„Summer Beats” – იგრძენი ზაფხული
02 ივნისი, 2015
1078
print

თაკო სალთხუციშვილი

თბილისში კიდევ ერთი ფესტივალი „Summer Beats“ იწყება.

5 და 6 ივნისს, „ჯინო ფერედაისი“ ორ არაჩვეულებრივ საღამოს და ქართველი მსმენელის ორ საყვარელ არტისტს Dante-ს და Phonique-ს უმასპინძლებს.

5 ივნისს მისული სტუმრები ცნობილი ჰიტის - “Next to you”შემსრულებლის ლაივს დაესწრებიან, რომელთან ერთადაც მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში თქვენს განწყობაზე ქართველი არტისტები - აჩი ვანიშვილი (Dzvali), Nick Asoev და The Gte Project &თიკა ბალანჩინი იზრუნებენ. 6 ივნისს კი თქვენს წინაშე მსოფლიო ჰიტების - „For the time being” და „Feel what you want”-ის ავტორი, Phonique წარსდგება წარსდგება. ქართველი არტისტებიდან ამ დღეს თქვენ მოუსმენთ - Levan Tl & A2K

„Summer Beats“ სხვა ელექტრონული მუსიკის ფესტივალებისგან ბედნიერი და მსუბუქიმუსიკით იქნება გამორჩეული.ასევე სეზონის გახსნასთან ერთად აღსანიშნავია ივენთის ორგანიზატორი კომპანიის, „DPM-Ggoup“-ის პარტნიორი ლოკაცია, ულამაზესი და მრავალფუნქციური კომპლექსი „ჯინო ფერედაისი“.

„DPM-Ggoup“-ის მიზანია საქართველოში თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების დამკვიდრება. ამასთან ახალი ქართველი არტისტების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გაყვანა. ვინაიდან და რადგანაც კომპანია ამერიკულია, ამის რესურის მათ ნამდვილად აქვთ.

„Summer Beats”-ის სლოგანია „MAKE LOVE GEORGIA“და გემოვნებიანი მუსიკისა და ხარისხიანი ივენთის გარდა „DPM-Ggoup“ყველა ღონისძიებაზე სხვადასხვა სიურპრიზებსაც გვპირდება.

როგორც DPM-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თორაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულია, მსოფლიო ჩარტებში მოწინავე ადგილზე მყოფი არტისტების ჩამოყვანა სწორედ ამ სფეროს განვითარებას შუწყობს ხელს. გარდა ამისა, კომპანია დაინტერესებულია ქართველი შემსრულებლებისსაერთაშორისო ბაზრებზე გაყვანით.

ბილეთები იყიდება მცხეთის ქუჩა #17-ში და Biletebi.ge-ზე. გარდა ამისა, საქართველოში პირველად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბილეთების ადგილზე მიტანის სერვისით. ამისთვის დარეკეთ ნომერზე - 577055505.ბილეთის ფასი თითოეულ დღეზე 25 ლარია, ორდღიანი ბილეთის შეძენისას კი 40 ლარი.

“DPM GROUP”–ი ელექტრონული მუსიკის ფესტივალებს მსოფლიო მაშტაბით მართავს და საერთაშორისო დონის არტისტების ფროდაქშენ კომპანიებთან უკვე მაღალი ნდობითაც სარგებლობს. სწორედ მათი საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ -CHRIS LAKE. OLIVER NELSON. TV NOISE და სხვ.

DPM მთელი თბილი სეზონების განმავლობაში ჯინო პარკის პარტნიორები იქნებიან და მათი ივენთების ლოკაცია ზუსტად ეს არაჩვეულებრივი პარკი იქნება.ივენთები უკვე მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში დაგეგმილია და ეტაპობრივად ფესტივალის მასშტაბების გაზრდას და მთელი კავკასიის რეგიონზე გასვლასაც ვარაუდობენ. „Summer Beats“-ის დასრულების შემდეგ მომდევნო ივენთზე მოწვეული მსოფლიო დონის შემსრულებლის სახელიც ცნობილი გახდება.

მხოლოდ მათთვის, ვინც DPM-ის ზაფხული-შემოდგომის განმავლობაში ჩატარებულ ყველა ივენთს დაესრება, კომპანია საახალწლოდ განსაკუთრებულ და დაუვიწყარ სიურპრიზს პირდება.

 

 

 

maia chalaganidze
ტეგები