც არა­ვის უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს. მაგ­რამ აინ­ტე­რე­სებთ - ფო­რი­ა­ქო­ბენ... საყ­დ­რი­სის მა­ღა­როს აფეთ­ქე­ბა­ზეც ვი­თომ ფო­რი­ა­ქო­ბენ, მაგ­რამ, აბა, ამ ფო­რი­აქს ლიკ­ვი­დუ­რო­ბით არა­ვინ მორ­წყავს და მის­გან არა­ფე­რი შე­დე­გი­ა­ნი არ გა­მოდ­ნე­ბა. ასე მგო­ნია და მინ­და, რომ ვცდე­ბო­დე.

არა, თა­მა­ზაშ­ვი­ლი სავ­სე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რია სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­რე­მოს მი­მართ. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა ჩვენ გვჭირს, ვი­საც გვგო­ნია, რომ ზუს­ტად ვხე­დავთ ყვე­ლა­ფერს და ამა­ვე დროს საკ­რა­ლუ­რი­სა და პრო­ფა­ნუ­ლის დრო­მოჭ­მუ­ლი სის­ტე­მით ვსარ­გებ­ლობთ. ჩვენ ამ სის­ტე­მის მი­მარ­თაც ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ერ­თ­გუ­ლე­ბა, რად­გან ის მოგ­ვი­წო­დებს, ყო­ველ­ნა­ი­რი გა­დაც­დე­ნის მი­ზე­ზი ჩვე­ნი­ვე თავ­ში ვე­ძი­ოთ, ჩვენ თავს მოვ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი ყვე­ლაფ­რის გა­მო, რაც წინ­ს­ვ­ლას გვიბ­რ­კო­ლებს. ამის მა­გი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვიკ­ლებთ უძ­ლუ­რი ქი­ლი­კით, რო­ბი­კო­სა და ქე­თის სკან­და­ლებ­ზე ვიფხ­რი­წე­ბით სი­ცი­ლით ახ­ლა კი თა­მა­ზაშ­ვილს ვსწვდით არარ­სე­ბულ წვერ­ში და წი­წა­მურ­ში მის მით­რე­ვას ვლა­მობთ. რა­ში გვარ­გია? - გა­ნა ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კა­ნონ­ზო­მი­ე­რი თუ არა, ასახ­ს­ნე­ლად ად­ვი­ლი მა­ინც არ არის, რომ ლა­ლი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ყბა­ში ჩავ­ვარ­დით?

თეთ­რი და შა­ვი წერ­ტი­ლე­ბი მოვ­ნიშ­ნეთ... რუ­ხი ფე­რის გა­მა აღ­წერს ჩვენს სი­ნამ­დ­ვი­ლეს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას. ახ­ლა სა­კითხა­ვი სხვაა: პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია, მეტ-ნაკ­ლე­ბად გო­ნი­ე­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი მე­დია, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ბო­ლოს და ბო­ლოს, საქ­მის მცოდ­ნე და პა­ტი­ო­სა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი რო­მელ ფერს შე­მა­ტე­ბენ, რი­თი გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბენ ამ მო­ჟა­მულ სუ­რათს? - გზა მხო­ლოდ ერ­თია: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სრუ­ლი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და ღი­რე­ბულ სა­მიზ­ნე­ებ­თან გა­სა­გებ და შე­სა­ბა­მის ენა­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა.

სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა, რად­გან ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა აჩ­ვე­ნა: უგუ­ნურ­ნი უკეთ ფლო­ბენ ხალ­ხის­თ­ვის გა­სა­გებ ენას, ვიდ­რე გო­ნი­ერ­ნი.

ნოდარ ლადარია