Spring Set-ის მორიგი საჩუქარი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს!
20 აპრილი, 2015
862
print

თაკო სალთხუციშვილი

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის დღე-სასწაულები თუ სასწაული დღეები დღითიდღე მატულობს დედაქალაქში. ამჯერად ძალიან სუბიექტური ვიქნები და ქებას არ დავაკლებ Set Festival-ის ავტორებს, რომლებიც დამეთანხმებით და ყოველთვის გამოირჩევიან ამ სასწაული დღეების მოწყობით.

ამჯერად ჩემთვის და უკვე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი თქვენგანისთვის ერთერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი შემსრულებლების ლაივს მოვისმენთ. დიახ მეგობრებო - ლაივს!

მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ნამდვილად არ აკლია ტოპ-არტისტები, ცოცხალი შესრულება მაინც იშვიათი ბენიერებაა ხოლმე და როგორც სჩვევია ამის ფუფუნებას set-festival-ი ამჯერადაც გვაძლევს.

24 აპრილს Spring Set-ზე საშუალება გვექნებათ მოვუსმინოთ 2014 წლის ტოპ ლაივ შემსრულებლებში Resident Advisor-ის გამოკითხვის შედეგად ოცეულში მოხვედრილ Bob Moses-ს! ეს კანადური დუო ჯიმი ვოლისისა და ტომ ჰოულის შემადგენლობით, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ლაივ აქტების ავტორები არიან და დღეს ისინი ბრუკლინში მოღვაწეობენ. მათი სადებიუტო EP „Hands to hold” ლეიბლზე „Scissor and thread” გამოვიდა. მას შემდეგ კიდევ ორი EP „Far from the tree“ და„First to cry“ შემოგვთავაზეს და საბოლოოდ ეს ყოველივე ალბომის სახით „Domino Records“-ზე გამოიცა.

ელექტრონული მუსიკის უკვე საკმაოდ ფართო და კონკურენტუნარიან გარემოში Bob Moses-ს სახელი Deep house-სის სტანდარტებს გაცდენილმა, ინდი როკისა და ბლუზის ელემენტებით გაჯერებულმა მუსიკამ და ტომ ჰოულის არაჩვეულებრივმა ვოკალმა წარმატება ძალიან მალე მოუტანა.

გარდა ამისა Spring set-ი ივენთზე კიდევ ერთ არაჩვეულებრივ არტისტს Valentin stip-ს გვახვედრებს. ვისაც ამ სტილის მუსიკა უყვარს, დამეთანხმება, რომ Valentin stip იმ გამორჩეულთა რიცხვშია, რომლებსაც მუსიკალური გენიოსები ძალიან მარტივად პოულობენ ხოლმე. ის Nicolas Jaar-მა აღმოაჩინა და საზოგადოებას „Anytime Will Do EP“-ითწარუდგინა. მას შემდეგ კი გამოვიდა EP სახელწოდებით„Angst” და 8 ტრეკიანი LP „Sigh”.

ვალი ადრეული ასაკიდან რახმანინოვით და მოცარტით იყო გატაცებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის მუსიკალურ ხედვაზე, აღქმასა თუ გემოვნებაზე. მისი კონცეფციის თანახმად, ბუნებაში არსებული თითოეული ხმა შეიძლება აღიქვას მუსიკად, რომელსაც შემდეგ ადამიანის გონება არანჟირებას უკეთებს და მუსიკის სახით გადმოსცემს. სწორედ ამიტომ მის მუსიკაში განსაკუთრებული პროფესიონალიზმით შეზავებულ კლასიკური ფორტეპიანოს აკორდებსა და ელექტრონული ემბიენთ ხმების მიქსს ვხვდებით.

ქართველი არტისტებიდან ივენთში მონაწილეობას ყველასთვის კარგად ნაცნობი Vako T-ს და Chikovani მიიღებენ. ღონისძიებას კი ვიზუალურად სპეციალურად აზერბაიჯანიდან მოწვეული ვიზუალ-არტისტი Javid Guliyev გააფორმებს.

ეს ყველეფერი 24 აპრილს, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ მანეჟის შენობაში გაიმართება. მე კი ვეცადე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მომეწოდებინა ამ არაჩვეულებრივი არტისტების შესახებ, მაგრამ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ Tbilisi summer set-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდსეწვიოთ.

 

 

თაკო სალთხუციშვილი