Armin Van Buuren ანაკლიაში გასამართი GEM Fest-ის ჰედლაინერია
23 ივნისი, 2015
3467
print

მსოფლიოს უმსხვილესი მუსიკალური ფესტივალების ჰედლაინერი, ტრანს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი, „გრემის“ ნომინანტი Armin Van Buuren საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ანაკლიაში გასამართი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ოფიციალურიგვერდი gem-fest.com ფესტივალის ახალ პრომოსთან ერთად ავრცელებს.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, არმინ ვან ბიურენი 31 ივლისს ანაკლიაში გასამართი რიგით პირველი GEM Fest-ისთვის სპეციალურად ჩამოფრინდება.

Armin Van Buurenექვსი სტუდიური ალბომის ავტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ ფესტივალზეაქვს დაკრული, მათ შორის Ultra Music Festival, Tomorrowland და სხვა. არტისტის ყველაზე პოპულარულ ტრეკს „In and out of love“ 155 მილიონზე მეტი ნახვა აქვს youtube-ზე.ის ოთხჯერ ზედიზედ აღიარეს წლის დიჯეიდ და ის ერთადერთია, რომლის სინგლებიც 21-ჯერ მოხვდა ამერიკული ბილბორდის საცეკვაო ასეულის გაყიდვების სიაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამედროვე სცენაზე, სადაც ელექტრონული მუსიკა ასეთი აქტუალურია, Armin Van Buuren იმ ვარსკვლავების კატეგორიაში ხვდება, ვის მოსასმენადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით ადამიანი იკრიბება.

ლეგენდარული არტისტის გარდა ანაკლიაში ასევე ვიხილავთ Dubfire, Tiefschwarz, WhoMadeWho, David August, M.A.N.D.Y, Booka Shade, Radio Slave, Robosonic,-ჯამში ასზე მეტ მუსიკოსს. ამ ეტაპზე ფესტივალის ორგანიზატორებმა მონაწილეების 70% დაანონსეს და ამბობენ, რომ თვის ბოლომდე GEM Fest-ის არტისტების სრულ სიას წარმოადგენენ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.gem-fest.com

maia chalaganidze