უფრო მაღლა ვიდრე გენიალური - მეორე ნაწილი
28 მარტი, 2017
0
print

 დავით დეფი - ესე ამ ყველაფერზე

დეტექტივის, სათავგადასავლო და საშინელებათა ჟანრების, ფანტასტიკური მოთხრობის გარდა, სიმბოლიზმის გარდა და ყველაფრის გარდა თუკი რამაა ლიტერატურაში დოსტოევსკიდან ფოლკნერამდე, ბოდლერიდან აკუტაგავამდე, ოსკარ უალდიდან ჰერბერტ უელსი და ჟიულ ვერნამდე და ყველაფერიდან ყველაფრამდე – ჰერმან მელვილიდან თუ თომას მანიდან ხალილ ჯიბრანამდე, ყველაფრის საწყისი და აღმომჩენი ედგარ პოა. ედგარ ალან პო.

მისმა ერთმა მოთხრობამ "არტურ გორდონ პიმის შეტყობინება" ჟიულ ვერნს მოთხრობის გაგრძელება დააწერინა, ორტომიანი "ყინულის სფინქსი", ხოლო ჰერმან მელვილს "მობი დიკი". მოთხრობებმა "უილიამ უილსონი" და "ოვალური პორტრეტი" ივან კარამაზოვი და დორიან გრეი შვა, როდერიკ აშერმა "აშერთა ოჯახის დაქცევა"-დან "ბუდენბროკები" და დოქტორ ფაუსტუსის იერისა და სულის ადრიან ლევერკიუნი, პოეზიამ მისმა, ბოდლერი და მალარმე და რა ვიცი, კიდევ რა აღარ. ყველა.

თუმცა ჩემი ესე ედგარ პოზე არაა. როგორ არაა, სწორედ, რომ ედგარ პოზეა, მაგრამ მისი გენიალურობის ერთ-ერთ ნაწილზე და არა მთლიანად ლიტერატურაზე. არა ერთხელ დამიწერია, ედაგარ პოს შესახებ, ყვავილებიც კი დამიდია ბალტიმორში მის საფლავზე, იქვე პერფორმანსი ცამიტარებია და ნიუ-ორკში მისი ლექსებიც წამიკითხავს მისავე ქუჩაზე მანჰეტენში, ედგარ ლან პო სთრით და კლუბში The Folio Club.

ამავე კლუბში ერთ უცნაურობას, გნებავთ საოცრებას წავაწყდი. გვერდით მაგიდასთან ოფიცერი იჯდა. გავიცანი – ენდრიუ მაკკიგან. სამკერდე ემბლემაზე NYPD ეწერა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი. ბერკლი ჰქონდა დამთავრებული და ნიუ-იორკის პოლისდეპარტამენტში ასპირანტებს პრაქტიკულ მეცადინეობას უტარებდა. იურისტი იყო და მითხრა, ბერკლიში კრიმინალისტიკას ედგარ პოს ერთ-ერთი მოთხრობით რომ გადიოდნენ - "მარი როჟეს საიდუმლოება" ხოლო ლოგიკას და ანალიზს მისი მეორე მოთხრობით - "მკვლელობა მორგის ქუჩაზე" ხოლო მაგისტრატურაში როცა დარჩა და პროფესორის წოდება მიიღო, მთლიანი პროგრამა აიღო – სადაც კრიმინალისტიკის საფუძველს, როგორც მეცნიერების საფუძველს (და არა მხოლოდ ლიტერატურის, როგორც მეცნიერების!), ფაკულტეტზე დღემდე ედგარ პოთი ასწავლიან. სწავლის ასეთი მეთოდი 1968 წლიდან ამერიკის კონგრესმა სასწავლო პროგრამაში ოფიციალურად შეიტანა. იმაზე აღარ ვლაპარაკობ პარიზის, ლონდონის და საერთოდ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში (თან რა უნივერსიტეტებში!) ედგარ პოს "პოეზიის პრინციპი"-თ რომ ლიტერატურა ისწავლება.

ოფიცერს თვალს ვერ ვწყვეტდი, თან ეს განათლებული, პოეზიაში შეყვარებული პოლისმენი, პროფესორი, პრაქტიკულ მეცადინეობას, დამწყებ ოფიცრებს უტარებდა! გამაოგნებელია. სი აი ეი და ეფ ბი აი-ში მთელი განყოფილებაა სადაც შიფრი და კოდირება სამი ძირითადი მეთოდით შეისწავლება და მუშავდება:

1. იაპონური მეთოდი. იგივე სამურაების მეთოდი

2. ძველი რომაული მეთოდი

და 3. ედგარ პოს მეთოდი მოთხრობიდან "ოქროს ხოჭო"

მაგრამ, ეს ჯერ კიდევ მწვერვალი არაა. ენდრიუმ მიამბო და მანახა წიგნი, სადაც მისი პედაგოგი, ბერკლის უნივერსიტეტის ლექტორი ედგარ პოს ერთ-ერთი შიფრის გახსნას ათი წელი ცდილობდა და შესაძლებელი გახდა მხოლოდ პენტიუმ ხუთის, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობის შემდეგ. ორმოც წინადადებიანი აბრაკადრაბრა, რაც ორას ასობგერით ნიშანს მოიცავდა გაიშიფრა.

წერილი, ნიუ-იორკის ლიტერატურის მუზეუმში ინახება, ედგარ პოს ხელითაა დაწერილი და 1845 წლითაა დათარიღებული. პოეზიისთვის ეს უდიდესი წელია. ამ წელს "ყორანი" შეითხზა. ის აბრაკადაბრაც მის საწერ რვეულშია დატანებული, როგორც ენდრიუმ თქვა საიდუმლოს ამოსაცნობად ბევრი წარჩინებული ტვინი მუშოაბდა, რა მეთოდისთვის არ მიუმართავთ და რა სპეციალისტები არ ჩარეულან სანამ ტექსტი არ გაიხსნა და ათწლიანი შრომის მიწურულს, როცა მუნიციპალურმა სამსახურმა ბიუჯეტიდან სუფსიდები მოითხოვა, ერთობლივი ძალით, დაშიფრული კვანძი ნაწილ-ნაწილ დაიშალა. აღმოჩნდა, სავარაუდოდ ედგარ პოს ერთ-ერთი დაუმთავრებელი მოთხრობის აბზაცი, ციტატა:

"ჩარლზ, თუ შეიძლება, ფანჯარა მიხურე ან ფარდა გადაწიე, მზე შემოდის და თითქოს სხივებს ისვრის" - ეს მთლიანი ტექსტის ნაწილია.

ჩემი ნიუ-იორკელი ნაცნობი კი ამბობდა, როცა კოდი გაიხსნა საქმეში ფიზიკოსები ჩარეულან და ნასას რომელიმე საიდუმლო პროექტისათვის შეიძლება ეს მეთოდი გამოიყენონო. მე ვკითხე იქნებ იმასაც კი ვარაუდობენ, რომ კვანტური ფიზიკის მამამთავრამდე ნორბერტ უინერამდე ადრე – გაცილებით ადრე 1845 წელს, თავის გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, 36 წლის ედგარ პომ ბუნებაში კვანტის არსებობა დაუშვა-მეთქი - "მზე სხივების ისვრის". გაეცინა, შეიძლებაო, თქვა, ჯერ კოდი ბოლომდე გახსნილი არაა, მე კი ძალიან მეხმარება ედგარი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეხმარებაო.

ჰო ასე თქვა - ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეხმარებაო.

მერე იყო მისი ლექსები, წავიკითხეთ, მერე უისკიც გავწრუპეთ და მახსოვს, როგორი გაოგნებული ვიყავი გენიალური, ამოუწურავი, წინასწარმეტყველური ედგარ ალან პოთი და პოლისმენის განათლებულობითა თუ არტისტიზმით.

დ♔სიახLOVE

21 იანვარი 2005

P.S. თორმეტი წლის წინ დაწერილ ჩემს ამ ესეს გადავხედე, გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა და მთელი ჩემი არსობით ვიგრძენი რა გამოფიტულია დღევანდელი მსოფლიო.

დეფი♔სიახLOVE

4 მარტი 2017