„ნაო" - რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც მძღო­ლად მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ
26 დეკემბერი, 2014
705
print

„გუგ­ლი" და დი­დი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი დი­დი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ო­ბენ სრუ­ლი­ად ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც მძღო­ლის ჩა­უ­რევ­ლად შეძ­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბას, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბას და სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. და ამა­ზე ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარ­საც იმე­ტე­ბენ. მაგ­რამ თურ­მე სხვა გზაც არ­სე­ბობს - სა­ჭი­რო არაა სრუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ზა­ცია. მძღო­ლის შეც­ვ­ლა თურ­მე რო­ბოტ­საც შე­უძ­ლია!

ფრან­გულ­მა კომ­პა­ნია „ალ­დე­ბა­რან რო­ბო­ტიკ­ს­მა", რო­მე­ლიც სას­წავ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რო­ბო­ტე­ბის შექ­მ­ნა­ზეა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, თა­ვის პო­პუ­ლა­რულ რო­ბოტ „ნა­ოს­თ­ვის" შე­ი­მუ­შა­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც რო­ბოტს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ეს პა­კე­ტი ასე­ვე ვრცელ­დე­ბა „ბე­ემ­ვეZ4-ის" ელექ­ტ­რულ სა­თა­მა­შო რეპ­ლი­კა­ზე, რო­მელ­საც „ნაო" მარ­თავს. რო­ბო­ტიც და მი­სი ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლიც 7 669 ევ­რო ღირს.

და მე­რე რა, რომ სა­თა­მა­შო მან­ქა­ნას ნა­ხევ­რად სა­თა­მა­შო რო­ბო­ტი მარ­თავს? ასეთ სა­თა­მა­შო­ში ხომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­ე­ტე­ვა? რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ის ფაქ­ტი, რომ რო­ბოტს, თუნ­დაც სას­წავ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სას, სა­თა­მა­შო პა­ტა­რა მან­ქა­ნის მარ­თ­ვა შე­უძ­ლია, უკ­ვე მრავ­ლის მეტყ­ვე­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ მას­შ­ტა­ბის გაზ­რ­და და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­ვე­წა, რე­ა­ლუ­რი მძღო­ლი რო­ბო­ტის შექ­მ­ნას­თან მიგ­ვიყ­ვანს. და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ალ­ბათ პირ­ველ რიგ­ში, „ჰონ­და" და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რომ­ლის რო­ბო­ტი ჰუ­მა­ნო­ი­დი „ასი­მოც" ახ­ლა­ხანს ბა­რაკ ობა­მას ებურ­თა­ვა.

„ნაო" ისე­დაც საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მი­ნი ჰუ­მა­ნო­ი­დია. ის რე­ა­გი­რებს ხმო­ვან მი­თი­თე­ბებ­ზე, არ­ჩევს ხმას და ხე­დავს კა­მე­რე­ბით. ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რებს რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით, ასე­ვე ინ­ფ­რა­წი­თე­ლი ტალ­ღე­ბით. მწარ­მო­ებ­ლის თქმით, პა­ტა­რა რო­ბო­ტი შე­იძ­ლე­ბა დაპ­როგ­რამ­დეს C++, „პი­თონ" და „ჯა­ვა" სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენებ­ზე. პა­ტა­რა „ბე­ემ­ვე" კი აღ­ჭურ­ვი­ლია მან­ძი­ლის ლა­ზე­რუ­ლი მზო­მით, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მარ­თ­ვის სის­ტე­მით და დაბ­რ­კო­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის სის­ტე­მით.

უნ­და ით­ქ­ვას, რომ რო­ბო­ტი­სა და პა­ტა­რა მან­ქა­ნის ტან­დე­მიც სას­წავ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა და ის რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­სა­ცაა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. მაგ­რამ ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ ოდეს­მე „ალ­დე­ბა­რან რო­ბო­ტიკ­სი" თუ არა, სხვა კომ­პა­ნია მა­ინც, მოზ­რ­დილ „ნა­ოს" არ და­ამ­ზა­დებს. მი­თუ­მე­ტეს, თუ ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ი­ჩე­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბას...

lika andiashvili
ტეგები