სვეტური პოეზია
26 დეკემბერი, 2014
709
print

კოტე ყუბანეიშვილი 

დღეს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ჩა­მო­ვარ­და

რაც სას­წა­ულს იქა­დე­ბა

ისევ ქა­რი ამო­ვარ­და

ვატყობ ქრის­ტე იბა­დე­ბა

ერთ ორ დღე­ში ალ­ბათ ხო­და

მიყ­ვარს სიტყ­ვით თა­მა­შო­ბა

25 მო­ახ­ლოვ­და

და ეს ლექ­სიც ამან შო­ბა

ფინს ვკითხუ­ლობ ჰე­კელ­ბერ­სა

აგერ უკ­ვე ერთ თვე­საო

ოც­და­ხუთ­სა დე­კემ­ბერ­სა

ქრის­ტე იშ­ვა ბეთ­ლემ­საო.

 ***

პი­რო­ბე­ბი დამ­ძიმ­და

ფაქ­ტი თვალ­ში გე­ცე­მა

პრო­დუქ­ტე­ბი გაძ­ვირ­და

ლა­რის კურ­სი ეცე­მა

 

თუმც იმე­დი დი­დია

შევ­ჩერ­დე­ბით ორ ლარ­ზე

ჩვე­ნი ბე­დი კი­დია

სამ­წუ­ხა­როდ დო­ლარ­ზე.

 ***

მზე ამო­ვი­და ანუ გა­თენ­და

ამო­ე­ფა­რა თუმ­ცა ღრუბ­ლებს მზე

მთის მწვერ­ვა­ლე­ბი უკ­ვე გა­თეთ­რ­და

არა­ფერს ვიტყ­ვი ავ­დ­რის ღრუბ­ლებ­ზე

 

თან შე­სამ­ჩ­ნე­ვად უკ­ვე აგ­რილ­და

მო­ჩანს გა­რე­მო შე­უ­ხე­და­ვად

შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­ინც დი­ლაა

ცუ­დი ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად

 

ცუდს მე ვგუ­ლის­ხ­მობ ცი­ვი ქა­რია

რაც ნერვს მატ­კი­ებს მაგ­რად სამ­წ­ვე­რას

და რა­მაც ფიქ­რი ისე არია

რომ მეც ვა­პი­რებ ლექ­სის და­წე­რას

 

ლექსს ვამ­ბობ თო­რემ ესეც ფიქ­რია

მახ­სოვ­რო­ბი­დან წა­მო­ნა­ბე­რი

ღრუბ­ლე­ბიც ისევ სადღაც მიქ­რი­ან

და არ ანაღ­ვ­ლებთ აღა­რა­ფე­რი.

 ***

აზ­რი ფიქ­რის ნა­ზა­ვია

ბევრს შე­ი­ცავს ავ თვი­სე­ბას

ცოდ­ნაც უზარ­მა­ზა­რია

ვერ ახერ­ხებს ათ­ვი­სე­ბას

ვერ გა­არ­თ­ვა ჭკუ­ამ თა­ვი

არც ღირს ვინ­მე გა­ნი­კითხო

წიგ­ნე­ბია უამ­რა­ვი

ვე­ღარ ას­წ­რებ წა­ი­კითხო

ასე­თია მწა­რე ყო­ფა

ჭო­რი ას­წ­რებს გა­ბაზ­რე­ბას

ერ­თი თა­ვი არ ეყო­ფა

ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბას

 ***

მო­მე­ნატ­რა მაგ­რა ხი­ლი

ამ ახალ­წ­ლის დი­ლას სის­ხამს

ხე­ე­ბია დაგ­რე­ხი­ლი

მიკ­ვირს რა­მეს რო­გორ ის­ხამს

სა­ნამ თოვ­ლი გაწყალ­დე­ბა

მო­მეშ­ვე­ბა სა­ნამ გულ­ზე

ყვე­ლა­ფე­რი გამ­წ­ვან­დე­ბა

ისევ ისე გა­ზაფხულ­ზე.

 ***

მზე ამო­ვი­და ზე­ცა გაბ­რ­წყინ­და

ის­მის ფრინ­ველ­თა

ჟი­ვილ ხი­ვი­ლი

გა­და­მა­ვიწყ­და

ად­რე რაც მწყინ­და

და აღარ მახ­სოვს

ტრა­კის ტკი­ვი­ლი.

 ***

ქცე­ვა ეტი­კე­ტუ­რია

ტკი­ვი­ლია ანა­ლუ­რი

პო­ე­ზია სვე­ტუ­რია

აზ­როვ­ნე­ბა ბა­ნა­ლუ­რი.

 ***

წელს ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბი

ტვინს მთავ­რო­ბა გვითხე­ლებს

მეც ვუ­ლო­ცავ ახალ წელს

ჩვენ საყ­ვა­რელ მკითხ­ვე­ლებს.

 ***

ფუ­ლი ეშ­მაკს

სუ­ლი ღმერთს

ეს კი ნიშ­ნავს

მხო­ლოდ ერთს

რომ გინდ ცოდ­ნით

გინდ შრო­მით

ბევრს ვე­რა­ფერს ვი­შო­ვით.

კოტე ყუბანეიშვილი