15 ივნისს GEM FEST-ის Multi Pass-ები ექსკლუზიურ ფასად გაიყიდება
12 ივნისი, 2015
2402
print

მას შემდეგ, რაც GEM FEST-ის ანაკლიაში ჩატარება დაანონსდა, საზოგადოების ინტერესი ამ მასშტაბური ღონისძიებისადმი ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ GEM FEST-ის ორგანიზატორები დეტალებს, ჯერჯერობით, სრულად არ ახმაურებენ, კულუარებში მაინც აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ეს ფესტივალი, შესაძლოა, მსოფლიოსთვის საქართველოს სავიზიტო ბარათიც კი გახდეს.

15 ივნისიდან ბილეთების გაყიდვა დაიწყება. 1000 ყველაზე სწრაფი და იღბლიანი Multi Pass-ის შეძენას 99 ლარად შეძლებს, ამას ფესტივალის ჯგუფი ოფიციალურად ადასტურებს. მათი განმარტებით, პრომო-ფასად შესაძლებელი იქნება Full House Pass-ის შეძენაც, რომელიცსაფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტოდ შესვლა-გასვლისსაშუალებას იძლევა და ითვალისწინებს კარვების ქალაქში ორადგილიან კარავში ცხოვრებას. მისი ღირებულება, ერთი ადამიანისთვის 239, ორისთვის კი - 338 ლარი იქნება.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, GEM FESTბუნებრივი სუბტროპიკული პეიზაჟების, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ-ობიექტების დეკორაციების ფონზე გაიმართება. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, 18 ჰა ტერიტორიაზე რამდენიმე მუსიკალური სცენა და კინოთეატრი იფუნქციონირებს. შარშანდელისგან განსხვავებით, ორგანიზატორები კარვების ქალაქში ჩრდილსაც უზრუნველყოფენ.

ამ დროისათვის, ანაკლიაში, საფესტივალო ტერიტორიაზე მზადება მიმდინარეობს. აქვე გეტყვით, რომ GEM FEST-ის ორგანიზატორებმა საზოგადოებას ფესტივალის მონაწილე არტისტთაგან ჯერ მხოლოდ 30% გააჟღერეს.

სრული ინფორმაცია GEM Fest-ის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე 

http://gem-fest.com

 

maia chalaganidze