სვეტური პოეზია
19 დეკემბერი, 2014
936
print

კოტე ყუბანეიშვილი

ამ გო­ი­მე­ბის დოღ­მა

აქ და­აგ­რო­ვა ბოღ­მა

რა­საც ჭირ­დე­ბა დაც­ლა

ან­და სას­წ­რა­ფოდ გაც­ლა.

 ***

 

თუ პო­ე­ზია ჩვე­ნი სფე­როა

რა­საც ფიქ­რე­ბით ხში­რად ვა­კითხავთ

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ატ­მოს­ფე­როა

გან­სა­კუთ­რე­ბით ლექ­სის სა­კითხად

თა­ნაც არა­ვინ არის გან­მ­ს­ჯე­ლი

გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­ბობ თუ ღი­ად

და სიტყ­ვი­სათ­ვის მკაც­რი სას­ჯე­ლი

ჩვენ­ში ხომ ჯერ არ შე­მო­უ­ღი­ათ

ხო­და რაც გინ­და იბო­დი­ა­ლე

დე­და­მი­წი­დან სა­ნამ არ გაქ­რი

რაც მო­გინ­დე­ბა აიდე­ა­ლე

ოღონდ ბო­ლო­ში ლექ­სი და­არ­ქ­ვი

და თუ სიტყ­ვის მწკრივს შეს­ძენ სიმ­ყა­რეს

ხალ­ხი მი­ი­ღებს და შე­იყ­ვა­რებს.

 ***

 

ეს წრე იყო კავ­კა­სი­ურ ცარ­ცის

წა­მოც­მუ­ლი კო­მუ­ნის­ტურ ჩლენ­ზე

რა­ზეც არც ეს მოქ­მე­დებ­და არც ის

და რაც ასე მოქ­მე­დებ­და ჩვენ­ზე.

 ***

 

ეს რა ხდე­ბა ჩემ გარ­შე­მო

ვხე­დავ ელ­ფებს გნო­მებს ტრო­ლებს

ვერ გა­ვი­გე ღმერ­თო ჩე­მო

მარ­თ­ლა ვინ ვის აკონ­ტ­რო­ლებს

 

არ ეზა­რე­ბათ რა გარ­ჯა

არ­სი ამოც­ნო­ბი­ლია

ვინ რა იშო­ვა ან ხარ­ჯა

წი­ნას­წარ­ვე ცნო­ბი­ლია

 

თვა­ლი სხი­ვით მე­მო­რე­ბა

და­ნახ­ვი­სას არ­სე­ნა­თა

აშ­კა­რაა შე­მო­სე­ვა

ზე­ბუ­ნებ­რივ არ­სე­ბა­თა.

 ***

 

ან და­იშ­ვე­ბით

ან ჩა­იშ­ვე­ბით.

 

 

კოტე ყუბანეიშვილი